მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 2 » როცა რეინკარნაციის გჯერა - რატომ დაქორწინდა ტაილანდელი მამაკაცი კობრაზე?
რეკლამა
10:35 AM
როცა რეინკარნაციის გჯერა - რატომ დაქორწინდა ტაილანდელი მამაკაცი კობრაზე?

ამბობენ, რომ ზღვარგადასულმა მწუხარებამ შეიძლება, ადამიანს წარმოუდგენელი საქციელისკენ უბიძგოს, თუმცა სამმეტრიან კობრაზე ქორწინება, ალბათ, მეტისმეტია...

 

ბუდისტებს სწამთ, რომ სიკვდილის შემდეგ, ადამიანის სული ცხოველში გადადის, რაც ახალგაზრდა ტაილანდელმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო და შედეგი სახეზეა - ის უზარმაზარ კობრასთან ერთად ცხოვრობს...

საღამოს მასთან ერთად უყურებს ტელევიზორს, თამაშობს, სპორტდარბაზში დადის, ტყეში სეირნობს, ტბის ნაპირზე რომანტიკულ ვახშამს აწყობს და მასთან ერთად, საწოლშიც კი სძინავს. 

ერთი სიტყვით, ისინი ჩვეულებრივი ცოლქმრული ცხოვრებით ცხოვრობენ, თუ შეიძლება, რომ გველთან ცხოვრებას ჩვეულებრივი დავარქვათ...

ამ ისტორიის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ტაილანდის ქალაქ კანჩანაბურში მცხოვრებმა ვარანან სარაზალინმა (WARRANAN SARASALIN) თავისი ფოტოები DAILY MIRROR-ის რედაქციაში გაგზავნა. ფოტოებზე ვარანანი საყვარელ ცოლთან - მომწვანო-ნაცრისფერ კობრასთან ერთად არის აღბეჭდილი. ახალგაზრდა მამაკაცი ასეთ უჩვეულო კავშირს იმით ხსნის, რომ ნამდვილი სიყვარული ყოველთვის ნამდვილია, თუნდაც გრძნობის ობიექტი, ქალის ნაცვლად, გველი იყოს.

როგორც ირკვევა, ვარანანის შეყვარებული რამდენიმე წლის წინათ გარდაიცვალა. როგორც კი კობრა დაინახა, ვარანანმა მაშინვე საყვარელ ქალთან „უჩვეულო მსგავსება“ შენიშნა და ქვეწარმავალი თავდავიწყებით შეუყვარდა. მას შემდეგ ისინი განუყრელები არიან და დროის უმეტეს ნაწილს ერთად ატარებენ. 

მშობლიურ ქალაქში ვარანანი ერთგვარ ღირსშესანიშნაობად იქცა, თუმცა ეს ადამიანის ცხოველზე ან ქვეწარმავალზე დაქორწინების ერთადერთი შემთხვევა არ არის. 

ასეთი კავშირების მორალური და სამართლებრივი ასპექტების გათვალისწინებით, უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ სიყვარული მართლაც სრულიად ბრმა და შეშლილია...

წყარო: kulturologia.ru

ნანახია: 789 | დაამატა: Admin | ტეგები: როცა რეინკარნაციის გჯერა - რატომ და | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close