მთავარი » 2018 » ივლისი » 12 » რომელი ქალი რომელ მტაცებელ მხეცს ჰგავს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
რეკლამა

8:31 AM
რომელი ქალი რომელ მტაცებელ მხეცს ჰგავს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ქალებს ხშირად ადარებენ მტაცებლებს. მოდი, გავარკვიოთ, ზოდიაქოს რომელი ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალები რას შეიძლება შევადაროთ.

 

ვერძი - ენოტი
ნუთუ ისინი მტაცებლები არიან? არადა რა ლამაზად გამოიყურებიან! დიახ, მაგრამ მხოლოდ ფოტოებზე. სინამდვილეში ენოტები ნამდვილი მებრძოლები არიან. მათ არაფრის და არავის არ ეშინიათ, ისევე როგორც ქალ-ვერძებს. იცით, რატომ ავლებენ ენოტები საკბილოს წყალში? მათ სუფთა საკვები სულაც არ აინტერესებთ, უბრალოდ, წყალში მსხვერპლი მალე იხრჩობა და ფართხალს წყვეტს. გახსოვდეთ, ქალ-ვერძსაც ენოტივით არ მოსწონს, როცა ვიღაც ფართხალებს და წინააღმდეგობას უწევს.

 

კურო - დათვი
დათვი სხვადასხვაგვარ ასოციაციას იწვევს: ეს მრისხანე მტაცებელი და თაფლის მოყვარული სასაცილო გიგანტიცაა. მაინც როგორია დათვი? შეხედეთ ქალ-კუროს და მიხვდებით. მას დათვივით მარტოობა უყვარს და თან რაიმე სასიამოვნოს აკეთებს. მაგალითად, იჭერს თევზს ანდა მიირთმევს კენკრას. უცხოები არ მოსწონს და თუ ვინმე ბრაზიან გულზე ხელში ჩაიგდო, დაგლეჯს. მეორე მხრივ, ის იცავს საკუთარ ოჯახსა და პატარებს. ამიტომაც, თუკი დათვი-კურო დაგესხათ - თავი მოიმკვდარუნეთ.

 

ტყუპები - ბარხანის კატა
ის შინაურ კატას ჰგავს, რომლის გარეგნობაზეც დეკორატორებმა წაიმუშავეს. ეს მხეცი ნამდვილად ღირსია აღტაცების. მოზრდილიც კი კნუტივით გამოიყურება. ამასთანავე, ბარხანის კატა ველურ ბუნებაში მხოლოდ ერთეულ მოგზაურებს თუ უნახავთ. ასევე, ქალი-ტყუპებიც ცდილობს, შინაურ სამყაროში ჩაიკეტოს, რომელიც გარეგნულად მიყრუებულ უდაბნოს მოგვაგონებს, სინამდვილეში კი მჭიდროდ დასახლებული მეგაპოლისია. ამ მეგაპოლისში თავის გადარჩენა მხოლოდ ქალ-ტყუპებს შეუძლიათ. ასე რომ, მასში შეღწევას ნურც შეეცდებით.

 

კირჩხიბი - ლომი
ქალ-კირჩხიბებს, ისევე როგორც ძუ ლომებს, ნამდვილი მამაკაცი-ლომი ესაჭიროებათ. ისეთი, რომელსაც შორიდანვე ეტყობა, რომ ლომია. ქალი-კირჩხიბის ყურადღების მიპყრობა არაა აუცილებელი - ისინი ძუ ლომებივით ყველაფერს თავად გააკეთებენ. ისინი სანადიროთაც წავლენ, სახლსაც დაალაგებენ და ბავშვებსაც მიხედავენ. მაგრამ ის ასე მხოლოდ მანამ მოიქცევა, სანამ კაცი ლომობს. როგორც კი მას ფეხი გადაუბრუნდება, კირჩხიბი, დაქალების გუნდთან ერთად, თავს დაესხმება და ისე დაგლეჯს, რომ მისგან კვალიც არ დარჩება.

 

ლომი - შინაური კატა
ლამაზი, ფუმფულა და დამოუკიდებელი მტაცებელი. დღეს კატებს იმდენი ფანატი ჰყავთ, რომ საკულტო ქალღმერთს ჰგვანან. არადა ქალი-ლომი სწორედაც რომ ქალღმერთია: ის მიჩვეულია თაყვანისცემას. ამავდროულად კატასავით მტაცებელია: შეუძლია, დიდხანს და ტანჯვით მოკლას მსხვერპლი. მაგრამ ეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში. თუკი დროულად მიაწვდით პრემიუმ-კლასის საკვებს, მაშინ ლომი ნადირობით თავს აღარც შეიწუხებს.

 

ქალწული - მგელი
ცნობილი ანდაზის მიუხედავად, მგელს ჭკუა კვებავს და არა ფეხები. სწორედ ამიტომაა ის ერთ-ერთი ყველაზე ფრთხილი და მოხერხებული მტაცებელი. ამავდროულად მგლების ხროვაში მთავარ როლს ძუ მგელი ასრულებს. სწორედ ის აგებს პასუხს საყოველთაო კეთილდღეობაზე. ქალი-ქალწულის გარშემოც ხშირად იკრიბება ადამიანთა „ხროვა“, რომლებსაც მისი დახმარებისა და ბრძნული რჩევის იმედი აქვთ. თუმცა ქალწული მხოლოდ ყველაზე სანდო ადამიანებს უშვებს ახლოს. რაც შეეხება სხვებს, მათ უმიზეზოდ თავს არ ესხმის, კონფლიქტის გარეშე გაცლას არჩევს.

 

სასწორი - პანდა
მოულოდნელია! ბევრს ავიწყდება, რომ ეს სათნო არსებაც მტაცებელია. არადა ეს ერთადერთი ვეგეტარიანელი დათვია. თუმცა ზოგჯერ ფრინველთა კვერცხებს, წვრილ ცხოველებს ანდა მწერებსაც მიირთმევენ, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ბამბუკის ყლორტების ღეჭვა მოსწონთ. სწორედ ასე იქცევიან ქალი-სასწორები - არასდროს უმიზეზოდ არავის ესხმიან თავს. უფრო მეტიც, საჭიროების შემთხვევაში 10-ჯერ დაფიქრდებიან, სანამ ჩხუბის დაწყებას გადაწყვეტენ. ამიტომ გასაკვირი არაა, მშვიდობისმოყვარე ქალი-სასწორი ყველას რომ უყვარს.

 

მორიელი - ვეფხვი
ვეფხვი კატების ოჯახის სახიფათო და იდუმალი წარმომადგენელია. ისინი ხშირად ესხმიან ადამიანებს და ამ თავდასხმის მიზეზი აქამდე ამოუხსნელია. დაახლოებით ასეთივე იდუმალია ქალი-მორიელის ქცევა. რაღა თქმა უნდა, მათთვის ამის შესახებ კითხვების დასმაც შეიძლება, მაგრამ მათი პასუხი კიდევ უფრო მეტ კითხვას გააჩენს. უფრო მეტიც, მათ მიაჩნიათ, რომ ამგვარ ქცევაში განსაკუთრებული არაფერია.

 

მშვილდოსანი - ნამგალა ვეშაპი
ეს ლამაზი ძუძუმწოვარა - „მკვლელი-ვეშაპია“. მისი ქცევა ყოველთვის ზუსტია, ხოლო ნადირობის გეგმა - გენიალური და სრულყოფილი. ისინი ძლიერ ჭკვიანები არიან, როგორც ნამდვილი სტრატეგები და ტაქტიკოსები. მაგრამ მათი მთავარი საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ ისინი ადამიანს თითქმის არასდროს ესხმიან თავს. თავდასხმას მხოლოდ სერიოზული მიზეზი სჭირდება, მაგალითად, დაჭერა და დელფინარიუმში დამწყვდევა. აი, ამ დროს ის მართლაც შურს იძიებს. მთელი ისტორიის მანძილზე ველურ ბუნებაში მყოფი ნამგალა ვეშაპი ადამიანს არასდროს დასხმია თავს. ასევე იქცევიან ქალი-მშვილდოსნები: უფრო სუსტს უმიზეზოდ თავს არასდროს ესხმიან.

 

თხის რქა - ძაღლი
ძაღლი სულაც არაა ადამიანის მეგობარი, ის ადამიანის მცველია. ძაღლები დიდი ხანია, რაც მხარში გვიდგანან და გვიცავენ, თუმცა ახლა მათ ბევრი რიგით შინაურ ცხოველად აღიქვამს. ის ერთადერთი ცხოველია, რომელიც პატრონის დასახმარებლად მზადაა, საკუთარი სიცოცხლე გასწიროს. ეს მას თითქოს სისხლში აქვს - ნებისმიერ ვითარებაში თავგანწირვა მას მოვალეობად მიაჩნია. სწორედ ასეთები არიან ქალი თხის რქები. არ გჯერათ? მაშინ ახსენით ჯაჭვი დაბმულ ალაბაის და ნახავთ, როგორია ის მრისხანებისას.

 

მერწყული - ქრცვინი
ქრცვინი ძალიან საყვარელია, თუმცა ერთ წამში შეუძლია დიდი აურზაურის მოწყობა. ასევე იქცევა ქალბატონი-მერწყული - სრული სიმშვიდის ნიადაგზე უცბად აფეთქდება, როგორც ჯიბის ატომური ბომბი. ვინაიდან ორივეს მთავარი ღირსება მოულოდნელობა და სისწრაფეა, ნუ შეეცდებით ქალი-მერწყულის მოქმედების ამოცნობას ანდა მისი შეტევის შეჩერებას. უბრალოდ, ისეთი სახე მიიღეთ, თითქოს არაფერი მომხდარა. მერწყულთან მიმართებაში ეს ტაქტიკა თქვენთვის ყველაზე მომგებიანი და უხიფათოა.

 

თევზები - წითური მელა
წითური მელია სილამაზის, მოხერხებულობისა და სიმუხთლის სიმბოლოა. ის ისეთივე სახიფათოა, როგორიც ლამაზია. გსურთ მელიას მოთვინიერება? მაშინ დიდი ჯაფა დაგადგებათ. სწორედ ასევეა თევზებთან მიმართებაში. თევზები სანდომიანები, მიმზიდველები არიან და თავის წარდგენაც შესაბამისად შეუძლიათ. მაგრამ იმავე დროს მოხერხებულები, ჭკვიანები და სახიფათონი არიან. ქალი-თევზი - ეს დაბადებით მსახიობია. თუკი ის თქვენს სახლში შემოვიდა, მაშინ მზად იყავით: მთელი ცხოვრება მხოლოდ მისი სურვილების შესრულებაში იქნებით. ან შეეგუეთ ანდა გაიქეცით.

 

წყარო

ნანახია: 230 | დაამატა: Admin | ტეგები: რომელი ქალი რომელ მტაცებელ მხეცს ჰგ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close