მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 10 » რომელია თქვენი წარმატების ქვა, დაბადების თვეების მიხედვით
რეკლამა
9:48 AM
რომელია თქვენი წარმატების ქვა, დაბადების თვეების მიხედვით

იანვარი - ძოწი

თქვენ ამბიციური და სერიოზული ხართ. ასევე ძალიან ერთგული ადამიანი და ყოველთვის შეუპოვრად შრომობთ.

თებერვალი - ამეთვისტო

თქვენ შემოქმედებითი, ინტელექტუალური ძალა ხართ. ასეთი ხალხი, ჩვეულებრივ, გაბედულები, ჯიუტები არიან, და მარტივად ახორციელებენ საკუთარ ოცნებებს.

მარტი - აკვამარინი

ეს ადამიანები ნაზი, პატიოსანი და გულუხვები არიან. ჩვეულებრივ, გულჩათხრობილი  პიროვნებები არიან, ასევე აფასებენ მშვიდობასა და სიმშვიდეს.

აპრილი - ალმასი

თუ თქვენი ქვა ალმასია, თქვენ ძლიერი და აგრესიული ხართ, კარგად ეწყობით ადამიანებს. როგორც წესი, თქვენ მოსიყვარულე, გულუხვი და მოტივირებული ადამიანი ხართ.

მაისი - ზურმუხტი

თქვენ ჯიუტი და გაბედული ადამიანი ხართ, მდიდარი წარმოსახვით. გესმით სხვისი გრძნობების და თავადაც გაგაჩნიათ სიმპატიები გარშემომყოფების მიმართ.

ივნისი - ალექსანდრიტი

თუ თქვენ ივნისში დაიბადეთ, თქვენ მხიარული და მოლაპარაკე ადამიანი ხართ. ამ ზოდიაქოს ქვის ადამიანები კომუნიკაბელურები, მგრძნობიარე და თავაზიანები არიან.

ივლისი - ლალი

თქვენ სპონტანური, მხიარული და ფხიანი ადამიანი ხართ. სინამდვილეში თქვენ ემოციური ხართ, მაგრამ ცდილობთ დაფაროთ გრძნობები, რათა არ მიაყენოთ ტკივილი სხვებს.

აგვისტო - ქრიზოლითი

თქვენ პრაქტიკული, დადებითი და უშიშარი ადამიანი ხართ, პრობლემების მოგვარების უნიკალური ნიჭი გაქვთ, სხვები კი აღტაცებულები არიან თქვენი ლოგიკური მიდგომებითა და ვარსკვლავური იუმორის გრძნობით.

სექტემბერი - საფირონი

მისდევთ მაღალ სტანდარტებს და ყოველთვის სხვებზე ზრუნავთ. ინოვაციური ადამიანი ხართ და გიყვართ ახალი იდეები.

ოქტომბერი - ვარდისფერი თურმალინი

ეს ქვა - ძლიერი და დამოუკიდებელი ადამიანის ქვაა. თქვენ მეგობრული, სოციალური და მომხიბვლელი ადამიანი ხართ.

ნოემბერი - ტოპაზი

თქვენ ამბიციური და თვითმოტივირებული ადამიანი ხართ. თქვენ არ გჭირდებათ შექება, მაგრამ უწინდებურად აფასებთ მათ, ვინც ამას აკეთებს. ჭკვიანი ხართ და კომპლიმენტებს იღებთ სხვა ადამიანებისგან.

დეკემბერი - ცირკონი

ცირკონი - მხიარული, გულუხვი და ენერგიული ადამიანების ქვაა. ყოველთვის მოძრაობაში ხართ, და მზად ხართ განსაცდელისთვის.

 

Pomada.Ge

ნანახია: 781 | დაამატა: Admin | ტეგები: რომელია თქვენი წარმატების ქვა, დაბადების თვეების მიხედვით | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close