მთავარი » 2018 » ივლისი » 11 » სცადეთ ეს 5 მეთოდი და სამუდამოდ დაივიწყეთ ოფლიანობა
რეკლამა
5:45 PM
სცადეთ ეს 5 მეთოდი და სამუდამოდ დაივიწყეთ ოფლიანობა

მაისურზე სველი ლაქა და ოფლის სუნი - ამ პრობლემის აღმოფხვრის ბევრი საშუალება არსებობს, მაგრამ დღეს გთავაზობთ რამდენიმე ეფექტურ რჩევას სიცხეში ოფლიანობის ასარიდებლად.

 

1. შეარჩიეთ იდეალური ანტიპერსპირანტი, რომელიც ყველა ადამიანისთვის ინდივიდუალურია, მაგრამ სასურველია, აირჩიოთ არომატის გარეშე, რადგან მათი გამოყენება არა მხოლოდ იღლიაში, არამედ ზურგზეც შეიძლება, ან სხეულის იმ ნაწილებზე, რომლებზეც განსაკუთრებით გრძნობთ ოფლიანობას. ასევე, არსებობს ხალხური საშუალება - სოდისა და წყლის ნაზავი. სოდიან წყალში დაასველეთ ტილო, კარგად გაწურეთ და დაიზილეთ ზურგი, მკერდის ან სხვა ზონები, რომლებზეც ოფლიანობა გაწუხებთ. ამგვარად ზედმეტ ოფლიანობას დაივიწყებთ, თანაც კანის გაღიზიანების გარეშე.

 

2. ანტიპერსპირანტის სწორად გამოყენებაც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

წაისვით ანტიპერსპირანტი მშრალ და სუფთა კანზე. ნუ მოიხმართ ოფლის საწინააღმდეგო საშუალებას პარსვის ან აბაზანიდან გამოსვლის შემდეგ. მიეცით კანს სუნთქვის საშუალება რამდენიმე წუთით. იდეალური ვარიანტია: ანტიპერსპირანტის მოხმარება ძილის წინ, აბაზანიდან გამოსვლიდან რამდენიმე წუთში და დილას, გამეორებით.

 

3. კიდევ ერთი საშუალება, რომელიც ოფლიანობას ებრძვის - ლანოლინის პუდრი.

 

პუდრი ისევე აშრობს კანს, როგორც ნებისმიერი ანტიპერსპირანტი. მაგრამ მას დამატებით კიდევ ერთი პლუსი აქვს: პუდრი უსაფრთხოა ორგანიზმისთვის და არ აღიზიანებს კანს. პირიქით, ამშვიდებს სხეულის გაღიზიანებულ ნაწილებს. თუმცა, საღამოს პუდრი აუცილებლად უნდა ჩამოიბანოთ, რათა კანმა ისუნთქოს.

 

4. ოფლის გამოყოფაზე მოქმედებს ტანისამოსიც, რომელსაც ვატარებთ.

 

მოერიდეთ მჭიდრო და სინთეტიკურ ტანისამოსს. აირჩიეთ ქსოვილები, რომლებიც „სუნთქავს“. მაგალითად, ბამბა, ტრიკოტაჟი, რომლებიც ჰაერს ატარებს და სისველეს არ ინარჩუნებს.

 

5. ასევე, ნუ დაგავიწყდებათ კვების შესახებ.
ზოგიერთი საკვები და სასმელი ოფლის გამოყოფას უწყობს ხელს. მოერიდეთ ცხელ ამინდებში ცხიმიან და შემწვარ კერძებს. ასევე, ცხარე საჭმელს. თუკი არ გსურთ, გამაგრილებელი სასმელის მიღების შემდეგაც გაიოფლოთ, მოერიდეთ ალკოჰოლს. არსებობს კოქტეილები და ყავის სასმელები ყინულით, რომლებიც გაგაგრილებთ და ორგანიზმს არ გადაახურებს.

 

წყარო

ნანახია: 154 | დაამატა: Admin | ტეგები: სცადეთ ეს 5 მეთოდი და სამუდამოდ დაი | რეიტინგი: 5.0/1 რეკლამა
სულ კომენტარები: 0
avatar
close