მთავარი » 2017 » ნოემბერი » 2 » სანამ ამ ტექსტს კითხულობთ, თქვენს სხეულში 50 000 უჯრედი მოკვდება და ახლით შეიცვლება
რეკლამა
11:19 PM
სანამ ამ ტექსტს კითხულობთ, თქვენს სხეულში 50 000 უჯრედი მოკვდება და ახლით შეიცვლება

თქვენს ორგანიზმში ყოველ წუთს იმდენი საინტერესო და უცნაური რამ ხდება, რომლებზეც არც კი დაფიქრებულხართ... 

 

1. სხეულის ერთადერთი ნაწილი, რომელსაც სისხლი არ მიეწოდება, თვალის რქოვანაა. ის ჟანგბადს უშუალოდ ჰაერიდან იღებს
2. ადამიანის ტვინის ტევადობა 4 ტერაბაიტს შეადგენს
3. შვიდ თვემდე ბავშვს ერთდროულად სუნთქვა და ჭამა შეუძლია
4. თქვენი თავის ქალა 29 სხვადასხვა ძვლისგან შედგება
5. ცემინების დროს ორგანიზმის ყველა ფუნქცია ჩერდება, გულიც კი.
6. ნერვული იმპულსი ტვინიდან 274 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობს.
7. ერთი ადამიანის ტვინი უფრო მეტ ელექტრულ იმპულსს გამოიმუშავებს, ვიდრე მსოფლიოს ყველა ტელეფონი ერთად.
8. საშუალო ადამიანის სხეული იმდენ გოგირდს შეიცავს, რომ ერთი მოზრდილი ძაღლის ყველა რწყილს გაანადგურებდა; იმდენ ნახშირბადს, რომ 900 ფანქრის დამზადება შეიძლება; იმდენ კალიუმს, რომ სათამაშო ზარბაზანს ეყოფოდა სასროლად; იმდენ ცხიმს, რომ 7 ნაჭერი საპნის დამზადება შეიძლება და საკმარის წყალს, რათა 50-ლიტრიანი კასრი გაავსოს.
9. ადამიანის გული სიცოცხლის განმავლობაში 48 მილიონი გალონი სისხლის გადატუმბვას ასწრებს.
10. სანამ ამ ტექსტს კითხულობთ, თქვენს სხეულში 50 000 უჯრედი კვდება და ახლით იცვლება.
11. ჩანასახს თითების ანაბეჭდები 3 თვის ასაკში უჩნდება.
12. ქალის გული უფრო სწრაფად ფეთქავს, ვიდრე კაცისა.
13. ადამიანი სახელად ჩარლზ ოსბორნი 6 წელია ასლოკინებს.
14. ცაციები, როგორც წესი, 9 წლით ნაკლებს ცოცხლობენ.
15. ადამიანთა ორი მესამედი კოცნისას თავს მარჯვნივ წევს.
16. ადამიანს თავისი სიზმრების 90% ავიწყდება.
17. ადამიანის ორგანიზმში სისხლძარღვების საერთო სიგრძე 100 000 კილომეტრს აღწევს.
18. გაზაფხულზე სუნთქვის სიხშირე მესამედით მეტია, ვიდრე შემოდგომაზე.
19. სიცოცხლის ბოლოსთვის ადამიანი, დაახლოებით, 150 ტრილიონ ბიტ ინფორმაციას იმახსოვრებს.
20. ადამიანის სხეულის სითბოს 80% თავიდან გამოდის.
21. როცა თქვენ წითლდებით, თქვენი კუჭიც წითლდება.
22. წყურვილის გრძნობა მაშინ ჩნდება, როცა სხეულის წონის 1%-ის ტოლ წყალს კარგავთ. 5%-ის ტოლი წყლის დაკარგვა უკვე გულის წასვლას იწვევს, ხოლო 10%-ზე მეტი წყლის დაკარგვა - სიკვდილს.
23. ადამიანის სხეულში 700-ზე მეტი ფერმენტი მუშაობს.
24. ადამიანები ერთადერთი არსებები არიან დედამიწაზე, რომლებსაც ზურგზე სძინავთ.
25. 4 წლის ბავშვი დღეში დაახლოებით 450 კითხვას სვამს.

წყარო: fuza.ru

ნანახია: 313 | დაამატა: Admin | ტეგები: სანამ ამ ტექსტს კითხულობთ, თქვენს სხეულში 50 000 უჯრედი მოკვდე | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close