მთავარი » 2017 » სექტემბერი » 7 » რაზე მიანიშნებს თქვენი ხელის ფორმა?
რეკლამა
9:29 PM
რაზე მიანიშნებს თქვენი ხელის ფორმა?

აირჩიეთ სურათზე თქვენი მსგავსი ხელის მტევანი და ნახეთ თქვენი ხასიათის თავისებურებები...   

 

1. კვადრატული ფორმის მტევანი მოკლე თითებით
ადამიანები ასეთი ხელის ფორმით  პრაქტიკულები, საიმედოები და ერთგულები არიან. ისინი კომუნიკაბელურობით გამოირჩევიან და შეუძლიათ, სასარგებლო კონტაქტების დამყარება. ხშირად ისინი კონსერვატიულები არიან, უყვართ ტრადიციები და მათ დიდი სიამოვნებით მისდევენ. ასეთი ხელის ფორმის მქონე ადამიანებს ყველაფრის ორგანიზება და კონტროლი სურთ.
 

 

2. კვადრატული ფორმის მტევანი გრძელი თითებით
ასეთი ფორმის ხელების მქონე ადამიანებს ემოციურობა ახასიათებთ. ისინი განსხვავებული ინტერესების მატარებლები არიან. უყვართ მოგზაურობა, ახალი ნაცნობების შეძენა, ხმაურიანი თავყრილობები. მუდმივად ეძებენ ახალ ემოციებს. ადამიანები აღნიშნული ხელის მტევნით საკმაოდ ეფექტურად ახერხებენ ფულის მართვას და წარმატების მიღწევას.
 

 

3. გრძელი ხელის მტევანი მოკლე თითებით
ასეთ ადამიანებს აქვთ უსასრულო ენერგია, მათ შეუძლიათ, ადვილად მოიფიქრონ ახალი იდეები, აქვთ კარგი ორგანიზების უნარი, ზოგჯერ მიდრეკილება სხვებით მანიპულირებისკენ. ისინი თითქმის ყოველთვის ჩქარობენ, არ აქვს მნიშვნელობა, რას აკეთებენ. ადამიანები გრძელი ხელის მტევნითა და მოკლე თითებით საინტერესო მოსაუბრეები არიან. ისინი კომუნიკაბელურობით ხასიათდებიან და ყველას კეთილგანწყობას იმსახურებენ.
 

 

4. მოგრძო ხელის მტევანი და გრძელი თითები
ასეთი ხელის მქონე ადამიანები რბილი, მგრძნობიარე და დამყოლი ხასიათის არიან. მათ კარგად აქვთ განვითარებული ინტუიცია. მათთვის სულიერი მდგომარეობა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მატერიალური. ისინი ძლიერი სტრესის ქვეშაც კი დინჯად მუშაობენ. ეს მათი ძლიერი მხარეა. ყველაზე მეტად უყვართ საკუთარ სახლში კომფორტულად ყოფნა.

 

წყარო: FunTime.Ge

ნანახია: 785 | დაამატა: Admin | ტეგები: რაზე მიანიშნებს თქვენი ხელის ფორმა? | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close