მთავარი » 2017 » სექტემბერი » 4 » შეავსეთ ტესტი და მიხვდებით, როგორ უნდა გააგრძელოთ ცხოვრება
რეკლამა
10:06 PM
შეავსეთ ტესტი და მიხვდებით, როგორ უნდა გააგრძელოთ ცხოვრება

ნახეთ, რა გიშლით ხელს წარმატების მიღწევაში ან მიღწეულის შენარჩუნებაში...

 

ყოველ დადებით პასუხზე დაიწერეთ 2 ქულა, ხოლო უარყოფითზე - 0.

1. შეგიძლიათ თუ არა, თუნდაც უცხო საზოგადოების ყურადღების მისაქცევად სისულელეები აკეთოთ?

 

2. ადამიანებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობისას ცდილობთ, განსხვავებულად მოიქცეთ?

 

3. ჯიუტად იცავთ საკუთარ შეხედულებებს, მაშინაც კი, როცა საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული არ ხართ?

 

4. როდესაც ადამიანისგან გამორჩენას ელით,  შეგიძლიათ, საკუთარ პრინციპებზე უარი თქვათ?

 

6. კოლეგებთან ურთიერთობისას ყოველთვის კარგ გოგონას (ბიჭს) თამაშობთ?

 

7. თათბირის დროს ცდილობთ, ხმამაღლა ილაპარაკოთ, რათა სხვების იდეები გადაფაროთ?

 

8. წარუმატებელ მეგობრებთან მხოლოდ თქვენს წარმატებებსა და მიღწევებზე საუბრობთ?

 

იხილეთ პასუხები:
0 - 4 ქულა: არასდროს აკონტროლებთ სიტუაციას და ამით გარშემო მყოფებზე მერყევი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ. ხანდახან თქვენი პირდაპირობით საზოგადოებას თავს აბეზრებთ, რაც თქვენს კარიერულ წინსვლაზე უარყოფითად მოქმედებს. ეცადეთ, გამოსწორდეთ, თორემ წინ ვერასოდეს წაიწევთ.

 

6 - 8 ქულა: მუდმივად აკონტროლებთ ემოციებს, მაგრამ მხოლოდ საკუთარი თავის იმედად ყოფნა არაფერს გარგებთ. ეცადეთ, ხანდახან მეგობრებსაც მოუსმინოთ და გადაწყვეტილება ისე მიიღოთ. კარიერულ წინსვლაში ნაცნობების ფართო წრე დაგეხმარებათ, მაგრამ მიღწეულის შესანარჩუნებლად სერიოზული ბრძოლა გმართებთ.

 

10 - 16 ქულა: ნამდვილი მსახიობი ხართ. ისე მოირგებთ ნებისმიერ როლს, რომ თქვენს გულწრფელობაში ეჭვი არასოდეს შეეპარებათ. რაც მთავარია, საზოგადოების სული და გული ხართ. მეგობრები თქვენ გარეშე ერთ დღესაც ვერ ძლებენ. ასეთი ხასიათი განსაკუთრებულად კარიერის გაკეთებაში დაგეხმარებათ. თუ ასე გააგრძელებთ, ბევრს მიაღწევთ.

 

წყარო: FunTime.Ge

ნანახია: 363 | დაამატა: Admin | ტეგები: შეავსეთ ტესტი და მიხვდებით, როგორ უნდა გააგრძელოთ ცხოვრება | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close