მთავარი » 2017 » სექტემბერი » 16 » რას ფიქრობენ გარშემომყოფები თქვენზე? (ტესტი)
რეკლამა
9:02 AM
რას ფიქრობენ გარშემომყოფები თქვენზე? (ტესტი)

გაიარეთ მარტივი ტესტი და დაადგინეთ, როგორ შთაბეჭდილებას ტოვებთ სხვების თვალში.

 

1როდის გრძნობთ თავს საუკეთესოდ?
ა) დილით - 2 ქულა
ბ) შუადღეს ან შეღამებისას - 4 ქულა
გ) გვიან ღამე - 6 ქულა

 

2თქვენ ყოველთვის დადიხართ
ა) საკმაოდ სწრაფად, დიდი ნაბიჯებით - 6 ქულა
ბ) საკმაოდ სწრაფად, პატარა ნაბიჯებით - 4 ქულა
გ) ნაკლებად სწრაფად და ირგვლივ ყველაფერს ათვალიერებთ - 7ქულა
დ) ნაკლებად სწრაფად, დახრილი თავით - 2 ქულა
ე) ძალიან ნელა - 1 ქულა

 

3როდესაც ადამიანებს ესაუბრებითთქვენ
ა) დგახართ და ხელები გაქვთ გადაჯვარედინებული - 4 ქულა
ბ) ხელები მჭიდროდ გაქვთ ერთმანეთთან - 2 ქულა
გ) ერთი ან ორივე ხელი ბარძაყზე გაქვთ მოთავსებული - 5 ქულა
დ) ეხებით ან ხელს კრავთ ადამიანს, რომელსაც ესაუბრებით - 7 ქულა
ე) ათამაშებთ ყურს, ეხებით ნიკაპს ან თმას - 6 ქულა

 

4. როდესაც ისვენებთთქვენ ზიხართ
ა) მოხრილი მუხლებით და ფეხები მოხდენილად ერთმანეთის გვერდზე - 4 ქულა
ბ) ფეხი ფეხზე პოზაში - 6 ქულა
გ) ფეხები წინ გაწეული და სწორად - 2 ქულა 
დ) ფეხებს აჯდებით - 1 ქულა

 

5. თქვენი რეაქციაროდესაც რაღაცით ერთობით ან მოგწონთ
ა) ხმამაღალი სიცილი - 6 ქულა
ბ) სიცილი, მაგრამ არა ხმამაღლა - 4 ქულა
გ) ჩუმი ჩაცინება - 3 ქულა
დ) მოკრძალებული ღიმილი - 5 ქულა

 

6როდესაც წვეულებაზე ან საზოგადოების თავშეყრის ადგილებში ხართ
ა) ხმამაღალი საუბრით იქცევთ ყველას ყურადღებას - 6 ქულა
ბ) ჩუმად საუბრობთ და ათვალიერებთ, ვინმე ნაცნობი ხომ არ არის - 4 ქულა
გ) ჩუმად ხართ. ცდილობთ, შეუმჩნეველი იყოთ -  2 ქულა

7. მუშაობთ მონდომებულადკონცენტრირებული ხართ და გაწყვეტინებენთქვენ
ა) შეისვენებთ - 6 ქულა
ბ) გაბრაზდებით და გაღიზიანდებით - 2 ქულა
გ) ამ ორ ემოციას შორის ხართ - 4 ქულა

 

8ფერირომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ
ა) წითელი ან ნარინჯისფერი - 6 ქულა
ბ) შავი - 7 ქულა
გ) ყვითელი ან ღია ცისფერი - 5 ქულა
დ) მწვანე - 4 ქულა
ე) მუქი ლურჯი ან მეწამული - 3 ქულა
ვ) თეთრი - 2 ქულა
ზ) ყავისფერი ან ნაცრისფერი - 1 ქულა

 

9 . ღამე ლოგინშისანამ ჩაგეძინებათთქვენ
ა) წვებით ზურგზე - 7 ქულა
ბ) წვებით მუცელზე, სახით ქვემოთ - 6 ქულა
გ) წვებით ცალ გვერდზე და მოკუნტული - 4 ქულა
დ) ხელები თავქვეშ გაქვთ  - 2 ქულა
ე) ეხვევით საბანში - 1 ქულა

10. ხშირად გესიზმრებათ, რომ
ა) ეცემით - 4 ქულა
ბ) ჩხუბობთ ან იბრძვით - 2 ქულა 
გ) ეძებთ ვიღაცას ან რაღაცას - 3 ქულა
დ) დაფრინავთ ან ცურავთ - 5 ქულა
ე) თქვენ იშვიათად ნახულობთ სიზმრებს - 6 ქულა
ვ) თქვენი სიზმარი ყოველთვის სასიამოვნოა - 1 ქულა

 

შეაჯამეთ ქულები და გაეცანით შედეგებს:

 

60 ქულაზე მეტი: სხვები გიყურებენ, როგორც ხელის გულზე სატარებელს. თქვენ ამბიციური და ლიდერობის მოყვარული ხართ. შეიძლება, ბევრია აღტაცებული თქვენით და ოცნებობს, თქვენი მსგავსი იყოს, მაგრამ ისინი ყოველთვის არ გენდობიან.

 

51-60 ქულა: სხვების თვალში ხართ საინტერესო, იმპულსური და ცვალებადი პიროვნება. ბუნებრივი ლიდერი, რომელსაც შეუძლია გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება, მაგრამ ისინი ყოველთვის სწორი არ არის. თქვენ გიყურებენ, როგორც გაბედულ და თავგადასავლების მოყვარულ ადამიანს, რომელიც ყველა შანსს იყენებს, რათა გაერთოს და ისიამოვნოს. ხალხს უყვარს თქვენს გარემოცვაში ყოფნა.

 

41-50 ქულა: სხვები გხედავენ, როგორც ცოცხალ, აქტიურ, ხალისიან, შარმიან და ყოველთვის საინტერესო ადამიანს, რომელიც მუდმივად ყურადღების ცენტრშია და იცის, როგორ არ აუვარდეს ეს თავში. ისინი, ასევე, გხედავენ, როგორც კეთილს, გულისხმიერსა და გამგებს, ვისი იმედიც ყოველთვის შეგიძლია გქონდეს.

 

31-40 ქულა: სხვების თვალში თქვენ ხართ გონიერი, ფრთხილი და ყურადღებიანი, ჭკვიანი, ნიჭიერი, მაგრამ მოკრძალებული. ადამიანი, რომელიც მეგობრებს რთულად ირჩევს, მაგრამ ძალიან დამთმობი და საყვარელია მათთან და მათგანაც იმავეს ითხოვს. ხშირად ურთიერთობაში თავს იჩენს ნდობის პრობლემებიც, თუმცა დროთა განმავლობაში შეიძლება ნდობის აღდგენაც და გატეხილი გულის გამთელებაც.

 

21-30 ქულა: ნაცნობების თვალში თქვენ მონდომებული და მოუსვენარი ხართ. ასევე, ძალიან ფრთხილი, ყურადღებიანი და სტაბილური. ნამდვილად ყველა გაოცდება, თუ თქვენ რაიმეს იმპულსურად გააკეთებთ. თქვენგან მიჩვეულები არიან, რომ გიყვართ ყველაფრის განსჯა, მაგრამ მაინც საწინააღმდეგოდ იქცევით, შესაძლოა, ეს თქვენი ფრთხილი ბუნების ბრალიც არის.

 

21 ქულაზე ნაკლები: ხალხი ფიქრობს, რომ მორცხვი, ნერვიული და გაუბედავი ხართ. ადამიანი, რომელსაც მოვლა და გადაწყვეტილებების მიღებაში დახმარება სჭირდება. ბევრის აზრით, თქვენ პრობლემებს ზუსტად იქ ხედავთ, სადაც ისინი არ არის. ზოგი კი ფიქრობს, რომ, უბრალოდ, ნაღვლიანი ხართ და მხოლოდ იმ ხალხმა იცის სიმართლე, ვინც თქვენ კარგად გიცნობთ.

 

FunTime.Ge

ნანახია: 520 | დაამატა: Admin | ტეგები: რას ფიქრობენ გარშემომყოფები თქვენზე | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close