მთავარი » 2017 » სექტემბერი » 30 » სისაძაგლეები, რომლებსაც ზოდიაქოს სხვადსხვა ნიშნებისგან უნდა ელოდოთ
რეკლამა
9:48 AM
სისაძაგლეები, რომლებსაც ზოდიაქოს სხვადსხვა ნიშნებისგან უნდა ელოდოთ

ვერძი

აგრესიული, ქედმაღალი ვიგინდარა. ყველას თვლის არარაობად და, პრინციპში, სწორია, მაგრამ არარაობებს მაინც სწყინთ. ვერძებთან ურთიერთობისას უსაფრთხოების ტექნიკის მთავარი წესია - არასოდეს იურთიერთოთ ვერძებთან.

კურო

ალერსიანი ხბო - ეს არტისტული ვიგინდარას ნიღაბია. ფული სიგიჟემდე უყვარს. ნამდვილად უსიტყვოდ გაიღებს ბოლო პერანგს მეგობრის გამო, მაგრამ ამ პერანგს, როგორც წესი, თვითონ კი არ იხდის, არამედ ვიღაც დაბნეულსა და უსუსურს ხდის.

ტყუპი

დაბნეული ვიგინდარა, რომელიც იტანჯება ინფანტილიზმით ტერმინალურ სტადიაში. უფრო სწორად, რატომ იტანჯება? სრულიად ტკბება. საფრთხის დანახვაზე ტყუპებს თავი უსუსურებად მოაქვთ და აი უკვე ათასობით გარშემომყოფი გულშემატკივარი იწყებს მის გადარჩენას. ტყუპი კი წევს საწოლზე და ლაპარაკობს, ლაპარაკობს, ლაპარაკობს.

კირჩხიბი

მიმიკების მოყვარული ვიგინდარა. მოგაჩვენებთ, თითქოს არაფრად არ უღირს ნებისმიერი პრობლემის მოგვარება. საქმეზე კი - „სირაქლემის პოზიციას“ იკავებს. მისი ცხოვრების აზრი ასეთია: „ყველამ თავი დამანებეთ, უკეთესია - მოკვდით“.

ლომი

სნობისტური ვიგინდარა, რომელიც თავის თავზე შეყვარებულია. საკუთარი დიდების გრძნობა ლომებს მოყვება გარშემომყოფებისთვის მხუთავი შლეიფით, ამიტომ შედარებით უსაფრთხოა სიარული ცხოველების მეფისაგან ერთი-ორი კილომეტრის რადიუსში, ისიც მხოლოდ ჟანგბადის ბალონით.

ქალწული

მეწვრილმანე, ხელმომჭირნე და მომაბეზრებელი ვიგინდარა. მეგობრებს იძენს იმისათვის, რომ სული ამოხადოს. ქალწულებს მტრები მომენტალურად და ნებისმიერ ადგილას უჩნდებათ, სადაც ერთ თვეზე მეტი გაატარებს. მტრების არსებობა კი მათ ახარებს - ის ოსტატურად და სიამოვნებით ხლართავს ინტრიგებს.

სასწორი

მუდმივად ეჭვის ქვეშ მყოფი ვიგინდარა. მუდმივად ეძებს რთული ამოცანების მარტივ გადაწყვეტილებებს. რა თქმა უნდა, ვერ პოულობს. აწვალებს ყველას, ვინც ახლოს ჰყავს, აიძულებს ერთად ეძებონ. შედეგად ყვირის: „ეშმაკსაცწაუღიაყველაფერი“, სასტიკი რეალობის ნამსხვრევებით კი ახლობლები და ნაცნობები ზარალდებიან.

მორიელი

პათოლოგიურად სადისტური ვიგინდარა. იარაღის სახით, ძირითადად სექსს იყენებს, მაგრამ ეს არ არის აუცილებელი. შეუძლია უბრალოდ მოგუდოს არომატული მაქმანიანი ცხვირსახოცით, რომ უყუროს, როგორ ტოვებს ნელა მსხვერპლი სიცოცხლეს.

მშვილდოსანი

იდუმალი ვიგინდარა, რომელიც არასოდეს აჩვენებს თავის ნამდვილ სახეს. აგრესიული ოპტიმისტი, რომელიც ვერ იტანს მათ, ვინც მოულოდნელად მოიწყინა. ყოველთვის კეთილმოსურნედ გამოიყურება.

თხის რქა

აბსოლუტურად უგულო, ცივი ვიგინდარა. იშვიათი გამონაკლისების გარდა.

მერწყული

ეგოისტი, მეოცნებე ვიგინდარაა. მასთან მოლაპარაკება არაფერზე არ შეიძლება - მერწყული ბოლო წუთს ყოველთვის ცვლის თავის გეგმებს ფორმულირებით „არ გამომივიდა“.

თევზები

ფანტასტიკურად მატყუარა ვიგინდარა. ატყუებს ყველას, საკუთარი თავის ჩათვლით. გულწრფელად სჯერა ამ ტყუილის და შეურაცხყოფად იღებს, როცა მისი არ სჯერათ. სრულიად არ არის აუცილებელი მოიტყუოს სარგებელის გამო - თევზებისთვის ეს მაღალი ხელოვნების მრავალსახეობაა.

 

Pomada.Ge

ნანახია: 563 | დაამატა: Admin | ტეგები: სისაძაგლეები, რომლებსაც ზოდიაქოს სხვადსხვა ნიშნებ | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close