მთავარი » 2018 » მარტი » 10 » როგორ გავიგოთ ადამიანის ხასიათი მისი სიარულის მანერის მიხედვით
რეკლამა
8:58 AM
როგორ გავიგოთ ადამიანის ხასიათი მისი სიარულის მანერის მიხედვით

ადამიანის სიარულის მანერაზე დაკვირვებისას მის შესახებ ბევრი რამის გაგება შეიძლება. გახსოვდეთ, არასოდეს გამოიტანოთ ნაადრევი დასკვნები, რადგან შეიძლება სიარულის მანერა იყოს დამოკიდებული ადამიანის ჯანმრთელობაზე ან სხვა ფაქტორებზე. 

წაკითხეთ ინსტრუქციები და დააკვირდით - თქვენს ნაცნობებზე გაამართლებს თუ არა ეს, მხოლოდ ამის შემდეგ გადადით უცნობ ადამიანებზე, ვინც დაგაინტერესებთ და მათ მიმართ გამოიყენეთ თქვენი ცოდნა.

1 . შეაფასეთ თუ რამდენად სწრაფად დადის ადამიანი. ჩქარი ნაბიჯით გამოირჩევიან წარმატებული ადამიანები, რომლებმაც იციან, როგორ მოიქცნენ
...და გადაწყვეტილებას სწრაფად იღებენ. ნელა დადიან რომანტიკოსები, მეოცნებეები, რომლებიც ცხოვრობენ საკუთარი სამყაროთი და იმდენად არიან ჩაფლულები საკუთარ თავში, რომ იშვითად აანალიზებენ თუ რა ხდება მის გარეთ, რეალურ ცხოვრებაში. 
თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ადამიანი, იმ მომენტში როცა თქვენ ნახეთ, შეიძლება მიდიოდეს ჩქარა იმიტომ, რომ ეჩარება, ან სულაც დაღლილია და ნელა მიდის.

2 .დააკვირდით სიარულისას ადამიანს უდევს თუ არა ხელი ჯიბეში. თუ სიარულისას ჯიბეში აქვს ხელი, ეს იმის მანიშნებელია, რომ ეს ადამიანი ძალიან მკაცრია, აქვს განვითარებული კრიტიკული აზროვნება, არის ძალიან მომთხოვნი გარშემომყოფებთან და ყოველთვის მიისწრაფის ლიდერობისკენ.
თუმცა გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება უბრალოდ ციოდეს და ადამიანს ამის გამო ედოს ჯიბეში ხელი.

3 . ნერვული, მოძრავი სიარულის მანერით გამოირჩევიან ენერგიული ადამიანები,ექსტრავერტები, რომლებსაც ვერანაირი წარუმატებლობა ვერ შეაფერხებს დასახული მიზნის მისაღწევად. თუ ასეთ ადამიანს მოუწევს შეჩერება და შეყოვნება სადმე, ის ადგილზე იმდენად მოძრავია, მაშინვე შეამჩნევთ, თუ როგორ ანაცვლებს ფეხებს ერთმანეთს, ერთი სული აქვს გზის გასაგრძლებელად. ასეთ ადამიანებს, როგორც წესი, გრძელი ფეხები და ზურგი აქვთ.

4 .მიაქციეთ ყურადღება აფრატუნებს თუ არა ადამაინი ფეხებს. ასეთი სიარულის მანერა გამოარჩევს პესიმისტებს. გარდა ამისა ადამიანი შეიძლება იყოს მორალურად სუსტი. ასეთ ადამიანს არ შეუძლია გადალახოს სერიოზული დაბრკოლებები. ნებისმიერმა წინააღმდეგობამ შეიძლება მას სერიოზული ზიანი მიაყენოს. 
დასკვნის გაკეთებას ამ შემთხვევაშიც ნუ იჩქარებთ, იმიტომ, რომ ასეთი სიარულის მანერა დამახასიათებელია მოხუცებისათვის, აგრეთვე ახასიათებს ზოგიერთ დაავადებასაც.

5 . დააკვირდით, როგორი ძალით იქნევს ადამიანი ხელს სიარულისას. განიერი მოძრაობები ხელით დამახასითებელია ადამიანებისთვის, რომლებიც არიან გახსნილები, მიმნდობები, ხანდახან - ძალიან გულუბყვრილოებიც კი, მათ აქვთ იშვითი ნიჭი, გაანდონ საკუთარი საიდუმლოებები პირველივე შემხვედრ უცნობებს. 
ჩაკეტილი ადამიანები საერთოდ არ ამოძრავებენ ხელებს სირულისას.

ნანახია: 289 | დაამატა: Admin | ტეგები: როგორ გავიგოთ ადამიანის ხასიათი მის | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close