მთავარი » 2017 » სექტემბერი » 6 » რა სახის ბიზნესი შეგეფერებათ (ტესტი)
რეკლამა
12:05 PM
რა სახის ბიზნესი შეგეფერებათ (ტესტი)

ფოტოკოლაჟიდან თქვენთვის მისაღები ერთი კომპოზიცია აირჩიეთ და ამის შემდეგ ნახეთ ტესტის პასუხები...

 

ნახეთ პასუხი ფოტოს ნომრის მიხედვით:

N1.
 მიგაჩნიათ, რომ დოლარი – ეს ვალუტის კლასიკური სახეა, სხვა ფულს არ ცნობთ. თუმცა, ამასთანავე, საკმაოდ მაღალი მორალური პრინციპების მქონე ინდივიდი ხართ, არცთუ მაინცდამაინც ძუნწი. დახვეწილ გემოვნებასთან ერთად, მაღალი სტანდარტები გაგაჩნიათ. ყველაფერს ორიგინალური თვალით უყურებთ. ტიპური „ვორკოჰოლიკი” ხართ და მუყაითობას ითხოვთ სხვებისგანაც. თუმცა, ამას ფულის სიყვარული ან სიხარბე როდი გაიძულებთ, უბრალოდ, გსურთ, სამყარო თქვენთვის და გარშემომყოფებისთვისაც გაცილებით კომფორტულ ადგილად აქციოთ. კომფორტი კი, მოგეხსენებათ, ფულით იყიდება. შესაძლოა, მტერიც ბევრი გყავთ და მოწინააღმდეგეც, მაგრამ, როგორც წესი, იშვიათად ხარჯავთ დროს სხვისი აზრების მოსასმენად.

N2. კრეატიული ადამიანი ხართ, კარგი იუმორის გრძნობით. სწორედ ეს თვისება დაგეხმარებათ ბიზნესში. პასუხისმგებლობის გრძნობის მქონე და პროფესიისთვის თავდადებული ინდივიდი ბრძანდებით. თუმცა სხვებზე ზრუნვა და მფარველობაც არ გავიწყდებათ. არ გეშინიათ პასუხისმგებლობის აღების, თუმცა, თუ არ გთხოვენ, ისე არავის არაფერს სთავაზობთ. ადამიანებში მალე იმსახურებთ ნდობასა და პატივისცემას. გამჭრიახი, სწრაფი და მოქნილი ხართ. ყოველთვის გაქვთ მოსაყოლი რაიმე ისეთი ინფორმაცია, რომელიც სხვებს აინტერესებთ. კარგად იყენებთ ინოვაციურ ხედვასა და ტექნოლოგიებს. ე.წ. „მასისგან“ გამორჩეული ინდივიდი ხართ, მაგრამ ვერც „რუხ კარდინალს“ დაგარქმევთ ვინმე.

N3. არასტანდარტული აზროვნების საოცარი უნარი გაქვთ. ფანტასტიკურად ახერხებთ, ნებისმიერი სირთულის ბიზნესპროექტს მარტივად გაართვათ თავი. კარგად იცით, ინფორმაციიდან მთავარი არსის ამოკრება, ამიტომ ნებისმიერ ბიზნესს ააყვავებთ. მოაზროვნე, ფიქრის მოყვარული და დაკვირვებული ინდივიდი ხართ. გიყვართ ყველა შესაძლო მოქმედებისა და სვლის გაანალიზება, სანამ უშუალოდ შეუდგებით მოქმედებას. თუმცა პარტნიორობის მხრივ, მხოლოდ თქვენნაირ მაღალ ინტელექტუალურ, ფიქრის მოყვარულ ინდივიდებთან თანაარსებობთ. ვერ იტანთ მეშჩანობასა და სიყალბეს. თქვენი წარმატების გასაღები დეტალების დანახვის უნარშია, ამიტომ ფინანსური სტაბილურობა და სიმდიდრე თქვენთან ნელ-ნელა, მაგრამ ოდესმე მაინც მოვა.

N4. ფილოსოფიური აზროვნების მქონე, კარგი ინტუიციით დაჯილდოებული ადამიანი ხართ. გამორიცხული არ არის, რომ ბავშვობაში თავს თანატოლებს შორის „თეთრ ყვავად“ აღიქვამდით. დღესდღეობითაც ბევრი ვერ იგებს თქვენს უცნაურ ხასიათს. თუმცა, გარშემომყოფების იქედნურ დამოკიდებულებას, ძალიან განიცდით ხოლმე. არ არის საჭირო ვინმესთვის რამეს ახსნა, იარეთ წარმატებისკენ, რომელიც აუცილებლად მოვა, თუმცა საამისოდ დრო და იზოლირებულ გარემოში სწავლა/მუშაობა დაგჭირდებათ. აკონტროლეთ საკუთარი ემოციები, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, საკუთარი თავის ყველაზე დიდ მტრად იქცეთ ცხოვრებაში.

N5. კონსერვატორული აზროვნების მქონე, ჯიუტი და პრინციპული ადამიანი ხართ. ხშირად პრობლემა გექმნებათ იმის გამო, რომ გძულთ ინოვაციები და არ მოგწონთ სიახლე. ბიზნესის კუთხით ამ თვისებას შეუძლია, ძალიან დაგაზარალოთ. უკეთეს შემთხვევაში სასურველია, საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბიზნესით ან მომსახურების სფეროთი დაკავდეთ. დამოუკიდებლობის მოყვარული ადამიანი ხართ, გიყვართ ყველაფრის საკუთარი ხელით კეთება. ვერ იტანთ სიცრუესა და მლიქვნელობას. თქვენზე დაყრდნობა შეიძლება.

N6. კეთილი, სენსიტიური და ცოტათი მელანქოლიური ხართ. ადვილად ენდობით სხვებს და ამის გამო, ხშირად გელით იმედგაცრუება. თუმცა, მიუხედავად ამისა, ბევრი მეგობარი გყავთ და თავადაც შესანიშნავად გესმით მეგობრობა. სასურველია, ბიზნესი მარტომ აკეთოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში აუცილებლად მიიზიდავთ მარტივად გამდიდრების მსურველებს, რომლებიც არც თქვენი მოტყუების აუცილებლობაზე დაიხევენ უკან.

N7. მყარი ფსიქიკის მქონე, წინდახედული და მშვიდი ადამიანი ხართ. ყოველთვის იცით, რა გსურთ და საით მიდიხართ. თქვენი ღირსება არის ის, რომ მოსმენის გასაოცარი კულტურა გაქვთ და სხვების რჩევებს ყოველთვის ყურადღებით უსმენთ. იშვიათად განიკითხავთ ადამიანებს, ფიქრობთ, რომ ყველას აქვს უფლება, იცხოვროს ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია. სტრესგამძლე, მყარი ნერვული სისტემის მქონე ინდივიდი ხართ. ამაო ნერვიულობა იშვიათად გახასიათებთ. წვრილმანების მიმართ ყურადღებიანი ხართ, მაგრამ ტრაგედიას არასოდეს ქმნით პრობლემების გამო. გესმით კარგი დასვენების ფასი, თუმცა მუშაობაშიც ვერავინ დაგიდებთ ტოლს.

N8. თქვენი კულტი „ევრო“ და თანამედროვე ევროპაა. კოსმოპოლიტის აზროვნება გაქვთ და თვლით, რომ სამყარო ოპტიმისტი და რისკიანი ხალხისაა. ქარიზმატული და მომხიბვლელი ხართ, ადვილად ახერხებთ კონტაქტის დამყარებს ნებისმიერთან. მაქსიმალურად ცდილობთ, თავი აარიდოთ კონფლიქტურ სიტუაციებს და ნებისმიერ შემთხვევაში მოახერხოთ ის, რომ „არც მწვადი დაწვათ და არც შამფური“. ეს კი ხშირად უხერხულ და არამომგებიან პოზიციაში გაყენებთ. თუმცა მიუხედავად ამისა, ენთუზიაზმით ეკიდებით ახალ იდეებს, ყოველთვის მზად ხართ სათანამშრომლოდ და ცდილობთ, სიახლეებს მაქსიმალურად აუწყოთ ფეხი.

N9. მხოლოდ ოქრო და უძრავი ქონება მიგაჩნიათ რეალურ ფასეულობად. ჯიუტი, წარმატებაზე ორიენტირებული, რეალისტურად მოაზროვნე ტიპი ხართ. მატერიალურ დოვლათს, ნაბიჯ-ნაბიჯ, მუყაითი შრომისა და მოთმინების ხარჯზე აგროვებთ. არ გიყვართ რისკი და ნაჩქარევი გადაწყვეტილებები. გაქვთ ნიჭი, ყველაზე მომგებიანი და წარმატებული ფინანსური სვლები წამის უსწრაფესად გამოთვალოთ და ნებისმიერი იდეა გადაამრავლოთ ფულზე. თუმცა ადამიანებისთვის, ვინც ნამდვილად გიყვართ, სულსაც არ დაიშურებთ.

 

წყარო: FunTime.Ge

ნანახია: 367 | დაამატა: Admin | ტეგები: რა სახის ბიზნესი შეგეფერებათ (ტესტი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close