მთავარი » 2018 » მაისი » 19 » რეალურად რას აღნიშნავს და როგორ წარმოიშვა პოპულარული ჟესტები?!
რეკლამა
5:02 PM
რეალურად რას აღნიშნავს და როგორ წარმოიშვა პოპულარული ჟესტები?!

ჟესტი V (victory)

 

 

ასო V-ს გამოყენება თავისუფლებისა და გამარჯვების სიმბოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს გავრცელდა. თუმცა ის პირველად ინგლის-საფრანგეთის ასწლიანი ომის დროს გაჩნდა. ფრანგები ტყვე ინგლისელ მშვილდოსნებს ორ თითს (საჩვენებელსა და შუა თითს) აჭრიდნენ, რათა მათ მშვილდის მოზიდვა აღარ შეძლებოდათ. ომიდან დაბრუნებული ინგლისელი მეომრები თავიანთ ახლობლებს შორიდან ამ ორ თითს უჩვენებდნენ, რითაც მიახვედრებდნენ, რომ ომიდან მშვიდობით და გამარჯვებით ბრუნდებოდნენ.

 

გამართული შუა თითი

 

 

ეს ჟესტი ჯერ კიდევ ანტიკურ ხანაში გაჩნდა და იმავეს ნიშნავდა, რასაც ახლა - მამაკაცის სასქესო ორგანოს. არაა გამორიცხული, ის ცუდი თვალისგან დასაცავადაც გამოეყენებინათ, რაც, ასევე, ზიზღის გამომწვევი და შეურაცხმყოფელი იყო. ასე რომ, საუკუნეების განმავლობაში ბევრი არაფერი შეცვლილა.

 

ხელის ჩამორთმევა

 

 

ძველი ბერძნები ამით აჩვენებდნენ, რომ ხელში იარაღი არ ეჭირათ, ხელის დაქნევით კი აჩვენებდნენ, რომ არც სახელოში მალავდნენ რასმე.

 

მუშტების მიჭახუნება

 

 

პირველად ასეთი ჟესტი XIX საუკუნის ბოლოს გაჩნდა. მოკრივეებს ხელთათმანების გამო რინგზე ხელის ჩამორთმევა არ შეეძლოთ. ასე გაჩნდა სპორტული, და არამარტო, მისალმების ჟესტი.

 

„რქები“

 

 

როკის მოყვარულთათვის ეს ჟესტი კარგადაა ნაცნობი, მანამდე კი ამ ჟესტით ცუდი თვალისგან დაცვას ლამობდნენ. 1979 წელს რონი ჯეიმს დიო ჯგუფ Black Sabbath-ის ფრონტმენი გახდა. სწორედ ის აჩვენებდა „რქებს“, რომელიც მალე როკერების რიტუალი გახდა. მან ეს ჟესტი თავისი იტალიელი ბებიასგან „ისესხა“, რომელიც ამგვარად თავს ავი თვალისგან იცავდა.

 

სამხედრო სალამი

 

 

ის შუა საუკუნეების საფრანგეთში გაჩენილა. მაშინ მეომრები ზარადიან მუზარადებს ატარებდნენ და ამიტომაც მათი სახეზე ცნობა შეუძლებელი იყო. სახის გამოსაჩენად ხელი მუზარადთან მიჰქონდათ და ზარადს მაღლა სწევდნენ. მეორე ვერსიით, ხელქვეითებს სამხედრო მეთაურებთან შეხვედრისას ქუდი უნდა მოეხადათ. მაგრამ XVIII-XIX საუკუნეებში თავსაბურავები საკმაოდ დიდები იყო და ამის გამო მხოლოდ ხელის ქუდთან მიტანით კმაყოფილდებოდნენ.

 

მაღლა აწეული ცერა თითი

 

 

ეს ჟესტი მოწონების ან დასტურის ნიშნად იხმარება. ის ძველ რომში წარმოიშვა. დამარცხებული გლადიატორის ბედს მაყურებელი ცერა თითით წყვეტდა. ზემოთ აწეული ცერი დამარცხებულს სიცოცხლეს ჩუქნიდა, დაბლა დაწეული კი სიკვდილს უქადდა.

 

FunTime.Ge

ნანახია: 387 | დაამატა: Admin | ტეგები: რეალურად რას აღნიშნავს და როგორ წარ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close