მთავარი » 2018 » ივნისი » 20 » როგორი იქნება ივნისი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის
რეკლამა
11:21 AM
როგორი იქნება ივნისი თქვენი ზოდიაქოს ნიშნისთვის

გაიგეთ, რა დამთავრდება და რა დაიწყება თქვენს ცხოვრებაში ზაფხულის პირველ თვეს!

 

ვერძი

თქვენი თავდაუჯერებლობისა და შფოთვის მიზეზს დაასრულებთ. მოემზადეთ დიდი წარმატებისა და, ასევე, მუყაითი შრომისთვის. ამ დროს საკუთარი შემართება და პატიოსნება უნდა აჩვენოთ. თუკი რაიმე წინააღმდეგობის დასახვედრად სიმამაცე გყოფნით, ინიციატივასაც ნუ დაიშურებთ, გააგრძელეთ ბრძოლა, ვინაიდან რაც მეტია ზეწოლა, მით უფრო ტკბილი იქნება გამარჯვების სიხარული.

 

კურო

სულ ახლახან საიმედოობისა და ერთგულების საკუთარი კონცეფციის მიმდევარი იყავით. დადგა დრო და აზროვნების წესი უნდა შეიცვალოთ, თუნდაც მხოლოდ ამ ზაფხულისთვის მაინც. შეეცადეთ, ახალი წესები „აღმოაჩინოთ“ და მათი რეალიზება მოახდინოთ. არ იქნებოდა ცუდი წესების დარღვევა და საკუთარი შეგნების საწინააღმდეგოდ რაიმე ახლის ჩადენა!

 

ტყუპები

ამ თვეში ტყუპებს დიდი სიურპრიზი ელით. მზად იყავით დიდი პროფესიული წარმატებისთვის. უნდა გამოიჩინოთ ინიციატივა და მთელი ძალებით იბრძოლოთ, რათა საკუთარი უპირატესობა დაამტკიცოთ, შედეგად თანამდებობრივი წინსვლა გექნებათ.

 

კირჩხიბი

ეს თვე სხვა თვეებთან შედარებით მძიმე იქნება. ის გამოყოფს თქვენი ცხოვრების ერთ კონკრეტულ ნაწილს, რომელზეც ყურადღება უნდა გაამახვილოთ - რაღაც აღარ გემსახურებათ და ის უნდა მოიშოროთ. ეს შეიძლება იყოს ურთიერთობა, მიზნები ანდა სამუშაო. გაითავისუფლეთ თავი ამ ტვირთისგან და გონება და გული ახალ წამოწყებებს დაუთმეთ!

 

ლომი

ივნისის განმავლობაში დიდ სიყვარულს იგრძნობთ, მაგრამ ეს ის არ იქნება, რასაც ელოდით. საუბარი რომანტიკულ სიყვარულს არ ეხება, ეს მეგობრული გრძნობაა!

 

ქალწული

თვის უმეტესი ნაწილის გატარებას ცხოვრებაზე ფიქრში აპირებდით. ეს სარგებლობას მოგიტანთ, ვინაიდან უკეთ გაარკვევთ, რის მიღწევას აპირებთ ცხოვრებაში. დადგა დრო, რათა პრიორიტეტებს გადახედოთ და შეარჩიოთ ის, რაც ცხოვრებაში წინ წაგწევთ.

 

სასწორი

ბოლო თვეები საკუთარი ცხოვრების შეცნობასა და მიზნების დასახვას მოანდომეთ. ამ დიდი სურათის შესწავლამ ბევრი ძნელი კითხვა წარმოშვა, რომლებზეც პასუხი არ გაქვთ. უსმინეთ საკუთარ გულს და პასუხებს აუცილებლად იპოვით. უბრალოდ, გახსოვდეთ, რომ ეს ერთბაშად არ მოხდება.

 

მორიელი

მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული ნაბიჯი უნდა გადადგათ, შესაძლოა, ახალი სამუშაოს მოძებნის დრო დადგა. ენდეთ საკუთარ თავს და უსმინეთ საკუთარ გულს და როცა დრო დადგება, ნუ გაექცევით სიძნელეებს. თუკი მართლაც გჯერათ, რომ რაიმეს მიღწევის უნარი გაქვთ, მაშინ ნებისმიერი წამოწყებისთვის მზად ყოფილხართ.

 

მშვილდოსანი

საინტერესო და მხიარული ადამიანი ხართ, მაგრამ ზედმეტი მხიარულება ცხოვრების მთავარ მიზანს გაცილებთ. ღრუბლებში დაფრინავთ, დაეშვით და რეალური შესაძლებლობები შეაფასეთ. ისინი ჭეშმარიტ პროგრესამდე მიგიყვანენ.

 

თხის რქა

ეს თხის რქების თვეა! თქვენ თავს განსაკუთრებულად იგრძნობთ. უზღვავი დადებითი ენერგია გექნებათ და ამ ენერგიის გამოყენების შესაძლებლობაც გამოგიჩნდებათ. ის თქვენი სანუკვარი ოცნებების მატერიალიზაციას შეუწყობს ხელს.

 

მერწყული

ცხოვრებაში რაღაც დანაკარგი გქონდათ და ეს რაღაც სიყვარულია. სიყვარულის ენერგია - აი, რა გესაჭიროებათ. ის სწორ გეზს მოგცემთ და საინიციატივო ძალასაც შეგმატებთ. ერთადერთი შეცდომა, რაც შეიძლება დაუშვათ, ეს საკუთარ თავში ჩაკეტვა და შესაძლებლობების გამოუყენებლობაა.

 

თევზები

ამ თვეში განვითარების შემაფერხებელ პრობლემებში გარკვევა მოგიწევთ. როგორც კი ყველა კითხვაზე პასუხს მიიღებთ, მაშინვე ცხოვრებით ტკბობას დაიწყებთ.

 

წყარო

ნანახია: 277 | დაამატა: Admin | ტეგები: როგორი იქნება ივნისი თქვენი ზოდიაქო | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close