მთავარი » 2018 » აპრილი » 3 » როგორ ვიშოვოთ 44 000 ევრო ერთი ცარიელი ბოთლით
რეკლამა
4:57 PM
როგორ ვიშოვოთ 44 000 ევრო ერთი ცარიელი ბოთლით

მოხერხებულმა გერმანელმა ისეთი აფერა დაატრიალა, პოლიციაც კი გაოგნებული დატოვა...

 

გერმანიის ერთ-ერთ ქალაქში მამაკაცმა ერთი და იმავე ცარიელი ბოთლის ჩაბარებით 44 000 ევრო იშოვა. 
თაღლითმა თავის მაღაზიაში მდგარი ბოთლების მიმღები აპარატის მოდიფიცირება შეძლო. მან აპარატი მაგნიტის მაჩვენებლითა და სპეციალური ხის მოწყობილობით აღჭურვა, რომ პლასტმასის ბოთლის დაჭრის საშუალება არ მიეცა და ერთი და იგივე ბოთლით ცენტების შეგროვებას შეუდგა.

 

44 000 ევროს მისაღებად, მოხერხებულ გერმანელს ბოთლის აპარატში მოთავსება და ღილაკზე თითის დაჭერა 177 000-ჯერ მოუწია. კომპანიამ, რომელიც მაღაზიებში ასეთ აპარატებს ამონტაჟებს, აფერა ვერ შენიშნა და თაღლითს თანხა სრულად გადაუხადა. პოლიცია მომხდარით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც უცნობი ადამიანისგან ტელეფონით ანონიმური ინფორმაცია მიიღო. 
მოსამართლემ, რომელიც ამ საქმეს იხილავდა, ივარაუდა, რომ თანხის მისაღებად, თაღლითს ბოთლების ჩამბარებელ აპარატთან დღეების მანძილზე მოუწევდა ჯდომა და ერთი და იმავე მანიპულაციის მონოტონურად შესრულება. განსასჯელმა კი უპასუხა, რომ მოწყენილობას რადიოს მოსმენით იქარვებდა. საბოლოდ, მოხერხებულ გერმანელს 10-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

 

FunTime.Ge

ნანახია: 504 | დაამატა: Admin | ტეგები: როგორ ვიშოვოთ 44 000 ევრო ერთი ცარი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close