მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 2 » შამპანური - წამლის ნაცვლად! - რჩევები საშემოდგომო ვირუსების წინააღმდეგ
რეკლამა
9:44 PM
შამპანური - წამლის ნაცვლად! - რჩევები საშემოდგომო ვირუსების წინააღმდეგ

სანამ მოახლოებული სიცივე ავად გახდომის ალბათობას გააათმაგებს, აუცილებელია, ორგანიზმის დაცვაზე იზრუნოთ - მაგალითად, ეს მარტივი რჩევები გაითვალისწინოთ.

 

  • 1. წაიცხეთ ცხვირზე

    ოქსოლინის მალამო - გრიპის პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა. მალამოს მცირე რაოდენობა ცხვირის შიდა მხარეს წაიცხეთ და ქუჩაში ისე გადით.

  •  2. მიირთვით შოკოლადი

    შოკოლადი იმუნიტეტის გაძლიერებასა და შემოდგომის დეპრესიასთან ბრძოლაში შეგიწყობთ ხელს.

  • 3. დაღეჭეთ კევი

    კევი  წმენდს ყელს და ბრონქებიდან ლორწო გამოყავს. გაციების პირველი ნიშნების წარმოშობასთან ერთად აქტიურად ღეჭეთ კევი.

  •  4. დალიეთ შამპანური

    ფრანგები გაციების სამკურნალოდ შამპანურს მიირთმევენ. ერთი ჭიქა შამპანური დუღილამდე მიიყვანეთ და  შაქარი დაუმატეთ. გააციეთ კომფორტულ ტემპერატურამდე და ძილის წინ დალიეთ.

  •  5. გამოივლეთ ყელში მარილიანი ხსნარი

    შემოდგომით ყოველდღე გამოივლეთ ყელში მარილის ხსნარი. ის დღის განმავლობაში თქვენს ორგანიზმში მოხვედრილ ყველანაირ ბაქტერიას მოსპობს.

  • 6. მიირთვით მიდიები და ხამანწკები

    ზღვის პროდუქტებში დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებია, რომლებიც იმუნიტეტს ზრდის.

  •  7. არ შეეხოთ სახეს ხელებით

    იმისთვის, რომ ბაქტერიებისა და ვირუსების სასუნთქ გზებში მოხვედრა აღკვეთოთ, ეცადეთ, სახეს ხელით ნუ შეეხებით. ამას გარდა, ყოველი შესაძლებლობისას ხელები დაიბანეთ.

  • 8. გამოიყენეთ კურკუმა

    კურკუმა ორგანიზმს ვირუსებისგან კარგად იცავს.

  • 9. სანელებლები პირში გედოთ

    ბევრი სანელებელი ახდენს ვირუსების ნეიტრალიზებას. ამიტომ ჯიბეში მცირე რაოდენობით მიხაკი იქონიეთ. ხალხმრავალ ადგილებში კი - პირში ჩაიდეთ.

  • 10. ბანანი

    ბანანი С ვიტამინით მდიდარია. ამიტომ მიირთვით ის, რაც შეიძლება ხშირად, განსაკუთრებით შემოდგომისას.

  • 11. ეთერზეთები გამოიყენეთ

    ეთერზეთები ცხვირ-ხახას კარგად წმენდენ. საყვარელი ზეთით დაასველეთ ცხვირსახოცი და ყოველ შესაძლო მომენტში მისი მეშვეობით ისუნთქეთ.

  • 12. მიირთვით იოგურტი

    იოგურტში შემავალი ბაქტერიები ლეიკოციტების მომატებას უწყობს ხელს და ამით ჩვენს ორგანიზმს იცავს.

  • 13. დაატენიანეთ ჰაერი

    შემოდგომაზე ძალიან მნიშვნელოვანია სახლში ჰაერის  დატენიანება, ვინაიდან მშრალი ჰაერი ვირუსების გასამრავლებლად იდეალური გარემოა.

  • 14. დალიეთ მწვანე ჩაი

    მწვანე ჩაი იოდითა და ფოსფორით ძალიან მდიდარია. ისინი კი, თავის მხრივ, იმუნიტეტის ზრდას უწყობენ ხელს. 2-3 ფინჯანი დღეში, გაციებისგან გამოწვეული უსიამოვნებებისგან დაგიცავთ.

  • 15. მიიღეთ ციტრუსის აბაზანები

    კვირაში ერთხელ მიიღეთ ციტრუსის აბაზანები. რამდენიმე ლიმონს მდუღარე დაასხით და 30 წუთით გააჩერეთ. ჩაასხით მიღებული ნაყენი აბაზანაში - ეს თქვენს იმუნიტეტს გააძლიერებს.

წყარო: e-w-e.ru

ნანახია: 400 | დაამატა: Admin | ტეგები: შამპანური - წამლის ნაცვლად! - რჩევე | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close