მთავარი » 2017 » სექტემბერი » 30 » როგორია თქვენი ოცნების სახლი? აირჩიეთ და გაიგეთ თქვენი ხასიათის განსაკუთრებული ნიშანი
რეკლამა
9:40 AM
როგორია თქვენი ოცნების სახლი? აირჩიეთ და გაიგეთ თქვენი ხასიათის განსაკუთრებული ნიშანი

შევამოწმოთ?

 

თუკი პირველი სახლი მოგეწონათ
სუსტი არსება ხართ, თქვენი წყენინება ადვილია. სავარაუდოდ, ბავშვობაში ანდა მოზარდობისას ხშირად გტკენდნენ გულს, ამიტომ თქვენთვის მარტოობა უფრო კომფორტულია. გეშინიათ ადამიანების ნდობა და ყოველთვის ერიდებით სხვისთვის გულის გადაშლას.

თუ მეორე სახლი მოგეწონათ
გჯერათ, რომ ცხოვრებაში ყველაფერი ზეციური ძალების ნებით ხდება. ოპტიმისტი ხართ. შეგიძლიათ, საყვარელ ადამიანთან გატარებული ყოველი წამის, გემრიელი კერძის არომატის, აყვავებული ხეების ჩურჩულის, დაისის სილამაზის დაფასება. იქ, სადაც თქვენ ჩნდებით, ხალხს სახეზე ღიმილი ეფინება, იმიტომ, რომ თქვენ „მზე“ ხართ.

თუ მესამე სახლი მოგეწონათ
ძალიან ემოციური ადამიანი ხართ. რაც არ მოგწონთ, ადამიანს პირდაპირ სახეში ახლით და „კულისებს მიღმა“ თამაშები არ გიყვართ. კარგი და ერთგული მეგობარი ხართ. ადამიანებს სიმართლისა და სიკეთისთვის უყვარხართ. თქვენც იმავეს ელით გვერდით მყოფებისგან.

თუ მეოთხე სახლი მოგეწონათ
სილამაზისკენ ილტვით ყველაფერში. ინტერიერის ნივთი იქნება თუ ტანსაცმელი, ირგვლივ მყოფთა აღტაცებას უნდა იწვევდეს. მაგრამ ეს თქვენი შინაგანი მოთხოვნილება არ არის. უბრალოდ, გინდათ, ყველას კარგი გემოვნების ადამიანად მიაჩნდეთ.

თუკი მეხუთე სახლი მოგეწონათ
ისე არაფერს გააკეთებთ, „როგორც სხვები“. ყველაფერზე საკუთარი შეხედულება გაქვთ, ყველაფერს ისე აკეთებთ, როგორც თავად გსურთ და არ გადარდებთ, რას იტყვიან სხვები. საინტერესო და არაორდინარული პიროვნება ხართ. შინაგანი ძალის წყალობით აღწევთ იმას, რომ სხვებმა თქვენს აზრს მოუსმინონ და გაითვალისწინონ. იმ საზოგადოებაში, სადაც ტრიალებთ, თქვენ გენერალი ხართ.

 

თუკი მეექვსე სახლი მოგეწონათ
ახლა ცხოვრებაში რთული პერიოდი გაქვთ. სავარაუდოდ, რთული გადაწყვეტილების მიღება გიწევთ. ცვლილებები მალე დაიწყება. შეეცადეთ, ფილოსოფიურად მიუდგეთ საკითხს. „რაც კეთდება, ყველაფერი უკეთესობისთვის კეთდება“, - გახსოვდეთ ეს და წვრილმანებზე ნუ ნაღვლობთ.

წყარო: prelestno24.ru

ნანახია: 989 | დაამატა: Admin | ტეგები: როგორია თქვენი ოცნების სახლი? აირჩი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close