მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 26 » როგორ აქცია სალვადორ დალიმ ჰოლივუდის სექსსიმბოლო ილუზიურ ოთახად?
რეკლამა
8:23 PM
როგორ აქცია სალვადორ დალიმ ჰოლივუდის სექსსიმბოლო ილუზიურ ოთახად?

თუ დალის ტილოს, რომელსაც გრძელი სახელწოდება აქვს: „მეი უესტის სახე, გამოყენებული სიურრეალისტურ სურათად“, ოდნავ შორიდან შეხედავთ, მასში სკანდალური და ეპატაჟური ჰოლივუდელი ვარსკვლავის ნაკვთებს ამოიცნობთ. ვინ იყო მეი უესტი (mae west) და რატომ გადაწყვიტა დალიმ მისი დახატვა?

 

თავის დროზე, მეი უესტს ჰოლივუდის მთავარ სექსსიმბოლოს უწოდებდნენ. მსახიობის პოპულარობა გარკვეულწილად, იმით იყო განპირობებული, რომ თავის ფილმებში სექსზე ღიად საუბრობდა.

 

 

სკანდალურ და ენამოსწრებულ მსახიობს, რომელიც ხშირად ამბობდა, რომ ამერიკას სექსი ასწავლა, მიაკუთვნებენ შემდეგ გამონათქვამებს: „ჩემი მარცხენა ფეხი შობაა, მარჯვენა - აღდგომა და რატომ არ უნდა შემოიაროთ ჩემთან ამ დღესასწაულებს შორის?“, „შარვალში პისტოლეტი გიდევთ თუ ჩემმა დანახვამ გაგახარათ?“, „როგორი კარგი ვარ. ძალიან კარგი ვარ, მაგრამ ცუდი კიდევ უკეთესი“. მსახიობი ამორალობის ბრალდებით დაპატიმრებულიც გახლდათ, თუმცა პატიმრობამ მხოლოდ უფრო პოპულარული გახადა.

 



მეი უესტის იდეალი დედოფალი ეკატერინე მეორე გახლდათ, რომელსაც სამი ათასამდე საყვარელი ჰყავდა და ოცდაათ მილიონ ადამიანს მართავდა. დაქორწინებული მსახიობი თავადაც არ იკლებდა საყვარლებს და ქმარს ხშირად სხვა მამაკაცების ლოგინებიდან უწევდა მისი გამოთრევა. სავარაუდოდ, სწორედ ამორალური ცხოვრების წესით შეძლო მეი უესტმა სიურრეალისტი მხატვრის ყურადღების მიპყრობა.

 



სურათი „მეი უესტის სახე, გამოყენებული სიურრეალისტურ სურათად“ 1934-1935 წლებში შეიქმნა, თუმცა 40 წლის შემდეგ მხატვარმა მისი ახალი კონცეფცია მოიფიქრა. მხატვრის ჩანაფიქრი არქიტექტორმა ოსკარ ტუსკეტსმა განახორციელა და მეი უესტის სახე კატალონიის ქალაქ ფიგერასში მდებარე დალის სახლ-მუზეუმში ოთახ-ილუზიად იქცა: თვალები - სურათებია, ცხვირი - ბუხარი, ფარდები - მსახიობის კულულები, მსხვილი ტუჩები კი - კაშკაშა ტახტი. 
ოთახის პრეზენტაცია 1974 ლის 28 სექტემბერს გაიმართა. აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ადამიანები ასეთ ტახტს დღემდე უკვეთენ საკუთარი აპარტამენტებისთვის.

 

 

 

წყარო: kulturologia.ru

ნანახია: 295 | დაამატა: Admin | ტეგები: როგორ აქცია სალვადორ დალიმ ჰოლივუდი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close