მთავარი » 2017 » სექტემბერი » 20 » სიბერის პირველი წამალი უკვე მზად არის!
რეკლამა
8:42 PM
სიბერის პირველი წამალი უკვე მზად არის!

პრეპარატი სენოლიტიკი კალიფორნიის შტატის სკრიპსის ინსტიტუტის მეცნიერებმა და მეიოს კლინიკის ექიმებმა შექმნეს. მეიოს კლინიკაში აქტიურად ვითარდება გენომიკა (მოლეკულური გენეტიკის მიმართულება) და ყოველდღიურ პრაქტიკაშიც კარგა ხანია, გამოიყენება.

 

ტრადიციული მედიცინისთვის სიცოცხლის გახანგრძლივების ჰიპოთეზა შედარებით ახალია. 
ამ ჰიპოთეზის თანახმად, დაბერების ძირითადი მექანიზმი მკურნალობას ეხმარება ან ისეთი ასაკობრივი დაავადებების განვითარებას ანელებს, როგორიცაა დიაბეტი, ოსტეოპოროზი და კიბოს სხვადასხვა ფორმა. 
მისი ძირითადი იდეა ჯანმრთელი ცხოვრების, ანუ იმ პერიოდის გახანგრძლივებაში მდგომარეობს, როცა ადამიანი აქტიური და შრომისუნარიანია.

მეიოს კლინიკაში შექმნილი სენოლიტიკი პირველი პრეპარატია, რომელსაც სიბერესთან ბრძოლის მისია აქვს. სენოლიტიკი უჯრედების დაბერების პროცესზე ახდენს ზემოქმედებას. 

როგორც ცნობილია, დაბერების პროცესში ქსოვილის უჯრედი არ იყოფა და ორგანიზმისთვის სასარგებლოს არაფერს აკეთებს. სამაგიეროდ, ანთების გამომწვევ ნივთიერებას გამოყოფს, რომელიც ხელს უშლის მეზობლად მდებარე ჯანმრთელი უჯრედების მუშაობას. 
ბოლომდე ცნობილი არ არის, რატომ იწყება უჯრედებში ეს პროცესი, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, ეს უჯრედის სიმსივნედ გარდაქმნისგან დამცავი მექანიზმია.

დაბერებული უჯრედების მოჭარბება ჯანმრთელობის პრობლემებს, კერძოდ კი, გულის პრობლემებს, ოსტეოპოროზს, საერთო სისუსტესა და კიბოსაც კი იწვევს. 
ახალი პრეპარატი - სენოლიტიკი ზემოქმედებს გენზე, რომელიც დაბერებულ უჯრედებს მეზობლად მდებარე ჯანმრთელი უჯრედებისთვის ზიანის მიყენების გარეშე კლავს. 

თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტის დროს, მღრღნელის კიდურებზე დაბერების პროცესის სტიმულირების მიზნით, დასხივება ჩაატარეს. 
ამის შემდეგ, სენოლიტიკის მიღებამ კიდურებს პირვანდელი ფუნქციები აღუდგინა და ეს ეფექტი 7 თვის განმავლობაში გაგრძელდა. 
აქედან გამომდინარე, მკვლევარების აზრით, პრეპარატს საკმარისი პოტენციალი აქვს, რომ კლინიკური ცდების განხორციელება დაიწყოს. 

„ის, რასაც ცხოველებზე ჩატარებულ პრეკლინიკურ ექსპერიმენტებში მივაღწიეთ, ადამიანზეც განმეორდა, შესაძლებელი იქნება, სრულიად დაუძლურებული ადამიანების განკურნება, რომლებიც მრავალრიცხოვანი დაავადებებით იტანჯებიან და უიმედო პაციენტებად მიიჩნევიან“, - ამბობენ ახალი პრეპარატის შემქმნელები.

 

FunTime.Ge

 

ნანახია: 311 | დაამატა: Admin | ტეგები: სიბერის პირველი წამალი უკვე მზად არ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close