მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 28 » როგორ ჩავუნერგოთ ადამიანებს ჩვენთვის სასურველი იდეა თავში
რეკლამა
7:55 AM
როგორ ჩავუნერგოთ ადამიანებს ჩვენთვის სასურველი იდეა თავში

ამ მეთოდს სამმაგ სპირალს უწოდებენ და მთელი ფოკუსი მდგომარეობს იმაში, რომ როდესაც რამდენიმე ამბავს ვყვებით, რაღაც გარკვეული კანონზომიერება უნდა დავიცვათ. ვიწყებთ ერთი რომელიმე სიტუაციის აღწერით, რომელიც ან რეალურად იყო ჩვენ ცხოვრებაშიმ ან უბრალოდ მოვიგონეთ. სასურველია თუ საინტერესო დასაწყისი იქნება. შუა გზაში ვწყვეტთ და…

გადავდივართ სხვა ისტორიის მოყოლაზე, რომელიც საერთოდ არაფერ შუაში იქნება წინა ისტორიასთან. მასაც შუა გზაში ვწყვეტთ და…

გადავდივართ მესამე, მთავარ ამბავზე, რომელიც საკვანძო ფრაზას უნდა შეიცავდეს. კონკრეტულ მესიჯს, რომლის ჩანერგვაც გვსურს თანამოსაუბრის გონებაში. ის ბოლომდე უნდა დავასრულოთ.

შემდეგ მეორე ისტორია დავასრულოთ.

და ბოლოს პირველი.

მოკლედ, სამმაგი სპირალის სქემა მარტივია:

1.პირველი ისტორიის დასაწყისი

2. მეორე ისტორიიის დასაწყისი

3. მესამე ისტორია სრულად + მესიჯი

4. მეორე ისტორიის დასასრული

5. პირველი ისტორიის დასასრული.

პირველ და მეორე ისტორიას ადამიანი სრულად აცნობიერებს და იმახსოვრებს, აი, მესამე ისტორიისას კი უკვე ყურადღება იფანტება. მის აღქმას მსმენელი ვერ ახერხებს, რადგან ცნობიერი ფოკუსირებულია წინა ორ ისტორიაზე – როგორ დამთავრდება? მას მესამე ისტორიის დამახსოვრებაზე რესურსი უკვე აღარ ყოფნის, სწორედ ამიტომ მესამე ისტორია, მისი მესიჯითურთ, ანუ იდეით, რომლის ჩანერგვა გვსურს, ცნობიერის ცენზურის გარეშე პირდაპირ ქვეცნობიერში გაიტყორცნება.

ეს საოცრად მუშაობს. შეგიძლიათ საკუთარ თავზეც გამოსცადოთ. ჩაიწერეთ ეს ტექსტი დიქტოფონზე და რამდენიმე კვირის შემდეგ მოისმინეთ. აუცილებლად იგრძნობთ სამმაგი სპირალის მოქმედებას თქვენს ქვეცნობიერზე.

გაითვალისწინეთ – კითხვისას ეს მეთოდი არ მუშაობს.

INCEPTION-Labyrinth-of-mind-christopher-nolan-23143624-879-1219

მაგალითი:

ისტორია N1. ერთხელ ერთი კაფის საზაფხულო ვერანდაზე მეგობარს ველოდი და სიამოვნებით შევექცეოდი ყავას. საოცარი დილა იყო, თბილი და იმედისმომცემი. ხალხის თვალიერება დავიწყე, ზოგს სადღაც მიეჩქარებოდა, ზოგიც ნება-ნება საუზმობდა.. სულ სხვადასხვანაირები იყვნენ, ძალიან საინტერესოები! ვაკვირდებოდი სახეებს, სიარულის მანერას, ჟესტებს, საუბრის, მოძრაობის სტილს… ამან ისე გამიტაცა, ხმაური ოკეანის ხმად მექცა

ისტორია N2. მეგონა სანაპიროზე ვიჯექი. ირგვლივ ადამიანები მოძრაობდნენ, თოლიები ჭყიოდნენ. გამახსენდა, ერთხელ პლაჟზე როგორ მომიახლოვდა 23 წლის ბიჭუნა. იდგა თავისთვის და მიყურებდა. ხელში ბურთი ეჭირა, რომელზეც წარწერა იყო. მხოლოდ ერთი სიტყვა დავინახე: ,,უბრალოდ …”

ისტორია N3. მაშინვე ვიცანი. ზუსტად ამ შრიფტით ეს სიტყვა უზარმაზარ მუხის კარზე მქონდა წაკითხული აუდიტორიაში, სადაც ჩვენ, მომავალ სტუდენტებს გამოცდა გვიტარდებოდა. რთული საგანი იყო, ყველა საშინლად ვღელავდით. ჰოდა, რომელიღაც მზრუნველმა პროფესორმა, ან იქნებ ასპირანტმა ერთი უბრალო ფრაზა ამობეჭდა და კარზე ჩამოკიდა. სკოჩით მიაკრა. ფრაზა სამი სიტყვისგან შედგებოდა: ,,უბრალოდ გააკეთე ეს!” ეს მარტივი ფრაზა ძალიან დამეხმარა გამოცდების ჩაბარებაში.

ისტორია N2. ბიჭი ცოტა ხანს იდგა. მერე ბურთი ისროლა და სიცილით გაეკიდა უკან. მზე ისეთი ალერსიანი იყო, ზღვა თბილი და სასიამოვნო. მინდოდა მთელი ძალით გავქცეულიყავი დამეყვინთა დე მეცურა… მეცურა სანამ მეყოფოდა ძალა. მერე კი ტალღებზე დავწოლილიყავი და მათ რწევაში დამესვენა….

ისტორია N1. ,,კიდევ რამეს ინებებთ?” – მიმტანის მზრუნველმა ხმამ დაბაბრუნა კაფეში. ,,დიახ, თუ შეიძლება გაიმეორეთ”.  ახალგაზრდული სახე ქონდა, ღიმილიანი, ღია და კეთილმოსურნე. აშკარა იყო, მასაც მოსწონდა ეს დილა და ადამიანები, რომლებიც სადღაც მიიჩქაროდნენ საქმეზე…ან ისე, უბრალოდ.

ნანახია: 327 | დაამატა: Admin | ტეგები: როგორ ჩავუნერგოთ ადამიანებს ჩვენთვი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close