მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 2 » რამდენი უნდა ეძინოს ადამიანს თავისი ა საკის შესაბამისად – ეს მნიშვნელოვანია!
რეკლამა
10:21 AM
რამდენი უნდა ეძინოს ადამიანს თავისი ა საკის შესაბამისად – ეს მნიშვნელოვანია!

ადამიანს, და საერთოდ, ყველა ცოცალ არსებას, იმისთვის რომ იცოცხლოს, ჟანგბადთან, წყალთან და საკვებთაე ერთად, ძილიც ესაჭიროება. ძილი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობის და კეთილდღეობის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ჩვენ ცხოვრების მესამედს ძილზე ვხარჯავთ და «ჯანმრთელი ძილის» საერთო მდგომარეობა, მნიშვნელოვანი საკითხია მთელი ჩვენი ცხოვრების მანძილზე.

ის, რომ კარგად გამოძინება ძალიან მნიშვნელოვანია, ყველასთვის კარგად არის ცნობილი, მაგრამ ცოტასთვის თუ არის 8 საათიანი ძილი პრიორიტეტული. სწორედ ეს არის რეკომენდირებული დრო ზრდასრული ადამიანისთვის. ბევშვებს, 18 წლამდე უფრო მეტი უნდა ეძინოთ, ხოლო მოხუცებს – უფრო ნაკლები.

ძილის ხანგრძლივობის რეკომენდირებული დრო, კონკრეტული ასაკის გათვალისწინებით

ეს დიაგრამა ძილის ეროვნული ფონდის მიერ არის შემუშავებული და მისი გრაფიკი გვიჩვენებს თუ რა რაოდენობის ძილი არის საჭირო თითოეული ჩვენგანისთვის, ასაკის გათვალისწინებით.


გრაფიკზე მუქი ლურჯი ფერით მოცემულია ძილის რეკომენდირებული დრო, ხოლო მის ზემოთ და ქვემოთ, შედარებით ღია ფერით – ძილის დასაშვები ხანგრძლოვობა.

აღნიშნული დიაგრამის შექმნაში, მონაწილეობა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელმა მეცნიერებმა მიიღეს. მათ შორის იყვნენ გერონტოლოგები, ფიზიოლოგები, პედიატრები, გინეკოლოგები და ნევროლოგები.

რეკომენდირებული და დასაშვები ძილის ნორმების დარღვევის შემთხვევაში, ადამიანს პრობლემები ექმნება ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ძილის რეჟიმის დარღვევის სიმპტომი შეილება იყოს:

მუდმივად წელის ტკივილი

ხანგრძლივი ძილი შეიძლება წელის ტკივილის მიზეზი გახდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ხანგრძლივი წოლის დროს, წელის კუნთები სუსტდება.
პრობლემის მოგვარება დაბალი ინტენსიობის ფიზიკური ვარჯიშით და დასვენების დღეებში სუფთა ჰაერზე სეირნობით ან ძუნძულით (სირბილი არა) შეიძლება.
თუ სპორტთან აქტიური შეხება გაქვთ, მსგავსი პრობლემა არ შეგაწუხებთ.

პრობლემები წონასთან დაკავშირებით

ხანგრძლივი ძილის დროს, ორგანიზმში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესი ნელდება. მასში დაუხარჯავი ენერგიის აკუმულირება ხდება და ის ცხიმებად გარდაიქმნება. საბოლოო ჯამში, საქმე შეიძლება იქამდე მივიდეს, რომ ჭარბი წონა პრობლემად გექცეთ.

შფოთვა და დეპრესია

ძილის ნაკლებობა დიდი გავლენას ახდენს ორგანოიზმის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. იწვევს გაღიზიანებას, ადამიანი ნერვიული ხდება, უქვეითდება შრომისა და სტრესთან ბრძოლის უნარი. გარდა ამისა, ქვეითდება სიამოვნების განცდის უნარი, ყველა ასპექტში. ადამიანი აგრესიული და თავშეუკავებელი ხდება. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყველაზე მეტად ჩხუბის და აყალ-მაყალის მოთავეები, საცობებში და საზოგადოების თავშეყრის სხვა ადგილებში, ქრონიკულად გამოუძინებელი ადამიანები არიან.

მუდმივად თავის ტკივილი

თავის ტკივილის მიზეზი შეიძლება სხვადასხვა იყოს: მაღალი წნევა, შაკიკი, ზოგიერთი მედიკამენტის უკუჩვენება, გადაღლა, სტრესი. თუ ჩამოთვლილი მიზეზებიდან არცერთი არ გახასიათებთ და თავი მაინც გტკივათ, განსაკუთრებით, დილის საათებში, მაშინ მიზეზი ძილის ნაკლებობა იქნება.

II ტიპის დიაბეტი

როდესაც ადამიანს საჭიროზე ნაკლები ან პირიქით – მეტი სძინავს, ორგანიზმი სირთულეებს განიცდის გლუკოზის გადამუშავებასთან დაკავშირებით, რამაც შეიძლება ინსულინრეზისტენტულობა და II ტიპის დიაბეტი გამოიწვიოს.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებები

გულს, ისევე როგორც ადამიანს, დასვენება ესაჭიროება და ძილის ნაკლებობა ან საჭიროზე მეტი ძილი, ზიანს აყენებს მის ფუნქციონირების პროცესს.

ძილთან დაკავშირებული ცუდი ჩვევების აღმოფხვრის ხერხები

* უპირველეს ყოვლისა, უნდა შეადგინოთ დღის რეჟიმი და მკაცრად დაიცვათ ის.
* დაძინებამდე 1 საათით ადრე, გამორთეთ ყველა სახის ელ. მოწყობილობა, მათ შორის მობილური ტელეფონიც.
* შეგიძლიათ დაკავდეთ მედიტაციით ან იოგის ვარჯიშებით. ეს ძილის წინ მოდუნებაში დაგეხმარებათ.
* დილა გამამხნევებელი ან სუნთქვითი ვარჯიშებით და ცივი შხაპით დაიწყეთ, რომ როგორც გონებრივი, ისე ფიზიკური აქტივობებისთვის მოემზადოს ორგანიზმი.
* დღის მანძილზე, დიდი რაოდენობით წყალი (30 მლ – სხეულის მასის ყოველ 1 კგ-ზე. მაგ., 60 კგ-ზე – 1800 მლ. დღის მანძილზე) დალიეთ, რომ ტვინმა აქტიურობა შეინარჩუნოს და ძილი არ მოგერიოთ. 
 

ww.ge

ნანახია: 389 | დაამატა: Admin | ტეგები: რამდენი უნდა ეძინოს ადამიანს თავისი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close