მთავარი » 2018 » ივლისი » 15 » რუსეთში 14 ტონა უმაღლესი ხარისხის ხიზილალა გაანადგურეს
რეკლამა
9:31 AM
რუსეთში 14 ტონა უმაღლესი ხარისხის ხიზილალა გაანადგურეს

წარმოუდგენელი უგუნურება! ამ ფოტოებზე ზოგიერთ ადამიანს სახეზე აშკარად აწერია: „რა ჯანდაბად ვაკეთებთ ამას!“

 

რამდენიმე თვის წინ კამჩატკაზე მილიციის განსაკუთრებული დანიშნულების რაზმმა და უშიშროების სამსახურმა 4 ტონა წითელი ხიზილალის საჩვენებელი კონფისკაცია განახორციელა.

აღსანიშნავია, რომ ზღვის პროდუქტების წარმოების ყოფილი ინსპექტორის სამაცივრე მეურნეობაში აღმოჩენილი ხიზილალა შესაბამისი ტექნოლოგიით მომზადებული და მაღალი ხარისხის გახლდათ.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ხიზილალა ბრაკონიერების ნადავლი იყო. ყოფილ ინსპექტორს ძველი მფარველები აღარ დაეხმარნენ და მან დიდი რაოდენობის პროდუქციის გადამალვა ვერ მოახერხა. 

ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წელს რუსეთში, მთლიანობაში, 14 ტონა ხიზილალა განადგურდა, რაც დაახლოებით, 14 მილიონი რუსული რუბლის ღირებულებისაა.

არადა ხომ შეეძლოთ, ეს პროდუქცია ბავშვთა და მოხუცებულთა სახლებში ან საავადმყოფოებში დაერიგებინათ!

 

წყარო

ნანახია: 392 | დაამატა: Admin | ტეგები: რუსეთში 14 ტონა უმაღლესი ხარისხის ხ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close