მთავარი » 2018 » ივლისი » 18 » რომელია თქვენი სუნამო ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?
რეკლამა
10:49 PM
რომელია თქვენი სუნამო ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნების ხასიათის თავისებურებები პარფიუმერიის არჩევაზეც ახდენს გავლენას. ნახეთ, რა გჭირდებათ თქვენ...

 

სასწორი, ტყუპები და მერწყული
ჰაერის სტიქიის წარმომადგენლები - სასწორი, ტყუპები და მერწყული - პარფიუმერიის მთავარი კოლექციონერები არიან. მათი ტუალეტის მაგიდა იღუნება სხვადასხვა ფლაკონების სიმძიმისგან. აქ ნებისმიერი ფერისა და სურნელის სუნამოს აღმოაჩენთ. ამ ნიშნებს უყვართ მრავალფეროვნება და საზოგადოებაში ყოველთვის ახალ-ახალი სურნელით ჩნდებიან. მაგრამ მაინც ყველაზე დიდ უპირატესობას ისინი მსუბუქ არომატებს ანიჭებენ, ყვავილის, სიმწვანის ნოტებით. მოტკბო და მკვეთრი სურნელი მათთვის არ არის.

 

თხის რქა, კურო და ქალწული
ეს ნიშნები მიწის მიერ იმართებიან. სწორედ ამიტომ კონსერვატორულები და პარფიუმერიული ტრადიციის მიმდევრებად წარმოჩნდებიან. ისინი არ მისდევენ პარფიუმერიული ინდუსტრიის ახალ ტრენდებს და დროში გამოცდილ სურნელს არჩევენ. მათი არჩევანი ასპროცენტიან ბესტსელერებზე ჩერდება. თხის რქის, კუროსა და ქალწულის არჩევანი ყოველთვის ნათელი და დასამახსოვრებელია.

 

თევზები, მორიელი და კირჩხიბი
წყლის ნიშნები ისეთ პარფიუმს არჩევენ, რომლებიც მათ შინაგან სამყაროსთან ჰარმონიაშია. მათ რთული არომატები მოსწონთ, რომლებიც თბილ ატმოსფეროს ქმნიან და საკუთარ ფიქრებთან განმარტოების საშუალებას იძლევიან. ყველაზე მეტად კი მათ ისეთი სურნელი მოსწონთ, რომლებიც მათ სტიქიას გაახსენებენ.

 

ლომი, მშვილდოსანი და ვერძი
ცეცხლოვანი ლომი, მშვილდოსანი და ვერძი ექსცენტრიკული ბუნებისანი არიან. მათ ყურადღების ცენტრში ყოფნა სურთ და ამას ნებისმიერი ხერხით აღწევენ. სწორედ ამიტომ მათ უფრო მკვეთრი და უჩვეულო სურნელი მოსწონთ, რომლის სურნელიც შემთხვევით გამვლელსაც კი უკან მოხედვის სურვილს გაუჩენს. ზოდიაქოს ამ ნიშნების პარფიუმი მდგრადი, მაგარი და ენერგიულია, ზოგჯერ მომაბეზრებელიც, მაგრამ აუცილებლად უჩვეულო.

 

წყარო

ნანახია: 290 | დაამატა: Admin | ტეგები: რომელია თქვენი სუნამო ზოდიაქოს ნიშნ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close