მთავარი » 2018 » აპრილი » 3 » სრული სიმართლე ჟელიბონებზე - რისგან კეთდება ბავშვების საყვარელი სასუსნავი?
რეკლამა
5:00 PM
სრული სიმართლე ჟელიბონებზე - რისგან კეთდება ბავშვების საყვარელი სასუსნავი?

ყველა ბავშვს უყვარს სხვადასხვა ფერის, ფორმისა და არომატის ჟელიბონები, თუმცა არც მათ და ხშირად, არც მათ მშობლებს წარმოდგენა არ აქვთ, რისგან მზადდება ეს კანფეტი.

 

ცნობილია, რომ ჟელატინი ხეზე არ იზრდება. ეს არის უგემური, მოყვითალო ფერის ნივთიერება, რომელიც ძროხის ან ღორის ტყავის, სახსრებისა და ძვლების ხანგრძლივად ხარშვის შედეგად მიიღება. 
ცხოველის ნაწილებს დიდი ხნის განმავლობაში, 140 გრადუსზე ხარშავენ, შემდეგ აქუცმაცებენ და აშრობენ, სანამ მოყვითალო ფერის ფხვნილს არ მიიღებენ. 

შესაძლოა, ჟელატინის დამზადების ტექნოლოგია უსიამოვნოდ გამოიყურება, მაგრამ მიღებული პროდუქტი არ შეიცავს ცხიმს, ნახშირწყლებსა და ქოლესტერინს. პირიქით, მის შემადგენლობაში 18 ამინმჟავა შედის, რომლებიც ორგანიზმს დაზიანებული ძვლებისა და სახსრების აღდგენაში ეხმარება. 

ასე რომ, საზიანოა თუ არა ბავშვის ჯანმრთელობისთვის ჟელიბონის მიღება, თავად გადაწყვიტეთ.

ნანახია: 359 | დაამატა: Admin | ტეგები: სრული სიმართლე ჟელიბონებზე - რისგან | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close