მთავარი » 2017 » სექტემბერი » 14 » რომელია, თქვენი აზრით, ამ წყვილებიდან ყველაზე ბედნიერი?
რეკლამა
9:37 PM
რომელია, თქვენი აზრით, ამ წყვილებიდან ყველაზე ბედნიერი?

სიყვარული ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: აღზრდა, გამოცდილება, განვითარება და, რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, სოციალური სტატუსი საზოგადოებაში. მზად ხართ, გაიგოთ, რა არის თქვენთვის სიყვარული?

 

წყვილი N1
თქვენთვის სიყვარული ორმხრივ მოძრაობიან გზას ჰგავს: თქვენზე შეყვარებული ადამიანის ბედნიერება თქვენზეა დამოკიდებული და თქვენი კი - მასზე. თქვენი აზრით, სიყვარული და ურთიერთობა სიკეთის, კომფორტისა და ერთობლივი მხიარულების შერწყმაა.

 

წყვილი N2
თქვენ გჯერათ მუდმივი სიყვარულის და უნდა ითქვას, თქვენ შემთხვევაში ეს რეალურად არსებობს. შეგიძლიათ, ყველაფერი გააკეთოთ იმისთვის, რომ საყვარელმა ადამიანმა თავი კარგად იგრძნოს და არ ნებდებით, თუკი რამე არასწორად ხდება. სიყვარული თქვენთვის არის დიდი გზა, სავსე ბედნიერებითა და ორმხრივი პასუხისმგებლობით, რომელსაც ძლიერი გრძნობა ამყარებს. თქვენ იძენთ ძალას, როდესაც უყვარხართ და სითამამეს - როდესაც გიყვართ.

 

წყვილი N3
სისუფთავე და სილამაზე - ეს თქვენი სიყვარულის ორი ძირითადი შემადგენელი ნაწილია. იყოთ შეყვარებული - თქვენთვის ნიშნავს გაიზარდოთ და განვითარდეთ ერთად, ხელიხელჩაკიდებულნი. გაიზიაროთ ყველაფერი, რაც კი ცხოვრებაში შეგემთხვევათ. როცა საჭიროება მოითხოვს, შეგიძლიათ, საყვარელ ადამიანს თავისუფლება მიანიჭოთ. თქვენთვის თავდაჯერებულობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

 

FunTime.Ge

ნანახია: 325 | დაამატა: Admin | ტეგები: თქვენი აზრით, ამ წყვილებიდან ყველაზე ბედნიერი?, რომელია | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close