მთავარი » 2018 » ივნისი » 18 » სხეულის მოვლის წესები, რომლებიც აქამდე არ იცოდით (7 ფოტო)
რეკლამა
8:30 PM
სხეულის მოვლის წესები, რომლებიც აქამდე არ იცოდით (7 ფოტო)

შესაძლოა, არ დაიჯეროთ, მაგრამ ყველა პროდუქტი თუ ნივთი, რათა მოვლილად და უნაკლოდ გამოიყურებოდეთ, სახლში გაქვთ.

 

მაშ ასე, დაზოგეთ დრო, ფული და ძალისხმევა:

 

 

  • სახიდან შეშუპების სწრაფად მოხსნაში მარილიანი ხსნარი დაგეხმარებათ.

    გახსენით მარილი წყალში (ხსნარი უნდა იყოს ძალიან ძლიერი). მარილხსნარში დასველებული პირსახოცი გაიჩერეთ სახეზე 10 წუთი.

     

  • თუ გსურთ, ფუმფულა და მიმზიდველი ტუჩები გქონდეთ, ამაში ტუჩის ზეთი და კბილის ჯაგრისი დაგეხმარებათ.
    პაემანზე წასვლამდე დაიდეთ ტუჩებზე ნებისმიერი კოსმეტიკური ზეთი (ნუშის ან ტუჩის ჩვეულებრივი ბალზამი) და აკურატულად შეიზილეთ კბილის ჯაგრისით ერთი წუთის განმავლობაში.

     

  • ზეითუნის ზეთი კანისთვის, მბზინავი და დატენიანებული რომ გქონდეთ.

    სახის გაწმენდასა და დარბილებაში ზეითუნის ზეთი დაგეხმარებათ: ამისათვის, დაიორთქლეთ სახის კანი, შემდეგ კი 7 წუთის განმავლობაში შეიზილეთ ზეთი კანში. საუკეთესო ეფექტის მისაღებად, პროცედურა 4-5 დღეში ერთხელ ჩაიტარეთ.

  • აკნეს მოშორებაში სამკურნალო თაფლი დაგეხმარებათ.
    იმისთვის, რომ სახიდან გამონაყარი მოიშოროთ (განსაკუთრებით, მნიშვნელოვან შეხვედრამდე), დაიდეთ სახეზე ცოტაოდენი თაფლი და გაიჩერეთ 15 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. გამონაყარი ნაკლებად ინტენსიური ფერის და ზომის გახდება, რასაც კოსმეტიკის საშუალებებიც მარტივად დაფარავს.

  • თვალის წვეთები - სასწრაფო დახმარება სახეზე ანთებითი პროცესის დაწყების დროს.

    კიდევ ერთი საშუალება სახის კანიდან აკნეს მოსაშორებლად: დაასველეთ ბამბის ტამპონები თვალის სიწითლის საწინააღმდეგო წვეთებით და მოათავსეთ საყინულეში 3-5 წუთით. შემდეგ, დაიდეთ ტამპონი სახის გაღიზიანებულ ნაწილზე - გამონაყარი თითქმის შეუმჩნეველი გახდება. არ გჯერათ? სცადეთ!
  • თვალიდან მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება შეგიძლიათ სახლის პირობებში მოამზადოთ.

    შუშის ქილა აავსეთ წყლითა და ზეითუნის ზეთით, თანაფარდობით 3:1. შეანჯღრიეთ ქილა, რათა წყალი და ზეთი ერთმანეთში კარგად გაიხსნას. სულ ეს არის, თვალიდან მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება მზად არის!
     

     

  •  
  • თვალის ჩაშავებული უპეების გაღიავებაში სოდა დაგეხმარებათ.
    1 ჩ/კ სოდა ჩაყარეთ ცხელ წყალში და კარგად მოურიეთ. შემდეგ, დაასველეთ ხსნარში ბამბის დისკი და დაიდეთ თვალების გარშემო. გაიჩერეთ 10 წუთი. გაიმეორეთ პროცედურა ყოველდღიურად - შედეგი არ დააყოვნებს.

 

წყარო

ნანახია: 155 | დაამატა: Admin | ტეგები: რომლებიც აქამდე არ იცოდით (7 ფოტო), სხეულის მოვლის წესები | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close