მთავარი » 2017 » სექტემბერი » 13 » რას ამბობს თქვენი ენა თქვენი ჯანმრთელობის შესახებ?
რეკლამა
8:56 PM
რას ამბობს თქვენი ენა თქვენი ჯანმრთელობის შესახებ?

 

გამოყავით ენა, ჩაიხედეთ სარკეში და დააკვირდით მას. რა ფერია? როგორი ფორმა აქვს? შეხედეთ სურათს და შეადარეთ. 

 


თუ თქვენი ენა პირველ ილუსტრაციას ემთხვევა...

 

ჯანმრთელი ადამიანი ხართ. როგორც ჩანს, სწორად იკვებებით, არ გაწუხებთ ქრონიკული დაავადებები და საჭირო რაოდენობის წყალს სვამთ. ასეთ ხალხს ძლიერი იმუნიტეტი აქვს.

 

თუ თქვენი ენა მეორე ილუსტრაციას დაემთხვა...

 

ცუდი მადა გაქვთ, ადვილად იღლებით, ენერგიის დანაკლისი მუშაობაში/სწავლაში და საშინაო საქმეებში გიშლით ხელს. სწრაფად ოფლიანდებით, გღალატობთ ნერვები, ადვილად ბრაზდებით, მაშინაც კი როცა არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ, აღელვებული ხართ და შფოთავთ. 

 

თუ თქვენი ენა მესამე ილუსტრაციას დაემთხვა...

 

ხშირად გწყურიათ და გცხელათ, გაწუხებთ შარდის ბუშტი ან შეკრულობა (რამაც ბუასილი შეიძლება გამოიწვიოს), გაქვთ პრობლემური ან ფაქიზი კანი, რომელიც ადვილად ღიზიანდება, ხშირად გაყრით, გეწყვით ან გექავებათ.

 

თუ თქვენი ენა მეოთხე ილუსტრაციას დაემთხვა...

 

წონის პრობლემა გაქვთ, ადვილად იმატებთ, კვების შემდეგ გრძნობთ სიმძიმეს მუცლის არეში, მიდრეკილი ხართ ლეთარგიისკენ. ლეთარგია ავადმყოფობაა, რომლის დროსაც ადამიანი მუდმივად მოდუნებულია და ძილი სურს. 

 

თუ თქვენი ენა მეხუთე ილუსტრაციას დაემთხვა...

 

ხელები ყოველთვის ცივი გაქვთ, გაწუხებთ ვარიკოზული ვენები, გტკივათ ფეხები, არ შეგიძლიათ დიდხანს სიარული ან დგომა, ხშირად უჩივით თავისტკივილებს; გამოიკვლიეთ თირკმელები, შეიძლება კენჭები გქონდეთ.

 

თუ თქვენი ენა მეექვსე ილუსტრაციას დაემთხვა...

 

სუსტი ყელი გაქვთ. ადვილად გემართებათ ანგინა. პრობლემურია თქვენი სასუნთქი სისტემაც. თუ ეწევით, არსებობს დიდი ალბათობა, რომ ფილტვის ან ყელის კიბო გაგიჩნდებათ.

 

თუ თქვენი ენა მეშვიდე ილუსტრაციას ემთხვევა...

 

ადვილად გეყრებათ ინფექციები, სუსტი იმუნიტეტი გაქვთ, ძალიან გამომშრალი ან პირიქით ზედმეტად ცხიმიანი კანი გაწუხებთ,  საზოგადოებრივ ადგლებში თავს არაკომფორტულად გრძნობთ. 

 

თუ თქვენი ენა მერვე ილუსტრაციას ემთხვევა...

 

ადვილად ცივდებით, ზაფხულშიც კი.  მოერიდეთ ორპირებსა და კონდინციონერებს. გტკივათ (ან, ადრე თუ გვიან, აგტკივდებათ) ზურგი. შეიძლება, შეგაწუხოთ ხერხემლის პრობლემებმა ან სახსრებმა, მიდრეკილი ხართ პანიკისკენ, დაქვეითებული გაქვთ ლიბიდო, ამიტომ თქვენი სქესობრივი ცხოვრება ძალიან არასტაბილურია. მიმართეთ სექსოლოგსა და უროლოგს/გინეკოლოგს.

 

თუ თქვენი ენა მეცხრე ილუსტრაციას ემთხვევა...

 

გაწუხებთ ინსომნია (ძილის დარღვევა, გეღვიძებათ ღამღამობით ან რთულად იძინებთ), არეული გაქვთ ციკლი ან მენოპაუზის პერიოდი დაგიდგათ, მხურვალე სხეული გაქვთ, არაჩვეულებრივ მდგომარეობაშია თქვენი სისხლძარღვები.

 

თუ თქვენი ენა მეათე ილუსტრაციას ემთხვევა...

 

მეხსიერება ხშირად გღალატობთ. ვერ ახერხებთ ერთ საქმეზე კონცენტრაციას, გაწუხებთ ქალური პრობლემები, აუცილელად ეწვიეთ გინეკოლოგს, ხშირად გეხვევათ თავბრუ, გადაღლილობა აქტიურ ცხოვრებაში ხელს გიშლით.

 

FunTime.Ge

ნანახია: 320 | დაამატა: Admin | ტეგები: რას ამბობს თქვენი ენა თქვენი ჯანმრთ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close