მთავარი » 2017 » ოქტომბერი » 25 » შეიძლება თუ არა, ხელისგულზე საკუთარი მომავალი დაინახოთ? (7 ფოტო)
რეკლამა
11:29 AM
შეიძლება თუ არა, ხელისგულზე საკუთარი მომავალი დაინახოთ? (7 ფოტო)

მართლაც, თქვენი ცხოვრება თქვენს ხელშია - ამისთვის მხოლოდ საკუთარ ხელს უნდა დახედოთ...

 

მაშ ასე, დომინანტი ხელი თქვენს მიმდინარე ცხოვრებას წარმოადგენს, ხოლო ნაკლებად აქტიური ხელი - პირად ურთიერთობებსა და ემოციურ ასპექტებზე მეტყველებს. ნუ მიუდგებით ამ ყველაფერს ძალიან სერიოზულად, თუმცა შიგადაშიგ მაინც გაიხსენეთ და ხელებზე დაიხედეთ.

 

  • 1. მსხვილი ხაზი
    ენთუზიაზმით აღსავსე ხართ, იშვიათად ავადმყოფობთ და სიმტკიცით გამოირჩევით.

    ოდნავ მკრთალი ან გაწყვეტილი ხაზი: ავადმყოფურად რეაგირებთ სტრესზე ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები გაქვთ. 

    თუკი მკრთალი ხაზი მთავარ ხაზს კვეთს: თქვენში ბევრი უნდობლობა და ნეგატივია;

    თუკი მკრთალი ხაზი მთავარ ხაზს არ კვეთს: დამოუკიდებელი ადამიანი ხართ და ყოველთვის არ შეგიძლიათ სხვების თანაგრძნობა.


  • 2. ბედის ხაზი

    მსხვილი და სწორი ხაზი: თქვენი ცხოვრება საკმაოდ პროდუქტიულად ვითარდება.

    თუ ეს ხაზი თქვენი ხელისგულზე საერთოდ არ არსებობს ან ძალიან წვრილია: ან ძალიან დამოკიდებული ხართ სხვებზე ან პირიქით, გარშემომყოფებზე დიდ გავლენას ახდენთ.

    თუკი ხაზი ფართოვდება: თუკი ასეთი ხაზი ორი ან ორზე მეტია და სხვადასხვა საწყისი აქვს, ეს ნიშნავს, რომ თქვენში დაფარულია უდიდესი პოტენციალი და შეგიძლიათ, ცხოვრებით დატკბეთ.


  •  
  • 3. გულის ხაზი

    ეს იწყება ცერა თითიდან და მიდის საჩვენებელ თითამდე.

    თუკი გულის ხაზი ნეკა თითზე ¼-ით დაბლაა: შესანიშნავი გონებრივი საშუალებები გაქვთ. იცით, რა გსურთ სიყვარულში.

    თუკი გულის ხაზი ნეკა თითთან ახლოსაა: გარესამყაროსგან ხშირად იკეტებით და გულწრფელობის ხშირად გეშინიათ, მაგრამ, თუკი შეყვარებული ხართ, ეს გრძნობა საკმაოდ ღრმა და ხანგრძლივია.

    თუკი გულის ხაზი ნეკა თითისგან შორსაა: თქვენ გულადი და უბოროტო ადამიანი ხართ.


  • 4. გონების ხაზი:

    ეს ხაზი თქვენი აზროვნების შესაძლებლობებს გამოხატავს და ასევე, თქვენი ცხოვრების ქრონოლოგიაზე მეტყველებს.

    თუკი გონების ხანი ცხოვრების ხაზს ემთხვევა:

    რაც უფრო მეტი ხაზი გადაიკვეთება ხელისგულზე, მით უფრო ნეგატიური და თავდაუჯერებელი ხართ. სხვა მხრივ, სტაბილურობით გამოირჩევით.

    გრძელი ხაზი: თქვენ სხვებზე დამოკიდებული ადამიანი ხართ ან სხვებზე ზემოქმედების უნარი გაქვთ.

    თუკი გონების ხაზი ფართოვდება: თუკი თქვენს ხელისგულზე ორზე მეტი ხაზია და ორივეს სხვადასხვა საწყისი აქვს, ეს თქვენს გონიერებასა და ადაპტაციის უნარზე მეტყველებს. თქვენ ხართ კომუნიკაბელური და გაქვთ საპირისპირო სქესის ადამიანთან ურთიერთობის ნიჭი.


  • 5. გულის ხაზი

    თუკი გულის ხაზი ორზე მეტია: ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ ნებისმიერ ურთიერთობაში უდიდესი პოტენციალი გაქვთ.

    მკვეთრი და სწორი ხაზი: ძალიან ერთგული და საიმედო პარტნიორი ხართ.

    თუკი გულის ხაზი არ გაქვთ ან ძალიან წვრილია: სიყვარულის მოსაპოვებლად საკმაოდ დიდი ძალისხმევა გჭირდებათ.


  •  
  • 6. ფულის ხაზი 
    იწყება შუა თითიდან და ჩადის მაჯამდე. 

    გრძელი და შესამჩნევი: ადამიანის ისეთ კატეგორიას მიეკუთვნებით, რომლებიც ფულს მომავლისთვის აგროვებენ.

    ეს ხაზი არ გაქვთ ან ძალიან მოკლეა: ფულზე დამოკიდებული არ ხართ, მაგრამ ძალიან ბევრს მუშაობთ იმისთვის, რომ ფული, უბრალოდ, გქონდეთ.

    ბევრი პატარა ხაზი: ფულთან ძალიან ფრთხილი ხართ, თუმცა, ზოგჯერ ძალიან დაუფიქრებლად ახარჯავთ როგორც საკუთარ თავს, ისე მეგობრებს.

    თუ იწყება ცერა თითიდან და გრძელდება ხელისგულის ცენტრამდე: რაც უფრო მკვეთრია ხაზი, მით უფრო იღბლიანი ხართ ფინანსურ საკითხებში. გამდიდრების დიდი შანსი გაქვთ.

    თუ იწყება უსახელო თითიდან და გრძელდება ხელისგულის ცენტრამდე: დიდი ალბათობით, ოჯახური ბიზნესის ან კარგი მემკვიდრეობის მფლობელი გახდებით.


  • 7. ქორწინების ხაზი

    ეს ხაზი აღნიშნავს, რამდენად იღბლიანი ხართ ქორწინებასა და ოჯახურ ცხოვრებაში.

    თუკი ხაზის მიმართულება ზევით მიდის: რაც უფრო მაღლა ადის ხაზი, მით უფრო მყარია თქვენი ქორწინება და შესანიშნავი ოჯახი გაქვთ.

    თუკი ხაზის მიმართულება ქვემოთ ჩადის: ქორწინებაში პრობლემები გაქვთ. სიყვარული არ შედის თქვენს პრიორიტეტებში.

    თუკი ქორწინების ხაზი გაყოფილია: ეს განქორწინებასა და ურთიერთობის გაწყვეტაზე მიანიშნებს.


     


წყარო: FunTime.Ge

ნანახია: 765 | დაამატა: Admin | ტეგები: winaswarmetyveleba, ხელისგულზე საკუთარი მომავალი დაინახ, mkitxaoba xelis gulze, შეიძლება თუ არა | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close