მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 1 » როგორ გავიგოთ ხელის ჩაჭიდების მიხედვით ვუყვარვართ თუ არა ჩვენს პარტნიორს (9 ფოტო)
რეკლამა
10:12 AM
როგორ გავიგოთ ხელის ჩაჭიდების მიხედვით ვუყვარვართ თუ არა ჩვენს პარტნიორს (9 ფოტო)

ორი ადამიანის ურთიერთობაში ნებისმიერი დეტალი მნიშვნელოვანია. ხელების ჩაჭიდვა ბევრს ნიშნავს, ხოლო, თუ როგორ - ეს გრძნობების შესახებ ბევრ რამეზე მეტყველებს. 

1. დაბლა ჩამოშვებული მტევნები
ის, ვისი მტევანიც დაბლა არის მიმართული, ურთიერთობაში მთავარია. გამოხატავს პარტნიორის დაცვის სურვილს, უმეტესად მამაკაცების დამახასიათებელია. 








2. გადაბმული თითები
წყვილი, რომელიც თითებგადაბმული სჭიდებს ერთმანეთს ხელს, ღრმა კავშირს გამოხატავს ერთმანეთის მიმართ. მათ არამხოლოდ ფიზიკური მიმზიდველობა ხიბლავთ - ურთიერთობა სხვა, გაცილებით მაღალ ფაზაში არის გადასული. 








3. ერთს მეორის თითები უჭირავს
თუ პარტნიორს არა მთლიანი ხელი, არამედ რამდენიმე თითი უჭირავს, ეს რაღაცას ნიშნავს. ორივე დამოუკიდებელი და მამაცი ხართ, საკუთარი ინტერესები გაგაჩნიათ. გიყვართ საკუთარ თავთან მარტო დარჩენა, მაგრამ საბოლოოდ მაინც ერთად დარჩებით, რადგან თქვენი ურთიერთობა მყარია.







5. კისერზე ხელშემოხვეული ჩაჭიდება
თუ პარტნიორი ასე გეხვევათ, მას სურს, თავი დაცულად გაგრძნობინოთ, ამაყობს თქვენთან ურთიერთობით და მუდამ თქვენს გვერდით იქნება ძნელბედობის ჟამს. 







6. პასიური შეხება
ერთმანეთის ხელები  რბილად გიჭირავთ, არ გსურთ, საკუთარი თავის მოხვევა. თითოეულს დაწესებული კანონი და საზღვარი გააჩნია. ამ გზით სინაზეს მატებთ ურთიერთობას, ამასთან, არ გსურთ გრძნობების სახალხოდ დემონსტრირება. 







7. ის ჩემია!
ხელის ჩაჭიდების ყველაზე გავრცელებული ხერხი, ხშირად გვხვდება ქორწილის ფოტოებზე. შეყვარებულები ასე გამოხატავენ ურთიერთობის სასიცოცხლო ენერგიას, ერთმანეთის დაცვის სურვილს, ურთიერთპატივისცემასა და ნდობას. 








8. მოშვებულად გადაბმული თითები
ასე გამოხატავთ თავდაჯერებულობას. ერთმანეთს სრულებით ენდობით, ურთიერთჴბამ კი ემოციურ სტაბილურობას მიაღწია. ზუსტად იცით, რას უნდა ელოდოთ პარტნიორისგან. 





9. მაჯის დაჭერა
ერთი შეხედვით, შესაძლოა ეს ხერხი აგრესიულად მოგვეჩვენოს, მაგრამ ეს ასე არ არის. ამ გზით პარტნიორი ვნებასა და თქვენთან ყოფნის ძლიერ სურვილს გამოხატავს. 

ნანახია: 2553 | დაამატა: Admin | ტეგები: როგორ გავიგოთ ხელის ჩაჭიდების მიხედ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close