მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 22 » რას ხედავთ ფოტოზე? (5 ფოტო/ფსიქოლოგიური ტესტი)
რეკლამა
11:45 PM
რას ხედავთ ფოტოზე? (5 ფოტო/ფსიქოლოგიური ტესტი)

ამ გამოსახულებებზე შესაძლოა, ორმა ადამიანმა სულ სხვადასხვა რამ დაინახოს. რატომ ხდება ასე?

 

  • რამდენ ქალს ხედავთ გამოსახულებაზე?

    ადამიანების 90% გამოსახულებაზე 20-25 წლის გოგოს ხედავს. 10% კი - მოხუცს, უშველებელი ცხვირით. მათთვის, ვინც გამოსახულებაზე ახალგაზრდა გოგოს ამჩნევს, რთულია მოხუცის დანახვა. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ პირველი შთაბეჭდილება დამოკიდებულია იმაზე, გამოსახულების რომელ ნაწილს შეხედეთ პირველივე წამებში. მცირე ვარჯიშის შემდეგ შესაძლოა, ის დაინახოთ, ვინც მოგესურვებათ.

     

  • ბაჭია თუ იხვი?

    არსებობს მოსაზრება, რომ, თუკი ამ ნახატს ბავშვებს სააღდგომო დღეებში ვაჩვენებთ, ისინი აუცილებლად დაინახავენ მასზე კურდღელს, ხოლო თუკი ოქტომბერში ვაჩვენებთ, იტყვიან, რომ ფოტოზე გამოსახულია იხვი ან იხვის მსგავსი ფრინველი.

     

  • მომღერალი მექსიკელები თუ მოხუცები?

    მექსიკელი მხატვარი ოქტავიო ოკამპო საკმაოდ ბევრი უჩვეულო ნახატის ავტორია. ეს ერთ-ერთი მათგანია, რომელსაც, სხვების მსგავსად, ორმაგი აზრი აქვს.

     

  • უბრალოდ ვარდი თუ წყვილი, რომელიც ერთმანეთს კოცნის?

    ერთი შეხედვით, დიახ, უდავოდ, ვარდია. ჩვეულებრივი ყვავილი და მეტი არაფერი. მაგრამ ამ ნახატის ავტორი სანდრო დელ პრე ხატვის პროცესში აქცენტს ოპტიკურ ილუზიებზე აკეთებს და სწორედ ეს აბნევს მნახველს.

     

  • მოხუცი თუ კოვბოი?

    ბოტვინიკის ამ ნახატს, რომელიც XX საუკუნის პირველ ნახევარში აშშ-ში შეიქმნა, „ჩემი ქმარი და ჩემი მამამთილი“ ეწოდება. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება ყოველთვის ახდენს გავლენას არჩევანის გაკეთების დროს. პოზიტიურ განწყობაზე მყოფი ადამიანი გამოსახულებაზე პირველივე წამებში ახალგაზრდა სილუეტს ამჩნევს.

     

წყარო: supercoolpics.com

ნანახია: 822 | დაამატა: Admin | ტეგები: რას ხედავთ ფოტოზე? (5 ფოტო/ფსიქოლოგ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close