მთავარი » 2018 » ივლისი » 17 » როგორ გამოვიწეროთ iPhone განვადებით ამერიკიდან?
რეკლამა
6:33 PM
როგორ გამოვიწეროთ iPhone განვადებით ამერიკიდან?

როგორ გამოვიწეროთ iPhone განვადებით ამერიკიდან?

iPhone-ს შეძენისას მომხმარებელთა უმეტესობა ბოლო დროს სულ უფრო და უფრო აქტიურად ირჩევს მის ამერიკიდან გამოწერას, ვინაიდან ეჭქვეშ აღარ დგება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიც ტელეფონის ორიგინალობა და წარმომავლობაა, მითუმეტეს, რომ სერვისი iPhone განვადებით უკვე სრულიად ხელმისაწვდომია.

მიუხედავად ამისა, მაინც გახლავთ რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი რომელიც უნდა გაითვალისწინოთ, თუმცა ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ, იქამდე გავცეთ პასუხი მარტივ კითხვას, როგორ უნდა გამოვიწეროთ iPhone ამერიკიდან?

1. Ebay.com - მეორადი ტელეფონების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მარქეთფლეისი, უამრავი შეთავაზებით და ფასების არჩევნით. შეგიძლიათ დარეგისტრირდეთ, გააკეთოთ ფეიფალის ანგარიში და აარჩიოთ ტელეფონი თქვენი გემოვნებით, თუმცა აღსანიშნავია, რომ თუ არ გსურთ მოტყუებული დარჩეთ, საკმაო გამოცდილება დაგჭირდებათ, რათა სწორად შეარჩიოთ გამყიდველი, ტელეფონის მდგომარეობა, ჩამოსვლის ფასები, უკან დაბრუნების პირობები და ა.შ.

2. Amazon.com - ყველაზე დიდი ონლაინ მაღაზია, ტელეფონების გამოწერის კუთხით დაახლოებით Ebay-ს მსგავსი, თუმცა ოდნავ უფრო ძვირი, გამომდინარე ამაზონის საკომისიოებიდან, რაც გამყიდველებს ფასების დაახლოებით 15%-ით ზრდას აიძულებს ამ კონკრეტული ტიპის პროდუქტებზე. შესაბამისად, იბეისთან შედარებით უფრო ნაკლები შეთავაზებაა წარმოდგენილი და მიუხედავად იმისა, რომ როგორც წესი, ტელეფონების ხარისხი უფრო მაღალია, მაინც მცოდნე და გამოცდილი ადამიანის დახმარება დაგჭირდებათ.

3. Apple.com - ეფლის ოფიციალური საიტიდან გამოწერა ყველაზე უსაფრთხოა, თუმცა აქ მეორადი მოდელები არ იყიდება და კიდევ ერთ პრობლემას შიდა ტრანსპორტირება წარმოადგენს. სამწუხაროდ, Apple მხოლოდ გარკვეულ პერიოდშია ხოლმე თანახმა (სრულიად ალოგიკურად არჩევს წელიწადში რამდენიმე კვირას ან კონკრეტულ დღეებს და ა.შ.) მიიტანოს თქვენს მიერ ნაყიდი ტელეფონი ფორვარდერის მისამართზე (usa2georgia, camex და ა.შ.), სხვა შემთხვევაში უბრალოდ აუქმებს შენაძენს და თანხას გიბრუნებთ, თვლის რა, რომ ასეთ მისამართებზე მიტანა რისკთანაა დაკავშირებული.

4. Mobify.ge - iPhone-ბის ინტერნეტ მაღაზია საქართველოში, რომელიც 2016 წლიდან არსებობს და უკვე უამრავი მომხმარებელი ჰყავს. ვებსაიტი, რომლის სტაფიც გამოცდილების ხარჯზე ახერხებს, რომ ყველაზე დაბალი საბაზრო ფასები წარმოადგინოს iPhone-ს თითქმის ყველა მეორად მოდელზე (iPhone 7 Plus-ის ჩათვლით), თანაც ტელეფონები ჩამოდის თითქმის ახალ მდგომარეობაში, მოყვება ყუთი, რასაც სხვა მაღაზიები საქართველოში ვერ გვთავაზობენ და აქვს 6 თვიანი გარანტია, ცხადია, მუშაობს ყველა ქართულ GSM ოპერატორზე და შეძენა როგორც პირდაპირ, საბარათე გადახდით ისე ონლაინ საბანკო განვადებითაცაა შესაძლებელი, სახლიდან გაუსვლელად.

რა უნდა გავითვალისწინოთ მეორადი iPhone-ს შეძენის დროს?

  1. თუ ტელეფოს ონლაინ განვადებით ყიდულობთ მაშინ კარგად გადაამოწმეთ პირობები, რა შემთხვევაში ხდება მისი გაუქმება, როდის მიიღებთ ტელეფონს და ა.შ. ასევე, რამდენად დიდია საბანკო გაძვირება, როგორც წესი ის 6 თვემდე 6%-ს, ხოლო 2 წელზე 22%-ს არ უნდა აღემატებოდეს.
  2. ეცადეთ განვადება იმ ბანკში გააკეთოთ, რომელშიც ხელფასი ან სხვა შემოსავალი გერიცხებათ. ასე დამტკიცების შანსები მნიშვნელოვნად იზრდება
  3. იკითხეთ როგორ მდგომარეობაშია ტელეფონი, აქვს თუ არა გარანტია და როგორია საგარანტიო ვადები და პირობები
  4. რა ღირს. თუ ის ძალიან იაფია, სავარაუდოდ რამდენჯერმე შეკეთებულია ან რაიმე ტიპის დაზიანება აქვს, რომელიც ერთი შეხედვით არ ჩანს, მაგრამ მალე შეგაწუხებთ.
  5. არ მოტყუვდეთ "0%-იანი განვადების" აქციებით, როგორც წესი ონლაინ და ოფლაინ მაღაზიები უბრალოდ საბანკო პროცენტს საკომისიოთი ცვლიან და მოხმარებელს ის მაინც უძვირდება. შეგიძლიათ გადაამოწმოთ ნებისმიერი ასეთი "ბლეფ" შეთავაზების პირობები.
  6. რამდენად სანდო და დიდი ხნის ისტორიის მქონეა მაღაზია სადაც თქვენს მიერ შერჩეულ ტელეფონს ყიდულობთ, როგორი შეფასებები აქვს სოციალურ ქსელებში, ფორუმებზე, პირად საუბრებში და ა.შ.
  7. როგორი სტატუსით იყიდება აიფონი, ახალია, გახსნილი და შეკეთებულია თუ საჩვენებელი მოდელია, რომელიც მაღაზიაშია ხოლმე დახლზე წარმოდგენილი. მოითხოვეთ ამის, ასევე ჩამოტანის და განბაჟების ოფიციალური დოკუმენტაცია.

 

წარმატებულ შოპინგს გისურვებთ ^_^

ნანახია: 289 | დაამატა: Admin | ტეგები: rogor gamoviwerot aifoni amerikida, როგორ გამოვიწეროთ iPhone განვადებით, iphone axlebi da meoradebi, iPhone, amerikidan | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close