მთავარი » 2018 » ივნისი » 17 » რომელი ავტომობილი მოიხმარს ყველაზე მეტ საწვავს? - „ღორმუცელების“ ხუთეული
რეკლამა
11:00 AM
რომელი ავტომობილი მოიხმარს ყველაზე მეტ საწვავს? - „ღორმუცელების“ ხუთეული

თუ ფიქრობთ, რომ 100 კმ-ზე 8 და 10 ლიტრი საწვავი ნამდვილი კატასტროფაა, ნახეთ ამ მანქანების მონაცემები!

 

1. Range Rover

 


თუ ამ მანქანის ყიდვა გადაწყვიტეთ, იმისთვისაც მზად უნდა იყოთ, რომ იმიჯისთვის მეტი ფული გადაიხადოთ. ავტომობილი ტრასაზე 100 კილომეტრზე 13 ლიტრ საწვავს მოიხმარს, ხოლო ქალაქში საწვავის ხარჯი შეიძლება 18 ლიტრამდე გაიზარდოს.

 

2. Chevrolet Tahoe

 


შევროლე ტაჰოს 409 ცხენისძალიანი ძრავა 100 კილომეტრზე 20 ლიტრ საწვავს მოიხმარს. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეთი ღორმუცელა სატვირთო „კამაზიც“ კი არ არის.

 

3. Toyota Land Cruiser 200

 


იაპონურ მანქანებშიც ხშირად შეხვდებით ნამდვილ „ღორმუცელებს“. მაგალითისთვის 309-ცხენისძალიანი „ტოიოტა ლენდ კრუიზერიც“ კმარა, რომელიც 100 კილომეტრზე 19 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

 

4. Infiniti QX80

 


საეჭვო დიზაინის მქონე მონსტრი 405-ცხენისძალიანი ძრავით ტრასაზე 15, ხოლო ქალაქში 20 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

 

5. Mercedes-Benz G 65 AMG

 


დაბოლოს, „მერსედესი“ რომელიც „ღორმუცელა“ ავტომობილებს შორის აბსოლუტური ჩემპიონია და 100 კილომეტრზე 32 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

 

წყარო

ნანახია: 355 | დაამატა: Admin | ტეგები: რომელი ავტომობილი მოიხმარს ყველაზე | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close