მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 25 » საუკეთესო ქმრის 10 თვისება - როგორი მეუღლე გყავთ თქვენ?
რეკლამა
11:34 AM
საუკეთესო ქმრის 10 თვისება - როგორი მეუღლე გყავთ თქვენ?

სრულყოფილი ადამიანი, რა თქმა უნდა, არ არსებობს, თუმცა როცა ვინმე გვიყვარდება, გვგონია, რომ მას ნაკლი არ აქვს. ხშირად ყოფილა შემთხვევა, რომ დაოჯახების შემდეგ ყოფით დეტალებში ისეთი ნიუანსები დაგვიჭერია მასში, რომ დავფიქრებულვართ - იყო თუ არა ეს ის ადამიანი, რომელიც თავიდან შეგვიყვარდა.

გთავაზობთ საუკეთესო ქმრის თვისებების ჩამონათვალს, რომელიც იდეალურ ცხოვრების თანამგზავრს უნდა ჰქონდეთ. იქნებ დროა მათ უფრო დადებითი კუთხიდან შეხედოთ:


არ ეშინია სირთულეების და პრობლემის მოგვარების გზებს ეძებს:
ნამდვილი მამაკაცი - ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვები არაა, ამ ფრაზის არსს შეიძლება ყოველდღიურ ცხოვრებაში გადააწყდე ან ყველაზე რთულ მომენტში, როდესაც დაინახავთ, რომ პრობლემის მოგვარება შეუძლია. ის მზადაა თავისი ძლიერი მხარი თქვენ დაგითმოთ, რათა დაეყრდნოთ მას.

მას შეუძლია დამოუკიდებლად მოამზადოს საჭმელი
მნიშვნელობა არ აქვს რა დღეში ჩააგდო სამზარეულო, როგორ დასვარა ყველაფერი, ამას სხვა კუთხიდან შეხედეთ - თქვენი მეორე ნახევარი, რომელიც ძალიან მამაკაცურია და ამავდროულად შეუძლია საუზმე ან ვახშამი მოამზადოს, საოცრად ეფექტური სანახავია. ასეთ მამაკაცს მზრუნველობის საოცარი უნარი აქვს.

ყოველთვის დაგიდგებათ გვერდით, მაშინაც კი, თუ რაიმე სერიოზული შეცდომა დაუშვით:
ყველა ადამიანი ვუშვებთ შეცდომებს, ზოგი მეტს, ზოგიც - ნაკლებს. საუკეთესო მეუღლე კი ამ დროს გვერდით უდგება მეორე ნახევარს და არ აქცევს ყურადღებას მართალია თუ არა ის. შეიძლება ჩუმად გაგამტყუნოთ კიდეც, თუმცა ღია მხარდაჭერას მაინც გამოგიცხადებთ.

ყურადღებას ამახვილებს წვრილმანებზე:
ეს იმას არ ნიშნავს, რომ საყვარელმა მამაკაცმა თქვენი ცხოვრების თითოეული დეტალი უნდა იცოდეს და ახსოვდეს, მაგალითად ამა თუ იმ პაემანზე რომელი კაბა ან ფეხსაცმელი გეცვათ, თუმცა მან ზუსტად იცის, რამდენი კოვზი შაქარი უნდა ჩაგიყაროთ ჭიქაში, რომელი სიმღერა უნდა ჩაგირთოთ ავტომობილში, რათა კარგ განწყობაზე დაგაყენოთ.

ის არა მარტო ჭკვიანი, არამედ ბრძენიცაა:
კარგი იქნება, თუ ისეთი ადამიანი გეყოლებათ გვერდით, რომელმაც ბირთვული ფიზიკის კანონები ზეპირად იცის. მაგრამ უკეთესი იქნება, თუ ამ ადამიანს ეცოდინება მარტივი ხერხები, რათა ყოველდღიური რუტინა თავიდან აიცილოთ. თქვენი მეორე ნახევარი თამამად უნდა გაძლევდეთ რჩევებს, თუ როგორ გაიხალისოთ მომაბეზრებელი ერთფეროვნება.

იცის, როგორ აგიმაღლოთ განწყობა:
როდესაც თავს ცუდად გრძნობთ, თქვენმა მეუღლემ ზუსტად იცის, თუ როგორ უნდა დაგაყენოთ კარგ განწყობაზე. ზოგჯერ სიტყვები ზედმეტია, უბრალოდ ჩაგეხუტებათ და თქვენთან ერთად სიჩუმით დატკბება.

შეუძლია კომპრომისზე წასვლა:
ხშირად, როცა კამათის თავიდან აცილება სურს, უბრალოდ ჩუმდება, გეთანხმებათ, მიუხედავად იმისა, რომ მისი აზრი თქვენსას ეწინააღმდეგება.

სახლიდან გასულს არ ავიწყდება თქვენი პრობლემების შესახებ:
მამაკაცს არ შეუძლია ორ სხვადასხვა თემაზე ერთდროულად ფიქრი, მაგრამ როცა საქმე საყვარელ ადამიანს ეხება, მას არასდროს ავიწყდება. სამსახურში ყოფნისას ის მაინც თქვენს პრობლემაზე ფიქრობს და ეძებს მისი გადაჭრის გზას.

თქვენი აზრი მისთვის მნიშვნელოვანია:
მეუღლეები მხოლოდ ერთმანეთის მეორე ნახევრები კი არა, თანამოაზრეები არიან, ამიტომ თქვენი აზრი მისთვის მნიშვნელოვანია. ის ცდილობს, არ გაწყენინოთ და ხშირად გაითვალისწინოს თქვენი რჩევა.

ის სახლის საქმეებში გეხმარებათ:
თუ თქვენ მეუღლეს უყვარხართ და პატივს გცემთ, არასდროს აღგიქვამთ მოსამსახურედ, რომელიც ვალდებულია ყველაფერი იდეალურად დაახვედროს სახლში. თუ თქვენ მუშაობთ, სახლში დაღლილი ბრუნდებით, ის ცდილობს დაგეხმაროთ და საქმე შეგიმსუბუქოთ.

ნანახია: 438 | დაამატა: Admin | ტეგები: საუკეთესო ქმრის 10 თვისება - როგორი, rogori meugle gyavt, sauketeso qmrebi | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close