მთავარი » 2017 » ნოემბერი » 4 » რატომ შეიწოვა უზარმაზარი ტბა მიწამ? - მეცნიერთა საგანგაშო დასკვნა
რეკლამა
8:31 AM
რატომ შეიწოვა უზარმაზარი ტბა მიწამ? - მეცნიერთა საგანგაშო დასკვნა

ეს უცნაური მოვლენა 2017 წლის 12 ოქტომბერს, 13 სთ.30 წთ-ზე მოხდა. 20 მეტრის სიღრმის ტბას თითქოს ვიღაცამ ფსკერზე საცობი ამოაძრო და ის რამდენიმე წუთში მთლიანად მიწის ქვეშ აღმოჩნდა. ამჟამად, ტბა დამშრალია და არავინ იცის, წყალი ოდესმე ისევ გამოჩნდება თუ არა.

 

მეცნიერთა დასკვნით, მომხდარის მიზეზი ე.წ. კარსტული ძაბრია (დედამიწის ზედაპირზე არსებული ბუნებრივი ჩაღრმავება ან ორმო, რომელიც კარბონატული ქანების ქიმიური ლღობის შედეგად წარმოიქმნება). ამ მოვლენას ახასიათებს უკუპროცესებიც, როცა წყალქვეშა დინებები ადრე დასახლებულ რაიონებში ახალ წყალსატევებს ქმნიან.  
ეს ამბავი რუსეთში, ვლადიმირის ოლქში მოხდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მსგავსი მოვლენები მხოლოდ რუსეთში არ დაფიქსირებულა. 
კორეის გუანსი-ჩჟუანსკის ავტონომიურ ოლქში მიწაში გაჩენილმა გიგანტურმა ხვრელმა დიდი ტბა და, მასთან ერთად, თევზსაშენი მეურნეობის 25 ტონა თევზი „გადაყლაპა“. 
2012 წელს ორი თვის განმავლობაში ქალაქ იანის ნიადაგში 693 ხვრელი წარმოიქმნა, რომელმაც ათობით მცირე ზომის წყალსატევი გააქრო. 

მეცნიერების აზრით, ბუნების ჭირვეულობის მიზეზი, კარსტული ძაბრების გარდა, სასარგებლო წიაღისეულის ზენორმატიული მოპოვება და დიდი რაოდენობით მიწისქვეშა წყლების ამოღება გახდა. 

სწორედ ქვანახშირის მომპოვებელი საბადოების მომრავლებამ ჰუნანის პროვინციის ნიადაგი შვეიცარიული ყველის ნაჭერს დაამსგავსა. 
2012 წლის თებერვალში ამ რაიონში ნიადაგის ჩავარდნის 700-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. მეცნიერების თქმით, კორეის ჩრდილოეთი ნაწილი თანდათან მიწაში იძირება. ქალაქი ცანცჟოუ, ფაქტობრივად, მიწის ქვეშ აღმოჩნდა. ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში ნიადაგმა, რომელიც ზღვის დონის ზემოთ მდებარეობდა, 2,5 მეტრით ზღვის დონის ქვემოთ დაიწია, რამაც ავტობანებს, რკინიგზის ხაზებსა და საცხოვრებელ სახლებს სერიოზული საფრთხე შეუქმნა. 

ეკოლოგების შეფასებით, მიწისქვეშა წყლების ზენორმატიულმა მოხმარებამ ჩინეთის ჩრდილოეთით 120 მლრდ კუბმეტრს მიაღწია, რამაც ქვეყნის 12 პროვინციის 50 მუნიციპალიტეტს მიწისქვეშა მოქცევის არცთუ სასიამოვნო პერსპექტივა შეუქმნა.

 

 

წყარო: ru.korzonews.info

ნანახია: 742 | დაამატა: Admin | ტეგები: რატომ შეიწოვა უზარმაზარი ტბა მიწამ? | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close