მთავარი » 2018 » მარტი » 11 » რას ამბობს თქვენი მზერა თქვენ შესახებ?
რეკლამა
12:04 PM
რას ამბობს თქვენი მზერა თქვენ შესახებ?

თვალები ადამიანის შინაგან ბუნებას ყველაზე კარგად გამოხატავს. ტყუილად არ ამბობენ, რომ თვალები სულის სარკეა. მაინც, რა შეიძლება გვიამბოს თვალებმა თქვენ შესახებ?

 

გველის თვალი

 

ზედა ქუთუთო თვალის ფერადი გარსის ნაწილს ფარავს და სწორ ხაზს აკეთებს. ამგვარი თვალები ინდივიდუალიზმის მაჩვენებელია. ადამიანს ყველაფერზე თავისი აზრი აქვს. ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რა აზრი უტრიალებს მას თავში. ამგვარი მზერის პატრონს გამჭრიახი გონი და კარგი ინტუიცია გააჩნია. 
ის კარგად ერკვევა ადამიანებში. მშვიდად და ადეკვატურად რეაგირებს რთულ ვითარებებში.


 

 


ვეფხვის თვალი

 

დიდი, ოდნავ განივი თვალი, ფერადი გარსის ნაწილი დაფარულია. ამგვარი თვალის პატრონი ძალიან წინდახედული, ფრთხილი და მომთმენია. მან ზუსტად იცის, რა სურს და მიზნიდან არ გადაუხვევს. ჯიუტია, ცხოვრობს თავისი ცხოვრებისეული პრინციპებით და არავის თავს არ უყადრებს. ბუნებრივად იქცევა. კიდევ ერთი - ძალიან მოსწონს ქება.

 





 

 

მელიის თვალი

 

თვალები წვრილია, გამოხედვა - ეშმაკური. ასეთი თვალები მოხერხებულობის, გონიერებისა და მიხვედრილობის ნიშანია. როგორც წესი, მელიის თვალების პატრონი ახლო გარემოცვას ძლიერ აფასებს და სიძნელეებს არ უშინდება. ადამიანთა აზრი გარკვეულწილად აღელვებს, მაგრამ მისთვის გადამწყვეტი არ არის.

 

 

 




 

 

ფარშევანგის თვალი

 

წვრილი და წაგრძელებული თვალები. ეს დაბადებით ლიდერის გამოხედვაა. ამგვარი თვალების პატრონს ყურადღების ცენტრში ყოფნა სიამოვნებს. მისთვის მნიშვნელოვანია საზოგადოების აღიარება და საყოველთაო პატივისცემა. ამას გარდა, მას ლამაზად საუბარი შეუძლია, ხოლო საქმეები, რასაც კი ხელს მოჰკიდებს, გამოსდის. ის კარიერისტია, რომელსაც ადამიანთა ხელმძღვანელობა ეხერხება და არც პასუხისმგებლობას გაურბის. წინ კონკრეტულ ამოცანებს ისახავს და აღწევს კიდეც.



 

 

ყვავის თვალი

 

ქვედა ქუთუთო თითქმის სწორია, ხოლო ზედა - რკალი. ამგვარი თვალები სიკეთის, გულისხმიერებისა და გულღიაობის მაჩვენებელია. ყვავის თვალის პატრონი ინტელიგენტია, რომელთანაც ყველანაირი თემის განხილვა შეიძლება.
ის ყოველთვის დაგეხმარებათ და მოგისმენთ, უყვარს ურთიერთობა, მაგრამ არც მარტოობაში მოიწყენს. ამას გარდა, ის კარგად ერკვევა ადამიანთა ფსიქოლოგიაში, რაც გარემოცვის ვირტუოზული მანიპულირების საშუალებას აძლევს.



 

 

ბეღურის თვალი

 

ამგვარი თვალის ფორმა სამკუთხედს მიაგავს - ქუთუთოები დაშვებულია. ბეღურის თვალების პატრონი დიპლომატია. მას არ უყვარს კამათი, ინტრიგა და ჭორები და ყველაფრის მოგვარებას მშვიდობიანი გზით ცდილობს. მას უყვარს მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა. საზოგადოების გარეშე ვერ ძლებს. მაგრამ იმავდროულად უყვარს მარტოობა, უყვარს დაკვირვება. ის შემოქმედებითი პიროვნებაა და არც ანალიტიკური თვისებები აკლია.

წყარო: FunTime.Ge

ნანახია: 272 | დაამატა: Admin | ტეგები: tqveni mzera, gamoxedva, ras ambobs, tqvens shesaxeb, რას ამბობს თქვენი მზერა თქვენ შესახ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close