მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 7 » რა შედეგს მიიღებთ, თუკი ბალიშის ქვეშ ნიორს დაიდებთ
რეკლამა
9:14 AM
რა შედეგს მიიღებთ, თუკი ბალიშის ქვეშ ნიორს დაიდებთ

ეს ძველი ოჯახური საიდუმლო თაობიდან თაობას გადაეცემა და დღემდე მოაღწია... 

 

საიდუმლოს არსი ნივრის განსაკუთრებული თვისებებია, რომელთა წყალობითაც, ამ სასარგებლო პროდუქტს ნებისმიერი ქვეყნის სამზარეულოში (და არამარტო) განსაკუთრებული ადგილი უჭირავს.

დავიწყოთ იმით, რომ ნიორი კერძს ვიტამინებით ამდიდრებს და გემოს აუმჯობესებს. 
ის მაღალკალორიული პროდუქტი გახლავთ (ყოველ 100 გრამზე 100 კალორია), თუმცა დიდი რაოდენობით მისი მიღება და ამ გზით წონის მომატება თითქმის შეუძლებელია. 
პროდუქტი რთულ ნახშირწყლებსა და ცილებს შეიცავს, რომლებიც ორგანიზმის ფიზიკურ და გონებრივ შესაძლებლობებს აუმჯობესებს. 
ნიორი მდიდარია ისეთი ვიტამინებითა და მინერალებით, როგორიცაა:
ვიტამინი B (მონაწილეობს ნერვული სისტემის მუშაობაში);
ნატრიუმი, კალიუმი და მაგნიუმი;
ვიტამინი PP (ებრძვის უძილობასა და დეპრესიას);
ვიტამინი A (მხედველობას აუმჯობესებს);
ვიტამინი D (აუცილებელია იმისთვის, რომ ორგანიზმმა კალციუმი და ფოსფორი შეითვისოს). 
ასევე, მდიდარია ალიცინით, რომელიც გოგირდის ნაერთს წარმოადგენს და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. 

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ნივრით მდიდარი კვება ზოგიერთი ტიპის ავთვისებიანი სიმსივნის აღმოცენების რისკს ამცირებს.

ნიორს შეუძლია ინფექციებსა და ნივთიერებათა ცვლის დარღვევასთან ბრძოლა. 
ნიორი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, არეგულირებს წნევას და აფერხებს დაბერების პროცესს. ნიორს ზოგიერთ ანტიბიოტიკზე უკეთ შეუძლია მიკრობებთან ბრძოლა. 

უძველესი ოჯახური ტრადიციის თანახმად, ამ უნიკალურ და უაღრესად სასარგებლო პროდუქტს ადამიანის ორგანიზმზე ზემოქმედება დისტანციურადაც კი შეუძლია. საკმარისია, რამდენიმე კბილი ნიორი ბალიშის ქვეშ დაიდოთ და გარკვეული პერიოდის შემდეგ ორგანიზმში სასიკეთო ძვრებს აუცილებლად შენიშნავთ. 
გირჩევთ, სცადოთ.

 

წყარო: budetezdorovy.ru

ნანახია: 799 | დაამატა: Admin | ტეგები: თუკი ბალიშის ქვეშ ნიორს დაიდებთ, რა შედეგს მიიღებთ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close