მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 28 » რატომ ვერ უგებენ ქალები და კაცები ერთმანეთს – გენიალური ახსნა
რეკლამა
7:58 AM
რატომ ვერ უგებენ ქალები და კაცები ერთმანეთს – გენიალური ახსნა

ქალები და კაცები სხვადასხვანაირად არიან მოწყობილნი. მამაკაცები უფრო მარტივები არიან, ვიდრე ქალები, რადგან მათი ტვინი ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან, რაც ბევრ გაუგებრობას ქმნის.

კაცების ტვინი მოწყობილობაა, რომელშიც იდეალური წესრიგი სუფევს. ყველაფერი სხვადასხვა ყუთშია ჩალაგებული. სექსი ერთ ყუთში, სპორტი მეორეში, სასახური მესამეში… ყველაფერს თავისი ყუთი აქვს. არის ყუთი ავტომობილებისთვის, ფულისთვის, ისეთი ყუთიც კი არსებობს, სადაც ის სამსახურზე ფიქრებს ინახავს. ბავშვებისთვისაც აქვს ცალკე ყუთი, ქალებისთვისაც. თქვენ წარმოიდგინეთ სადღაც სარდაფში დედის შესახებ ყუთიც კი უგდია.

ისინი ყველაფერს ყუთებში ინახავენ და როცა კონკრეტულ შეკითხვას უსვამთ, იმ კონკრეტულ ყუთს ხსნიან, რომელშიც ამ საკითხის შესახებ მასალები ეგულებათ. თანაც ერთი ოქროს წესი აქვთ –  როცა ერთ ყუთს ხსნიან, მეორე ყუთს ხელი არ უნდა ახლონ. სწორედ ამიტომ ისინი მხოლოდ კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს იძლევიან. კონტექსტის არ ესმით.

ქალებთან ყველაფერი სხვანაირადაა.

ქალის ტვინი ეს არის ერთმანეთზე გადაბმული ფიქრების მავთულის უზარმაზარი გორგალი. ყველაფერი კავშირშია – ფული დაკავშირებულია მანქანასთან, მანქანა სამსახურთან, ბავშვები დედასთან, დედა ბებიასთან, ბებიაც კი ვიღაცაზეა გადაბმული. ამის შედეგად ქალების ფიქრის პროცესი უზარმაზარ მაგისტრალს ჰგავს, რომელზეც ყველაფერს ენერგიის მხოლოდ ერთი ფორმა მართავს – ემოციები. აი, ამიტომ ქალებს, როგორც წესი, ყველაფერი ახსოვთ. მათ შეუძლიათ აიღონ ერთი რომელიმე შემთხვევა, ჩართონ ემოციები და ყველაფერი ამასთან დააკავშირონ.

ქალის შეკითხვა გორგლიდან გამოჩრილი ერთი ბოლოა, რომელსაც უკან ყველა საკითხი აქვს მობმული, კაცი კიდევ ერთ ყუთში იქექება და პასუხს ვერაფრით პოულობს.

გარდა ამისა, მათ ხშირად ავიწყდებათ რომელ ყუთში რა უდევთ, ზოგჯერ საერთოდ მთლიანი ყუთების არსებობა ავიწყდებათ. მათ არ შეუძლიათ ერთდროულად ყველაფერზე დარდი, მაგალითად როცა მანქანა ჰყავთ გაფუჭებული და ამაზე დარდობენ, თქვენ რომ არ ჩანხართ, მაგაზე ვერ იდარდებენ პარალელურად. აი, რაც შეეხება ქალებს, ისინი ან არაფერზე დარდობენ, ან ყველაფერზე ერთდროულად. როცა მანქანა უფუჭდებათ, ახსენდებათ, რომ თქვენ არ გამოჩენილხართ, რომ ბავშვს სკოლაში პრობლემები აქვს და დედა ავადმყოფობს. ისინი ყველაფერს ერთად დასტირიან.

ყველაზე დიდი პრობლემა კი ის არის, რომ კაცებსკიდევ ერთი ყუთი აქვთ, რომლის შესახებ ქალების უმეტესობამ არაფერი იცის. ეს ცარიელი ყუთია. კაცების საყვარელი ყუთი. როგორც კი საშუალება მიეცემათ, მაშინვე მას დასტაცებენ ხოლმე ხელს. რა სჯობს რამდენიმე საათი ცარიელი თავით ყოფნას? აი, რატომ უყვართ თევზაობა.

ხუმრობად გეჩვენებათ ეს ყველაფერი? არაფერიც. ეს თეორია მეცნიერულად დამტკიცებულია. რამდენიმე წლის წინ პენსილვანიის უნივერსიტეტში კვლევები ჩაატარეს და აღმოაჩინეს, რომ მამაკაცებს მართლაც შეუძლიათ გამოირთონ, არაფერზე იფიქრონ და მაინც სუნთქავდნენ. ქალისგან განსხვავებით. ქალებს ასეთი ,,ფუნქციონალი” არ აქვთ.

ქალის ტვინი გამუდმებით მუშაობს და ამიტომ ზოგჯერ ეჩვენებათ რომ აზრიდან გადადიან. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა ხედავენ კაცს, რომელიც არაფერს აკეთებს და არაფერზე ფიქრობს. მეტიც ზოგი ვერ იჯერებს ასეთ სიმარტივეს და გამუდმებით რაღაცას ჰგონია იქ, სადაც უბრალოდ არაფერია.

 

მარკ გუნვორი

ნანახია: 477 | დაამატა: Admin | ტეგები: რატომ ვერ უგებენ ქალები და კაცები ე | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close