მთავარი » 2017 » სექტემბერი » 18 » რისთვის სჭირდება კატას ულვაში?
რეკლამა
9:32 AM
რისთვის სჭირდება კატას ულვაში?

ბევრს ჰგონია, რომ ულვაში, ანუ ვიბრისები, კატის ბუნებრივი სამკაულია, მაგრამ, სინამდვილეში, მას გაცილებით სერიოზული დანიშნულება აქვს...

 

უამრავი ძუძუმწოვარი ცხოველისთვის ულვაში სასიცოცხლოდ აუცილებელია, რადგან მათ ცხოვრება შეზღუდული ხილვადობის პირობებში: სიბნელეში, მიწის ქვეშ, მღვრიე წყალში და ა.შ. უწევთ.

თანამედროვე ძუძუმწოვრების წინაპრები ულვაშებს ტაქტილურ დეტექტორებად გამოიყენებდნენ. 
მეცნიერების ვარაუდით, ცხოველის ბეწვსა და ულვაშს განსხვავებული ევოლუციური წარმოშობა აქვს. 

კნუტებს ულვაშები დედის მუცელში, ჯერ კიდევ ბეწვის საფარის განვითარებამდე უყალიბდებათ. ულვაშის თითოეული ღერი, როგორც გრძნობის ცალკეული ორგანო, ტვინის გარკვეულ ნაწილს უკავშირდება. კატის ვიბრისები, რომელსაც, სხეულის სხვა ორგანოების მსგავსად, სისხლი მიეწოდება, დაკავშირებულია სახის ნერვთან. მისი მგრძნობელობა იმდენად მაღალია, რომ ჰაერის უმცირეს რხევასაც კი აფიქსირებს. 
კატის ულვაში ჩვეულებრივ ბეწვზე მსხვილია და მისგან განსხვავებით, არასოდეს ცვივა. 

აღსანიშნავია, რომ ვიბრისები კატას თათის ქვედა ნაწილებშიც აქვს, რაც ცხოველს საშუალებას აძლევს, ბრძოლის დროს ზუსტად განსაზღვროს მოწინააღმდეგის ან მსხვერპლის ადგილმდებარეობა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, გადაადგილების სტრატეგია შეიმუშაოს. 

ულვაში კატის მიმიკაშიც მონაწილეობს: ცნობისმოყვარე ან რაღაცით დაინტერესებული კატა ულვაშს წინ გამოწევს, ხოლო შეშინებული - უკან. 

ბევრს აინტერესებს, მოკვდება თუ არა კატა ულვაშის დაკარგვის შედეგად? პასუხია - არა! რამდენიმე თვეში მას ახალი ულვაში გაეზრდება, თუმცა ამ თვეებს საშინელ დისკომფორტში გაატარებს. 

გაუფრთხილებლობის გამო, ზოგჯერ კატა თავად იზიანებს ვიბრისებს. ისეც ხდება, რომ მამალი კატა თავის განსაკუთრებულად ცელქ კნუტებს ულვაშს აკვნეტს, რათა მისი აქტიურობა შეზღუდოს და მოძრაობის არეალი შეუმციროს. 

სხვათა შორის, არსებობს მელოტი კატის ჯიშიც, რომელიც ულვაშის გარეშეც მშვენივრად გრძნობს თავს.

 

FunTim.Ge

ნანახია: 323 | დაამატა: Admin | ტეგები: რისთვის სჭირდება კატას ულვაში? | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close