მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 6 » როგორ დავიპყროთ საყვარელი ქალი — ნაწყვეტი მიხაილ ველერის ,,გულთამპყრობელიდან”
რეკლამა
9:44 AM
როგორ დავიპყროთ საყვარელი ქალი — ნაწყვეტი მიხაილ ველერის ,,გულთამპყრობელიდან”

1) ყოველთვის აიყვანე თავი ხელში, იფიქრე რას აკეთებ.

2) იყავი განსხვავებული, მასისგან გამორჩეული ძლიერი წარმოსახვით და რაიმე განსაკუთრებული თვისებით.

3) მანიპულირება რომ შესძლო, შეისწავლე მისი ძლიერი და სუსტი მხარეები.

4) ისწავლე ხედავდე საკუთარ თავს და მას მისი თვალებით.

5) ცოტა ეფლირტავე და თავი შეაცოდე.

6) ვიდრე საბოლოოდ შენი არ გახდება, არასოდეს არ აგრძნობინო საკუთარი ძალები შენს გრძნობებზე. დაუტოვე განცდა, რომ მისგან წასვლა ნებისმიერ მომენტში შეგიძლია.

7) იყავი მოწესრიგებული.

8) არ სცადო აიძულო, დაავალდებულო, არ გახდე მასზე დამოკიდებული. ბუნებით ადამიანი თავისუფლებას ელტვის. ნების თავისუფლება, არჩევანის თავისუფლება, საკუთარი ცხოვრების განკარგვის უფლება — თუ ამ ყოველივეს შეუზღუდავ, ის მიგატოვებს, თუნდაც საუკეთესო იყო და მან ეს იცოდეს.

9) უნდა შეგეძლოს სასურველი გარემოსა და სიტუაციის შექმნა.

10) დაელოდე ხელსაყრელ მომენტს და გამოიყენე იგი.

11) არასოდეს არაფერი სთხოვო, თავისი სურვილი უნდა იყოს.

12) არაა საჭირო ბევრი საჩუქრები, არ ხარ ვალდებული მის წინაშე.

13) თუ მოისურვებს რაიმე გააკეთოს შენთვის, არასოდეს თქვა უარი. უყვართ ის, ვისთვისაც რაღაცას აკეთებენ და არა პირიქით, მან ამ ურთიერთობაში უნდა მოახდინოს საკუთარი კარგი მხარეების რეალიზება. მიეცი ამის საშუალება.

14) გახსოვდეს, ძირითადი ბერკეტი თავმოყვარეობაა, ძირითადი საშუალება — ტკივილი და ძირითადი ტაქტიკა — კონტრასტი მოპყრობაში.

15) უნდა ისწავლო ,,არა”- ს თქმა და წასვლა. ამით არაფერი მთავრდება. დღეს მცირეოდენზე თქვი უარი, რომ ხვალ მიიღო მეტი.

16) ეცადე არაფერი მოიგონო და არ მოატყუო, მაგრამ თუ უკვე მოატყუე, არ გასცე საკუთარი თავი, ამას შეიძლება სავალალო შედეგები მოჰყვეს.

17) მიაღწიე ურთიერთობაში ყველაფერს რაც გსურს, მაგრამ არ გაბედო მისი სულის ტრამვირება. შეგიძლია გამოიყენო ყველა საშუალება. არ გაითვალისწინო შეწინააღმდეგება.

18) შეიძინე სექსის კულტურა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელში შეგრჩება უმსგავსობა სიამოვნების ნაცვლად.

19) მიეცი ეჭვიანობის მიზეზები ისე, რომ ისინი ვერ დაამტკიცოს.

20) აიგდე აბუჩად.

21) არ დააჩქარო მოვლენები.

22) ჩაიცვი დახვეწილად, ისაუბრე დახვეწილად, მოუარე გარეგნობას.

23) ბევრჯერ გადაიკითხე სტენდალის ,,წითელი და შავი”, ,,სიყვარულზე”, ლერმონტოვის ,, ჩვენი დროის გმირი” პრუსტის ,, სვანის გზა” ,ჰამსუნის ,,პანი”.

ნანახია: 372 | დაამატა: Admin | ტეგები: გულთამპყრობელიდან”, როგორ დავიპყროთ საყვარელი ქალი — ნა | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close