მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 19 » რომელ მაგიდას მიუჯდებოდით?
რეკლამა
8:24 AM
რომელ მაგიდას მიუჯდებოდით?

აღმოაჩინეთ საკუთარი სუსტი წერტილები და პრობლემების წყარო. შეხედეთ ნახატს, დაფიქრდით და ამ 4-დან აირჩიეთ ერთი მაგიდა.

 

1
ახლა მარტო ყოფნა გსურთ, რათა საკუთარ თავში ჩაიკეტოთ და ცხოვრებაზე დაფიქრდეთ. თქვენ მეგობრებთან და ნაცნობებთან შეხვედრა არ გსურთ, მათ არ იციან, როგორ დაგეხმარონ. დაფიქრდით, რატომ გაურბიხართ მათ. იქნებ, ვინმემ გაწყენინათ? თუკი გსურთ, რომ გულზე მოგეშვათ, მაშინ პირისპირ დაელაპარაკეთ მას, ვინც გაწყენინათ და პირდაპირ უთხარით.

2
შრომისმოყვარე ბრძანდებით და ცდილობთ, ყველაფერი იდეალურად გააკეთოთ. ამის გამო ორჯერ უფრო მეტს მუშაობთ, ვიდრე სხვები. არადა თვენნაირ ძლიერ ადამიანსაც კი სჭირდება დასვენება. ძალების აღსადგენად ზარმაცი უქმეები მოიწყვეთ: უკან მოიტოვეთ ყველა საქმე, მთელი დრო საკუთარ თავს დაუთმეთ, წადით სპა სალონში. კიდევ უკეთესი, თუ შვებულებას აიღებთ, ვინაიდან სტრესი თქვენს ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.

3
წლიდან წლამდე სულ უფრო რწმუნდებით, რა ვერაგია სამყარო. თუკი ადრე უფრო გჯეროდათ ადამიანების და ვარდისფერი სათვალით უყურებდით გარემოს, ახლა მელანქოლიურ განწყობაზე ხართ იმის გამო, რომ გარშემომყოფები იმედს გიცრუებენ და მიზანი გაქვთ დაკარგული. გახსოვდეთ, ერთ დღეში სამყაროს უკეთესობისკენ ვერ შემოაბრუნებთ. ამიტომ დაისვენეთ, დადებითი ემოციებით დაიმუხტეთ და, ზოგადად, საკუთარ სულიერ კომფორტზე იზრუნეთ.

4
თქვენი სტრესის წყარო ფარული შურია. საკუთარ თავს, საკუთარ მიღწევებს მუდმივად ადარებთ სხვა ადამიანებისას. ფიქრობთ, რომ ისე არ გაგიმართლათ, როგორც სხვებს. ნუ სტანჯავთ საკუთარ თავს. თუკი რაიმე არ მოგწონთ, შეცვალეთ. თქვენ არ გჭირდებათ ვინმეს მიბაძვა. გახსოვდეთ, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია და საკუთარი კოზირები აქვს. თქვენც გამოიყენეთ ისინი და წარმატებაც არ დააგვიანებს.

 

წყარო: slovofraza.com

ნანახია: 738 | დაამატა: Admin | ტეგები: რომელ მაგიდას მიუჯდებოდით? | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close