მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 9 » რას შეიძენდით სახლისთვის?
რეკლამა
9:00 AM
რას შეიძენდით სახლისთვის?

ამ ტესტის შედეგებით გაიგებთ, არის თუ არა სიმყუდროვე თქვენს სახლში...

 

არჩევანი №1
თქვენს სახლს შეიძლება „მყუდრო ბუდე“ ვუწოდოთ. ეს არჩევანი იმაზე მიუთითებს, რომ თქვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ბინის გარეგნულ მხარეს. გჭირდებათ ტორშერი, რათა საღამო ჭიქა ჩაისთან და საყვარელ წიგნთან ერთად გაატაროთ. უპირატესობას კომფორტულ გარემოს ანიჭებთ. სწორედ ეს ასოცირდება თქვენთვის სიმყუდროვესთან.

 

არჩევანი №2
ბინას იმგვარად აწყობთ, რომ ყოველი ნივთი ინტერიერს იდეალურად შეეხამოს. ნახატის მიხედვით შეიძლება საჭირო აქცენტები დასვათ და 100%-იანი ჰარმონია მიიღო. ეს ნივთები ბინის პატრონის დახვეწილ გემოვნებაზე მიუთითებს. მისი მისწრაფება - მორთოს ბინა ხელოვნების ნიმუშებით - მდიდარ შინაგან ბუნებაზე მიუთითებს.

არჩევანი №3
პრაქტიკული ადამიანი ხართ, რომლისთვისაც სახლში ავეჯი აუცილებელი რამაა. დეკორი ნაკლებად გაღელვებთ. მიუხედავად ზოგიერთი წვრილმანი ნივთის არარსებობისა, ახლობლებს თქვენი სახლი მაინც მყუდროდ მიაჩნიათ.

არჩევანი №4
ყველაფერს ცდილობთ, რათა სახლში არისტოკრატიული ატმოსფერო სუფევდეს. თქვენი საძინებელი, სავარაუდოდ, „სამეფოს“ წარმოადგენს და ძალიან ლამაზად გამოიყურება, მაგრამ ის შეიძლება, ყველას არ მოეწონოს.

 

არჩევანი №5
თქვენთვის მარტივია კომფორტული გარემოს მოწყობა. თქვენს სახლში რამდენიმე ადგილია, სადაც განმარტოება და დასვენება შეიძლება. სტუმარი ამ სახლისთვის უცხო არაა. მეგობრებს მოსწონთ თქვენთან მოსვლა.

 

არჩევანი №6
სახლის მოწყობისას, ძირითადად, საკუთარ სურვილებს ითვალისწინებთ, თუმცა არც სტუმართა კომფორტს ივიწყებთ. ყოველი ნივთისთვის იდეალური ადგილი გაქვთ შერჩეული. შეგეძლოთ, წარმატებული დიზაინერი ყოფილიყავით. თქვენი სახლი სიმყუდროვის ეტალონია!

წყარო: slovofraza.com

ნანახია: 825 | დაამატა: Admin | ტეგები: რას შეიძენდით სახლისთვის? | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close