მთავარი » 2017 » სექტემბერი » 6 » როგორ კითხულობთ წიგნს? (სახალისო ტესტი)
რეკლამა
1:22 PM
როგორ კითხულობთ წიგნს? (სახალისო ტესტი)

ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ, იმის მიხედვით, რა პოზაში კითხულობს წიგნს, ადამიანის ხასიათის თავისებურებების დადგენა მარტივად შეიძლება.  

 

თუკი კითხვისას წიგნი ხელებით გიჭირავ
ყოველდღიურ ცხოვრებაში ცივი, გულგრილი და აუღელვებელი ხართ. შეგიძლიათ, ყველგან და ყოველთვის აკონტროლოთ და მართოთ თქვენი ემოციები. „რკინის ნიღბის“ მიღმა იფარება თქვენი მისწრაფება – წინასწარ დაიცვათ თავი გარშემომყოფთა ზედმეტი ყურადღებისგან. ეს კი ნამდვილად ზედმეტია. ცოტა მოეშვით, განიტვირთეთ, მიიხედ-მოიხედეთ და დარწმუნდებით, რომ ცხოვრება მშვენიერია.

 

თუკი კითხვის დროს თავი ხელზე გაქვ დაყრდნობილი
სიმშვიდისა და შინაგანი ჰარმონიის იშვიათი უნარით ხართ დაჯილდოებული. ძნელად თუ აგაღელვებთ რამე. თქვენს ახლობლებს დიდი ძალისხმევა სჭირდებათ, რათა თქვენში ენთუზიაზმის ნაპერწკალი გააღვივონ. ერთნაირი ხართ ყველგან – სახლში, სამსახურში, მეგობრებთან. მუდმივი სიმშვიდე – ნირვანა – ეს, რა თქმა უნდა, შესანიშნავი რამაა, მაგრამ ცოტაოდენი ცეცხლიც და… ნამდვილად არ ინანებთ.

 

თუკი კითხვის დროს ხელები მუხლებზე გიწყვია
ემოციათა ზღვა – ეს თქვენი სტიქიაა. თუმცა, ამით კმაყოფილი ნამდვილად არ ხართ. მუდმივად გეშინიათ, რომ თავს ვერ გააკონტროლებთ და ისეთ რამეს ჩაიდენთ, რაც თქვენს გულსა და გონებას ეწინააღმდეგება. რატომ აკრიტიკებთ გამუდმებით თავს? ხანდახან მართლაც შეიძლება „აფრების აშვება“.

 

თუკი წამოწოლილი კითხულობ
ბავშვური გულუბრყვილობა თვენი მომხიბვლელობის მთავარი საიდუმლოა. ყოველთვის გაინტერესებთ, რა ხდება თქვენს ირგვლივ. ხშირად გადასახლდებით ხოლმე იმ წიგნის სამყაროში, რომელსაც კითხულობთ. ეს ნამდვილად კარგად გამოგდით. ხშირად წაკითხულის მიხედვით ცხოვრობთ. უნდა დაიმახსოვროთ, რომ ზომიერების გრძნობა საუკეთესო რამაა. წიგნიერი გამონაგონი რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის არ გამოგადგება. გაფრთხილდით: ცაში აფრენილი, მოულოდნელად მიწაზე არ დაენარცხოთ.

 

თუკი კითხვის დროს ფეხები სკამზე გაქვთ შემოწყობილი
წიგნის კითხვის თქვენეულ მანერაში არის რაღაც არისტოკრატიული. თითქოს თქვენი სურვილით კი არ კითხულობთ, წიგნები თვითონ „გთხოვენ“ წაკითხვას და თქვენც, მათ დროსა და ყურადღებას იძულებით უთმობთ. რა საჭიროა ასეთი ქედმაღლობა? წიგნებში ბევრ ისეთ რამეს იპოვით, რაზეც დაფიქრება ნამდვილად ღირს.

 

თუკი სახეზე ხელებშემოჭდობილი კითხულობ
მგრძნობიარე, ნერვიული და მერყევი პიროვნება ხართ. დაძაბული კითხულობთ და ცდილობთ, სწორად გაიგოთ და ჩასწვდეთ წაკითხულს, დაიმახსოვროთ იგი. იმიტომ ხომ არ შემოიჭდეთ სახეზე ხელები, რომ სულ პაწაწინა საინტერესო აზრიც კი არ გაგისხლტეთ? ასე ძნელია თქვენთვის ერთ საგანზე კონცენტრირება? მერე რა?! თქვენნაირი ამქვეყნად ბევრია. სჯობს დამშვიდდეთ, მოეშვათ, ნუ მოითხოვთ საკუთარი თავისგან ბევრს და დანარჩენი თავად მოგვარდება.

 

წყარო: FunTime.Ge

ნანახია: 377 | დაამატა: Admin | ტეგები: როგორ კითხულობთ წიგნს? (სახალისო ტე | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close