რეკლამა
ვერძი - ცხელი შოკოლადი სანელებლებით
ვნებიანი ნატურაა, მაგრამ ყველა მამაკაცი ვერ უძლებს მის ცეცხლოვან ნატურას.
კურო - ჩიტის რძე
სიურპრიზებისა და ექსპერიმენტების გარეშე მოსწონს ცხოვრება. მამაკაცმა კომფორტი და უსაფრთხოება უნდა შეუქმნას.
ტყუპი - რაფაელო
თუ მამაკაცის გვერდით თავს არაკომფორტულად იგრძნობს, სხვისკენ `გაფრინდება~. ერუდირებული და საინტერესო ტიპაჟენი მოსწონს.
კირჩხიბი - მარმელადი
სურს, უფრთხილდებოდნენ, მაგრამ გადამეტებულს ვერაფერს იტანს და ადვილად მოგიშორებთ.
ლომი - კარამელი
ლომს თავს მოაწონებთ ქათინაურებითა და აღფრთოვანებული მზერით. ყველაფერი ბუნებრივად უნდა იყოს, ფარსს ლომი ვერ აიტანს.
ქალწული - გოზინაყი
მისი სიმპათია და კეთილგანწყობა რომ მოიპოვოთ კარგად უნდა გაისარჯოთ. ქალწული დიდხანს დაგაკვირდებათ.
სასწორი - დაშაქრული ხილი
მგრძნობიარე და სათუთი არსებაა. საყვარელ ადამიანს სიყვარულით აავსებს. მისი დახვეწილი გემოვნება ყველას აღაფრთოვანებს.
მორიელი - მონპანსიე
მას ყვავილებით, კომპლიმენტებითა და საჩუქრებით მოხიბლავთ, ნუ ააჩქარებთ, თქვენი შესწავლის უფლება მიეცით.
მშვილდოსანი - ჯანჯაფილის ორცხობილა
ტემპერამენტიანია, უყვარს დღესასწაულები. მამაკაცს იმ შემთხვევაში დაიყენებს გვერდით, თუ თავისუფლებას არ შეუზღუდავს.
თხის რქა - ალუბალი შოკოლადში
ასაკის მატებასთან ერთად უფრო მშვენდება. ენერგიასა და სილამაზეს სიბერშიც ინარჩუნებს. კონსერვატორია, მისი გულის მოსაგებად მოთმინებით აღიჭურვეთ.
მერწყული - ბეზე
იდეალურ მამაკაცს კი არ ეძებს, არამედ თავისნაირ გადარეულს. ასეთები კი მის გვერდით უამრავია.
თევზები - ლიქიორიანი კანფეტი
მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავს, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოს, რომ გული არავინ ატკინოს.
სულ კომენტარები: 0 | |
|
|