მთავარი » 2017 » სექტემბერი » 14 » როგორ გავიგოთ, რომ ლუდი ჭუჭყიან კათხაში დაგვისხეს? (ვიდეო)
რეკლამა
9:36 PM
როგორ გავიგოთ, რომ ლუდი ჭუჭყიან კათხაში დაგვისხეს? (ვიდეო)

არასდროს გვაქვს 100%-იანი გარანტია, რომ ბარმენმა ლუდი ნახმარ ან უგერგილოდ გარეცხილ კათხაში არ დაგვისხა. არადა, ჰიგიენის გარდა, ლუდის ნარჩენი ახლად დასხმულ სასმელს აფუჭებს. გამოცდილ სომელიეებს ამაში ეჭვი არ ეპარებათ. 

 

სწორედ ლუდის სომელიეები დაგვეხმარებიან და გვასწავლიან, როგორ განვსაზღვროთ თვალით კათხის სისუფთავე.

 

მაშ ასე, თუკი დასხმული ლუდის ბუშტუკები კათხის კედლებს ეწებება, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ კათხა სუფთა არ არის.

 

გაურეცხავ კათხაში ლუდის ქაფი, როგორც წესი, სწრაფად ჯდება. ამას გარდა, ქაფი კათხის კედლებზე არ რჩება. ამგვარი ნიშნების შემდეგ თამამად შეგიძლიათ, ბარმენს პრეტენზიები წაუყენოთ.

 

ვიდეოში ნახავთ იმ მთავარ პრინციპებს, რომლებიც ლუდის ყველა გურმანისთვის ცნობილია ან უნდა იყოს ცნობილი):
კათხა გამოყენებისთანავე უნდა გაირეცხოს.
ლუდის კათხის გასარეცხად არ უნდა გამოიყენოთ იგივე ღრუბელი, ტილო და სახეხები, რომელსაც სხვა ჭურჭლის გასარეცხად იყენებთ.
კათხა გადმოტრიალებული უნდა გააშროთ და თანაც ისეთ ადგილას, სადაც სუფთა ჰაერი ტრიალებს.
გარეცხილი კათხა შიგნით არ უნდა გაამშრალოთ, რათა ქსოვილის ნარჩენები არ დარჩეს - გაამშრალეთ მხოლოდ გარედან.

 

მნიშვნელოვანია, დაიმახსოვროთ: სანამ ლუდს დაასხამთ, კათხაში ცივი წყალი გამოავლეთ. ამით ჩამორეცხავთ წვრილ ნაწილაკებს, გააციებთ კათხას და დარწმუნდებით, რომ კათხაში სარეცხი საშუალების კვალიც კი არ დარჩა.

წყარო: maximonline.ru

ნანახია: 272 | დაამატა: Admin | ტეგები: როგორ გავიგოთ, რომ ლუდი ჭუჭყიან კათხაში დაგვისხეს? | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close