მთავარი » 2017 » სექტემბერი » 19 » რაზე მეტყველებს ჭიქის ჭერის მანერა? (ტესტი)
რეკლამა
9:36 PM
რაზე მეტყველებს ჭიქის ჭერის მანერა? (ტესტი)

იმის მიხედვით, თუ როგორ უჭირავს ჭიქა, შეიძლება ადამიანის ხასიათზე ვიმსჯელოთ...

 

ფსიქოლოგებმა დაკვირვების შედეგად რამდენიმე ტიპი გამოყვეს:

1. ფლირტის მოყვარულები – მათ ჭიქა უჭირავთ ელეგანტურად, მოვლილი თითები მოხდენილად აქვთ განლაგებული სასმისზე და დროდადრო ჭიქის ზედაპირს უსმევენ.

 

2. ჭორიკნები – მათ ერთ ხელში ჭიქა უჭირავთ, ხოლო მეორე ხელს საუბრის დროს ჟესტიკულაციისთვის იყენებენ.

3. მხიარულობის მოყვარულნი – ჭიქა ისე უჭირავთ, რომ ხელისგულით სასმისის ზედა ნაწილს ფარავენ. სასმელს დიდი ყლუპებით მიირთმევენ და ამ დროს საუბარს არ წყვეტენ.

 

4. სასმელის მოყვარულნი – მორცხვი, მოკრძალებული ადამიანები არიან. ჭიქა ისე მაგრად უჭირავთ, თითქოს ეშინიათ, ვინმემ არ წაართვათ. მიირთმევენ მცირე დოზებით და ტკბებიან სასმლით.

 

5. ქალი-დედოფლები – ცივები და თავშეკავებულები. ხელში გამოკვეთილად უჭირავთ სასმლიანი ჭიქა. ეს ქალები მხოლოდ თავიანთ საყვარელ თანმხლებს (ჯენტლმენს) სწყალობენ.

 

6. „ფლეი-ბოი“ - აქტიურნი და თავდაჯერებულნი. მიირთმევენ მაღალფეხიანი ჭიქებიდან ან, სულაც, ბოთლიდან.

 

7. „მაჩო“ - გაცნობიერებული აქვთ თავიანთი მომხიბვლელობა. ზოგჯერ გადაჭარბებული წარმოდგენაც აქვთ თავიანთ თავზე. მიირთმევენ ლუდს ან სპირტიან სასმელებს პირდაპირ ბოთლიდან.

 

8. ჩხუბისთავები – უპირატესობას ანიჭებენ დიდი ზომის სასმისს, რომელიც მათთვის იარაღის სიმბოლოს წარმოადგენს. ჭიქა უჭირავთ მტკიცედ თითებით, ზოგჯერ - ორივე ხელითაც.

 

FunTime.Ge

ნანახია: 782 | დაამატა: Admin | ტეგები: რაზე მეტყველებს ჭიქის ჭერის მანერა? | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close