მთავარი » 2017 » სექტემბერი » 6 » რას უნდა ელოდოთ ამ შემოდგომაზე? (ტესტი)
რეკლამა
9:47 PM
რას უნდა ელოდოთ ამ შემოდგომაზე? (ტესტი)

აირჩიეთ ფოტო, რომელიც პირველივე შეხედვით მოგეწონებათ და წაიკითხეთ შედეგი...

 

1. ფოთოლცვენის ცქერისას წარმოიდგინეთ, რომ თქვენი დარდი და პრობლემები სხვადასხვა ფერის ფოთლებად გადაიქცა და ქარს თქვენი ცხოვრებიდან სამუდამოდ მიაქვს. ეს შემოდგომა სწორედ ასეთ ფოთოლცვენას გაჩუქებთ. თუ შედარებით დიდი პრობლემის მოგვარებისთვის თავად იაქტიურებთ და სხვების იმედად არ დარჩებით, წვრილ-წვრილი თავისტკივილები აღარც გაგახსენდებათ.

 

2. ამ შემოდგომაზე აუცილებლად უნდა გაიხსენოთ ძველი მეგობრები. ცხოვრება ზოგჯერ ისე ეწყობა, რომ უფრო ხშირად კოლეგებს ვხედავთ და იშვიათად ვპოულობთ დროს მათთვის, ვინც ჩვენთვის ძვირფასია. გააკეთეთ ისე, რომ ეს შემოდგომა ახლობელი ადამიანების სიახლოვით გაათბოთ.

 

3. თქვენ კაშკაშა ფერები გინდათ და ამას შემოდგომა გაჩუქებთ. ხანდახან მაინც დართეთ საკუთარ თავს ნება, ზომიერი ერთფეროვანი დაგეგმილი ცხოვრების ჩარჩოებს გასცდეთ. უქმეებზე დაივიწყეთ, რომ სახლში საქმე დაგიგროვდათ და ბუნებაში გადით. თავი დააღწიეთ სერიოზულობას და თქვენს ცხოვრებაში პატარა სასიამოვნო სასწაულები შემოუშვით. შემოდგომა კი მადლობელი დაგრჩებათ იმისთვის, რომ მისი მშვენიერების სანახავად მოიცალეთ.

4. შემოდგომის დღეებში ოცნება გაზაფხულის ფორიაქს ჰგავს. ნუ მიეცემით უიმედობას და ამ პერიოდში ისეთი მიზანი აგისრულდებათ, რომლის მიღწევაზე უკვე ხელი გქონდათ ჩაქნეული.

5. წლევანდელი შემოდგომა მოგცემთ ძალას, ნებისმიერი დაბრკოლება გადალახოთ და სულში ის სინათლეც დაიბრუნოთ, რომელიც ბავშვობაში გქონდათ. ის ხომ არც ჩამქრალა, უბრალოდ, ყოფითი პრობლემების ნალექით დაიფარა.

6. ამ შემოდგომაზე თქვენ რაღაც ისეთი გამოგივათ, რაც დიდი ხანია, ჩაფიქრებული გაქვთ. გახსოვდეთ, რომ საკუთარი ცხოვრების მხატვარი თავად ხართ და არ შეუშინდეთ დაბრკოლებებს - დიდ ფერმწერებსაც კი ჰქონიათ სიძნელეები, გაჭირვება, უფულობა, მაგრამ ისინი მაინც ქმნიდნენ შედევრებს. 

 

წყარო: FunTime.Ge

ნანახია: 417 | დაამატა: Admin | ტეგები: რას უნდა ელოდოთ ამ შემოდგომაზე? (ტე | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close