მთავარი » 2018 » ნოემბერი » 3 » როგორ ვაქციოთ ბინა Smart სახლად iPhone-ის მეშვეობით
რეკლამა
10:43 AM
როგორ ვაქციოთ ბინა Smart სახლად iPhone-ის მეშვეობით

ე.წ ჭკვიანი სახლები ბოლო დროის ნამდვილი საერთაშორისო ჰიტია, განსაკუთრებით ამერიკაში. სამშენებლო კომპანიების უმეტესობა მომხმარებლებს სახლის ავტომატური კონტროლის საშუალებებს სთავაზობს მშენებლობისთანავე, ხოლო ზოგიერთი მათგანი ამ ფუნქციონალის ჩაშენებას უკვე დასრულებულ სახლებშიც ახერხებენ.

შესაბამისად, ამ თრენდს ფეხს უწყობენ მობილური ტელეფონების მწარმოებელი მსოფლიო გიგანტები, მაგალითად iPhone და მისი აპლიკაციების დეველოპერები.

მოკლედ მიმოვიხილოთ, რა არის საჭირო უმარტივესი სმარტ ფუნქციების გამოსაყენებლად თქვენს ბინაში:

1. iPhone (ახალი ან უკვე გამოყენებული) - ცნობისთვის, შეგიძლიათ მეორადი აიფონები mobify.ge-ზე გამოიწეროთ ამერიკიდან.

2. სასურველია მოდელი iPhone 6s ან უფრო მაღალი იყოს. 5s-ის შემთხვევაში ზოგიერთი აპლიკაციის ფუნქციონალი შეზღუდულია.

3. აპლიკაცია, მაგალითად Insteon Hub, რომელიც უფასოდ ვრცელდება App Store-ზე. თავდაპირველად ის მხოლოდ ამერიკული აიპებისთვის გახლდათ ხელმისაწვდომი, ახლა კი მთელ მსოფლიოში შეგიძლიათ ისარგებლოთ.

4. რამდენიმე ტექნიკური დეტალი, კერძოდ ე.წ ჰაბი და მოდული. ამათგან პირველი ნებისმიერ ადგილას ყენდება, სრული კონტროლისთვის, ხოლო მოდულები ყველა იმ ელექტრო ნივთთან, რომლის კონტროლი გსურთ, მაგალითად შტეფსელებთან და ა.შ. (ან შეგიძლიათ დააყენოთ ერთი ცალი და ის ამ ხაზში ჩართულ ყველა გაყვანილობას მოემსახურება)

5. ხელოსანი - რომელიც ამ ყველაფერს მაქსიმალურად იაფად, ქართულ რეალობაში მასალის და iPhone-სთან ინტეგრირების ჩათვლით დაახლოებით 300 ლარად გაგიკეთებთ.

6. დატესტვა, რამდენად კარგად მუშაობს აიფონის აპლიკაცია, ხომ არ აქვს ხარვეზები ახალ ელექტრო მოწყობილობებს და სულ ეს არის, შეგიძლიათ მშვიდად გახვიდეთ სახლიდან და ხელის მარტივი მოძრაობით გამორთოთ დენი ან კონკრეტული ნათურა თქვენს სახლში.

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიძიოთ ინტერნეტშიც. უფრო მსხვილი მასშტაბის ავტომატიზირებისთვის, როგორიცაა თაიმერები, როდის ჩაირთოს და როდის გამოირთოს და სხვადასხვა რეჟიმის გამოყენების შესაძლებლობი კი გირჩევთ, გამოცდილ სპეციალისტებს მიმართოთ.

ნანახია: 63 | დაამატა: Admin | ტეგები: როგორ ვაქციოთ ბინა Smart სახლად iPh | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close