მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 30 » რატომ არ ასდის ფულს სუნი?
რეკლამა
12:06 PM
რატომ არ ასდის ფულს სუნი?

რომის იმპერატორ ვესპასიანეს, რომელიც 69-79 წლებში მართავდა, სამოქალაქო ომისგან განადგურებული ქვეყანა დახვდა. ნანგრევებად ქცეული სახელმწიფოს აღსადგენად ვესპასიანეს გამჭრიახობისა და ადმინისტრაციული ნიჭის გამოვლენა მოუწია.

 

სახელმწიფო ხაზინის შესავსებად მან უამრავი გადასახადი დააწესა.
ვესპასიანეს ერთ-ერთი ინიციატივა მანამდე რომისთვის არნახული გახლდათ - გადასახადი საზოგადოებრივი ტუალეტებით სარგებლობისთვის. 
ფულის შოვნის ასეთმა მეთოდმა იმპერატორის შვილი აღაშფოთა და ამის შესახებ მამას უთხრა. პასუხად ვესპასიანემ შვილს ტუალეტებიდან შემოსული  ფული მიაწოდა და ჰკითხა, ასდიოდა თუ არა მას სუნი. შვილისგან უარყოფითი პასუხის მოსმენის შემდეგ ვესპასიანმა შესძახა: „საოცარია, არადა ისინი ხომ შარდისგან არის შექმნილი?“ 
ამგვარად, „შარდის გადასახადმა“ გააჩინა ფრთიანი გამოთქმა: „non olet pecunia“, ანუ ფულს სუნი არ ასდის.

წყარო: vokrugsveta.ru

ნანახია: 322 | დაამატა: Admin | ტეგები: fulis suni, რატომ არ ასდის ფულს სუნი, fulis shivna internetit, fulis mogeba | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close