მთავარი » 2017 » სექტემბერი » 16 » როგორი გაბრაზება იცით?
რეკლამა
9:04 AM
როგორი გაბრაზება იცით?

აირჩიეთ ამ ოთხი ნახატიდან ერთ-ერთი...

 

თუ 1-ლი აირჩიეთ...
ბუნებით მხიარული ადამიანი ხართ. მდგომარეობიდან ადვილად გამოდიხართ, თუმცა წყენა და გაბრაზება ადვილად გავიწყდებათ. არ გიყვართ ჩხუბში ჩაბმა. თავის მოთოკვას მარტივად ახერხებთ და იუმორით უდგებით კონფლიქტებს.
 

 

თუ მე-2 აირჩიეთ...
ფეთქებადი ხასიათი გაქვთ. ძნელად მიდიხართ იმ დასკვნამდე, რომ შინაგანი სიმშვიდის შენარჩუნება დამოკიდებულია თქვენ მიერ სიტუაციის ობიექტურ აღქმაზე. ადვილად გწყინთ, თუ თქვენ მიმართ მცირედ უპატივცემულობას ან უყურადღებობას გამოიჩენენ. თქვენი იმპულსური ხასიათი თქვენვე გაზარალებთ.

 


თუ მე-3 აირჩიეთ...
დინჯი და მშვიდი ადამიანი ხართ. წუწუნი არ გახასიათებთ. დიდი მოთმინების უნარი გაგაჩნიათ, თუმცა ამით თქვენი სიცოცხლისუნარიანობა ქვეითდება. თქვენი მოთმინებიდან გამოყვანა ადვილი არ არის, თუმცა კონფლიქტები გაშინებთ და მტკივნეულად განიცდით.
 

 

თუ მე-4 აირჩიეთ...
უარყოფითი ემოციები თქვენზე პირდაპირ აისახება. გახასიათებთ მაღალი და ხანგრძლივი აგზნებადობა. შეიძლება რთულ სიტუაციაში თვითკონტროლი დაკარგოთ. თუ განრისხდით, ძალიან საშიში ხდებით და ძნელად მშვიდდებით. მოსალოდნელია, ისტერიკა განგივითარდეთ. თავშეუკავებელი მოსაუბრე ხართ.

 

FunTime.Ge

ნანახია: 494 | დაამატა: Admin | ტეგები: როგორი გაბრაზება იცით? | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close