მთავარი » 2017 » სექტემბერი » 19 » რა ტიპის ქალი ხართ?
რეკლამა
9:38 PM
რა ტიპის ქალი ხართ?

ყურადღებით დააკვირდით გამოსახულებას და აირჩიეთ ის ვარიანტი, რომელიც ყველაზე მეტად მოგაგონებთ თქვენს ტუჩის საცხს. მას შეუძლია, ძალიან ზუსტად მიგვანიშნოს თქვენს ძლიერ და სუსტ მხარეებზე.

 

პასუხები:

1. ის, ვინც ასეთი ტიპის პომადას ირჩევს, ვერ იტანს უწესრიგობასა და დაუდევრობას. მას მკვეთრად გამოხატული, გაწონასწორებული ხასიათი აქვს და კონფლიქტებისკენ მიდრეკილებით არ გამოირჩევა. თქვენ რომანტიკული ქალი ხართ, თუმცა, სენტიმენტალური ნაკლებად, არ გახასიათებთ ცრემლების ფრქვევა. მეგობრული ხართ და კეთილი.
ძირითადი მახასიათებლები:
პრინციპული;
გაწონასწორებული;
კომუნიკაბელური;
მეგობრული;
მომხიბლავი;
დიდსულოვანი;

 

2. თქვენ სიცოცხლისმოყვარული, საკმაოდ იდუმალი და ცოტა სარკასტული გოგონა ხართ. ბევრს ამჩნევთ, ყველაფერს კარგად აანალიზებთ, თუმცა, ენა წინ არ გისწრებთ და ყველასთან ამაზე არ ლაპარაკობთ. იცხოვროთ ისე, როგორც ყველამ – ეს თქვენი სტილი არ არის. 
ძირითადი მახასიათებლები:
არ გიყვართ შეზღუდვები;
არჩევთ მეგობრებს;
ხართ თავდაჯერებული;
ემოციური;
პირდაპირი;
გიყვართ ყურადღება;
მოგწონთ კამათი;

 

3. ამგვარი ქალები ცოტა მარტოსულები ჩანან. მოსწონთ ადამიანური ურთიერთობები, თუმცა, ცოტა უჭირთ დაახლოება და გახსნა. ისინი იდეალურ ცოლებად ითვლებიან იმ მამაკაცებისთვის, ვისაც სახლში წესრიგი და ჰარმონია სჭირდებათ. მართალია, ხშირად წვრილმანებზე ჯიუტობენ, მაგრამ, საერთო ჯამში, საკმაოდ ჰარმონიულები, თვითკმაყოფილები არიან და ყოველთვის იციან, სად რა უდევთ. 
ძირითადი მახასიათებლები:
ოჯახს უძღვნით თავს.
საქმიანი ადამიანი ხართ;
შეგიძლიათ მართვა;
მეწვრილმანე ხართ;
მოგწონთ ხალხში ყოფნა;
მიდრეკილი ხართ გაზვიადებისკენ;

 

4. თქვენ მარტივად შედიხართ ადამიანებთან კონტაქტში, ერუდირებული და ცნობისმოყვარე ადამიანი ხართ. გაქვთ მრავალფეროვანი ინტერესები, მრავალმხრივი ნატურა და ბევრი მეგობარი გყავთ. გაფანტულობა და არამუდმივობა თქვენი ნაკლია. ალბათ, იმასაც კი ვერ იხსენებთ ხოლმე, სად გდია თქვენი პომადა. 
ძირითადი მახასიათებლები:
თამამი და თავგადასავლების მოყვარული ხართ.
უფრო მეტად შემსრულებელი ხართ, ვიდრე ბრძანებების გამცემი;
გაქვთ დეტექტივის თვისებები;
ადვილად პოულობთ მეგობრებს;
ზეცნობისმოყვარეობა გახასიათებთ;
მარტივი არ ხართ;
მომხიბლავი ნატურა ბრძანდებით;

 

5. თქვენ მიეკუთვნებით იმ ქალთა რიცხვს, რომელთაც დიდი წარმოსახვის უნარი აქვთ და სენტიმენტებისა და რომანტიკისკენ ხართ მიდრეკილი. მოგწონთ ყველაფერი ახალი და სულ რამე საინტერესო თავგადასავლის ძიებაში ხართ. 
ძირითადი მახასიათებლები:
კომუნიკაბელური;
ენერგიული;
მოსიყვარულე;
გიჟდებით ყურადღებაზე;
ხართ შემოქმედებითი ნატურა;
მზადყოფნაში ხართ, ხელი გაუმართოთ ვინმეს;
გჭირდებათ მეტი ორგანიზებულობა საქმეში;

 

6. პრაქტიკული ქალი ხართ. ვინც იცის, რა უნდა და რა აკლია. ენერგიული, ლაპარაკის მოყვარული და თანაგრძნობის უნარით დაჯილდოებული ადამიანი ხართ. შეგიძლიათ, ოქროს შუალედის პოვნა პირად და პროფესიულ ცხოვრებას შორის. 
ძირითადი მახასიათებლები:
ეგოისტი ხართ;
ცნობისმოყვარე;
გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა;
აფასებთ სიცოცხლეს;
ერთგული ხართ;
სანდო და საიმედო;
ცოტა იდუმალებით მოცული;

 

7. ტიპური ოპტიმისტი. სიცოცხლით სავსე, პირდაპირი და უშუალო. გიყვართ ბავშვები და არამარტო თქვენი. პირდაპირი ხართ და რასაც ფიქრობთ ყოველთვის პირში ეუბნებით, ვინც არ უნდა იყოს. ასეთი ქალები გამოირჩევიან მიზანდასახულობით, საიმედოობითა და სწრაფი რეაქციებით. 
ძირითადი მახასიათებლები:
ძალიან სანდო ადამიანი ხართ;
სკრუპულოზური;
მაღალი მორალით;
ფრთხილი;
ყურადღებას აქცევთ სხვების აზრს;
უვლით თავს;
ადვილად იღებთ გადაწყვეტილებას;
ბედისთვის მინდობა გჩვევიათ;

 

8. თქვენ დიდი გეგმები გაქვთ, რომლებიც ხშირად გეგმებად რჩება. გაქვთ უსაზღვრო ფანტაზია, ანგარიშიანიც ხართ, თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებთ, იყოთ პრაქტიკული. მეგობრებს ბევრს პატიობთ, თუმცა ქალების კომპანიას მამაკაცების გარემოცვაში ყოფნას ამჯობინებთ. მოგწონთ მათი ყურადღება. ხართ საკმაოდ თავდაჯერებული და იცით, რომ კაცებს მოსწონხართ. გიჟდებით ექსპერიმენტებზე: 
ძირითადი მახასიათებლები:
ცოტა მორიდებული და თავშეკავებული ხართ, თუმცა, ყურადღებას იქცევთ;
ძალიან თანმიმდევრული ხართ;
ორგანიზებული;
კრეატიული;

 

FunTime.Ge

ნანახია: 1362 | დაამატა: Admin | ტეგები: რა ტიპის ქალი ხართ? | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close