მთავარი » 2017 » სექტემბერი » 27 » რატომ არ იკრავენ პიჯაკის ქვედა ღილს?
რეკლამა
9:02 PM
რატომ არ იკრავენ პიჯაკის ქვედა ღილს?

სამღილიანი პიჯაკის ტარების ძირითადი წესი ასეთია: „ზოგჯერ, ყოველთვის, არასდროს“, ანუ ზედა ღილს ზოგჯერ იკრავენ, შუას - ყოველთვის და ქვედას - არასდროს. თუკი პიჯაკს ორი ღილი აქვს, მაშინ ყოველთვის იკრავენ მხოლოდ ზედას... 

 

იგივე წესი მოქმედებს ჟილეტების შემთხვევაშიც: ქვედა ღილი გახსნილი უნდა დარჩეს. ეს მამაკაცური მოდის უცვლელი სტანდარტია (ქალებს უფლება აქვთ, ქვედა ღილი შეიკრან). 

 

ალბათ, იკითხავთ: საერთოდ რად გვინდა ღილი, რომელსაც არასდროს ვიკრავთ? 
პასუხის ძებნას დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მეფე ედუარდ VII-მდე მივყავართ, რომელსაც ზედმეტი წონა აწუხებდა. 
როცა ის ჯერ კიდევ უელსის პრინცი იყო, ხოლო პიჯაკები ეს-ისაა, მოდური ხდებოდა, მომავალი მეფისთვის ჟილეტი საკმაოდ ვიწრო აღმოჩნდა და ამიტომ ქვედა ღილს არც იკრავდა. 
მომავალი მეფის პატივისცემის ნიშნად ასე იქცეოდა ინგლისის სამეფო კარიც, სამეფო კარს კი მეტროპოლიისა და კოლონიების დანარჩენმა მოსახლეობამაც მიბაძა.

 


ჟურნალ GQ-ს რედაქტორი რობერტ ჯონსონი მიიჩნევს, რომ „ედუარდის თეორია“ არასერიოზულია, მაგრამ ბრიტანული მოდის ისტორიკოსებს ეს თეორია უტყუარ ფაქტად მიაჩნიათ. სიმართლე კი ის არის, რომ ედუარდი პიჯაკისა და ჟილეტის ქვედა ღილს სხვადასხვა მიზეზით არ იკრავდა. მაგალითად, პიჯაკები ქვემოდან შეხსნილი იმიტომ იყო, რომ ისინი საცხენოსნო სერთუკების მემკვიდრეებად გვევლინებოდნენ.

„ედუარდის თეორია“ ყველაზე გასაგებად სერ ჰარდი ამისმა გადმოსცა. ეს ინგლისელი მოდელიერი თითქმის ოთხი ათეული წელი დედოფალ ელისაბედ II-ის პირადი თერძი იყო. მისი სამოდელო სახლი სავილ როუდზე განთქმული იყო ზედმიწევნით შეკერილი მამაკაცის კოსტიუმებით. ასე რომ, სერ ამისმა ბევრი რამ იცის როგორც კოსტიუმებზე, ისე მაღალ გემოვნებაზეც.

 

1992 წელს ხელოვნების, წარმოებისა და ვაჭრობის ხელშემწყობი საზოგადოების წინაშე წარმოთქმულ სიტყვაში მან 1670 წლიდან დღემდე მამაკაცის ინგლისური კოსტიუმის მთელი ისტორია ჩაატია. 


თანამედროვე ერთბორტიანი კოსტიუმი პირველად 1906 წელს გამოვიდა და ჟილეტთან წყვილში იცვამდნენ. პიჯაკს სამი ღილი ჰქონდა, ის ყოველდღიური სამოსი იყო და ამიტომ შედარებით ხალვათი გახლდათ, რათა მასში გამოწყობილ და ცხენზე ამხედრებულ მამაკაცს თავი უფრო თავისუფლად ეგრძნო. ამგვარად პიჯაკისა და ჟილეტის წყვილმა ნელ-ნელა საცხენოსნო სერთუკი შეცვალა. ვინაიდან საცხენოსნო სერთუკზე მესამე ღილი წელს ზემოთ იყო, ამიტომ პიჯაკზე ქვედა ღილის შეხსნილად დატოვება დაიწყეს, რათა ტანსაცმელი მხედრის ტანზე უნაკეცო ყოფილიყო. 

შემდეგ ედუარდ VII-მ გადაწყვიტა, რომ ზედა ღილიც შეხსნილი დაეტოვებინა რათა უფრო უბრალო შესახედავი ყოფილიყო და პიჯაკს შეკრული მხოლოდ შუა ღილი დარჩა.
როცა პიჯაკები ფართოდ გავრცელდა, ედუარდ VII-მ საცხენოსნო სერთუკების მოსაგონრად ქვედა ღილი შეხსნილი დატოვა. რაც შეეხება ჟილეტებს, იქ მართლაც ყველაფერში „დამნაშავე“ მისი ზედმეტი წონა იყო.

 

სერ ამისის აზრით, ჟილეტის ქვედა შეხსნილ ღილს მართლაც ედუარდის ზედმეტ წონას უნდა ვუმადლოდეთ, დანარჩენებმა, უბრალოდ, მას მიჰბაძეს. 
მართალია, თავიდან ამ მოდას მხოლოდ ბრიტანეთის იმპერია მისდევდა, მაგრამ დღეს ყველგანაა გავრცელებული.

 

ამჟამად პიჯაკებს ორი ღილი აქვს, თუმცა სამღილიანი ვარიანტებიც გვხვდება. 
ნებისმიერ შემთხვევაში, ედუარდის ჩვევას დღემდე რესპექტაბელური იმიჯი აქვს. ასე რომ, გაითვალისწინეთ და პიჯაკის ქვედა ღილი შეხსნილი დატოვეთ.

წყარო: samoeinteresnoe.net

ნანახია: 311 | დაამატა: Admin | ტეგები: რატომ არ იკრავენ პიჯაკის ქვედა ღილს | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close